ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾65.00 Original price was: ₾65.00.₾58.50Current price is: ₾58.50.
B ჯგუფის სტრეპტოკოკებ ქალის გენიტალური ტრაქტის, ზედა სასუნთქი გზების, საჭმლის მომნელებელი სისტემის ქვედა ნაწილის ნორმალური მიკროფლორის შემადგენელია.
ვაგინალური კოლონიები აჩვენებს სწორი ნაწლავიდან დაბინძურებას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი სტრეპტოკოკის ძირითადი რეზერვუარია. ასეთი კოლონიები ასიმპტომურია ან მიმდინარეობს ვაგინიტის ფორმით, რომელიც მკურნალობის შემდეგ გაივლის.
დედიდან ახალშობილზე გადაცემა ხდება ვერტიკალურად – მშობიარობის დროს, განსაკუთრებით სანაყოფე გარსების ნაადრევად დარღვევისას (მშობიარობამდე 18 სთ და მეტი), ცხელებისას მშობიარობის დროს და ნაადრევი მშობიარობისას (37 კვირამდე ).
ახალშობილებში B ჯგუფის სტრეპტოკოკი ორი ტიპის ინფექციას იწვევს: ადრეულს და მოგვიანებითს.
ადრეული ინფექცია იწყება დაბადების პირველ საათებშივე ან დაბადებიდან 7 დღის განმავლობაში და ვლინდება სეპტიცემიით და მენინგიტით და პნევმონიით.
მოგვიანებითი ინფექცია ვიტარდება დაბადებიდან მე-7 დღიდან 3 თვემდე პერიოდში, უხშირესად მენინგიტის ფორმით ვლინდება.
B ჯგუფის სტრეპტოკოკის ადრეული აღმოჩენა შესაძლებელია ვაგინალური ნაცხის კვლევით. საჭიროების შემთხვევაში ორსულობის დროსვე ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია.
საკვლვი მასალა: რექტო/ვაგინალური ნაცხი.
“სინევოს” დოლიძის ფილიალში. მის: დოლიძის N46
შაბათი 09:00-14:00
ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია
წინა ორსულობებისას განვითარებული მწვავე სტრეპტოკოკური ინფექცია
ორსულობისას შარდში B ჯგუფის სტრეპტოკოკის აღმოჩენა
მშობიარობამდე 5 კვირის ფარგლებში ვაგინალურ ნაცხში B ჯგუფის სტრეპტოკოკის აღმოჩენა
მკურნალობა
B ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციის მკურნალობა ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპიით ხორციელდება, პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებით, რომლის დოიზირების და ხანგრძლივობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი.
B ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციის გვიანი გამოვლინება ახალშობილებში
სამწუხაროდ ორსულობისას ან მშობიარობის პერიოდშივე დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია ზოგჯერ არ იძლევა სათანადო შედეგს და ახალშობილს მოგვიანებით უვითარდება სტრეპტოკოკური ინფექციის სიმპტომები. დაავადება იწყება ტემპერატურის მკვეთრი მატებით, ღებინებით, კვების აღკვეთით.
B ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციის სრული პრევენცია ვერ ხორციელდება, თუმცა, ადრეული აღმოჩენით და დროული მკურნალობით გართულებების რისკი ნაკლებია.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |