Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

საერთო პროსტატსპეციფიკური ანტიგენი (PSA)

ცნობილი როგორც:Common prostate-specific antigen
SKU: 1030

36.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი (PSA) – გლიკოპროტეინი პროტეაზული აქტივობით. ის სინთეზირდება პროსტატის ჯირკვლის ეპითელიუმის უჯრედებში და გამოიყოფა სათესლე სითხეში, რაც უზრუნველყოფს სპერმის გათხევადებას. PSA სისხლში წარმოდგენილია მინიმალური რაოდენობით და გვხვდება როგორც თავისუფალი (თავისუფალი PSA), ისე შეკავშირებული ფორმით α1-ანტიქიმოტრიფსინთან (PSA-ACT) და α2-მაკროგლობულინთან (PSA-AMG). მოცირკულირე PSA-ს 86% წარმოდგენილია PSA-ACT კომპლექსის სახით, PSA-ს მხოლოდ მცირე ნაწილია α2- მაკროგლობულინთან ასოცირებული და ლაბორატორიული კვლევის დროს მისი განსაზღვრა არ ხდება, შესაბამისად განსაზღვრული მთლიანი PSA-ს დონე არის თავისუფალი PSA-სა და PSA-ACT კომპლექსის ჯამი. ასაკთან ერთად, მთლიანი PSA-ს დონე იზრდება და თავისუფალი PSA-ს პროცენტული შემადგენლობა მცირდება.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • პროსტატის კიბოს სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა;
  • პროსტატის კიბოს დამატებითი მარკერი რექტალურ გამოკვლევასთან ერთად;
  • მკურნალობის დაწყებამდე (მკურნალობის შედეგის პროგნოზი, მეტასტაზების განვითარების რისკის შეფასება);
  • პროსტატის კიბოს მკურნალობის (ქირურგიული, ჰორმონალური, ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია) ეფექტურობის მონიტორინგი;
  • რეციდივებისა და მეტასტაზების განვითარების კონტროლი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

PSA-ის დონე იზრდება:

  • პროსტატის ჯირკვლის ანთებითი დაავადებები;
  • პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (BPH);
  • პროსტატის სიმსივნე;
  • ტრავმა, ქირურგიული ჩარევა, სადიაგნოსტიკო მანიპულაციები პროსტატის ჯირკვლის მიდამოში (რექტალური გამოკვლევა, ულტრაბგერითი გამოკვლევა, მასაჟი, ბიოფსია), ეაკულაცია კვლევის წინა დღეს;
  • შარდის მწვავე შეკავება.

დამატებითი ინფორმაცია

PSA არის პროსტატის ქსოვილის სპეციფიკური მარკერი, მისი დონის მატება შეინიშნება ნებისმიერი ანთებითი, კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი, ტრავმული პროცესებისას და დიაგნოსტიკური და თერაპიული მანიპულაციების დროს. ამიტომ მისი განსაზღვრა მნიშვნელოვანია პროსტატის ჯირკვალზე ნებისმიერი მანიპულაციის წინ: მატება შეინიშნება ჯირკვლის ბიოფსიის (მომატებული დონე ნარჩუნდება 2-3 კვირის განმავლობაში), ტრანსურეთრალური ულტრაბგერითი კვლევის, პროსტატის მასაჟის და რექტალური ციფრული გამოკვლევის შემდეგ.

PSA თითქმის ექსკლუზიურად ასოცირდება პროსტატის დაავადებასთან, მაგრამ არ არის სპეციფიკური პროსტატის კიბოსთვის (CP), მისი მაღალი მნიშვნელობები ძირითადად გვხვდება ისეთ პირობებში, როგორიცაა პროსტატის ადენომა, მწვავე ან ქრონიკული პროსტატიტი და პროსტატის ინფარქტი. გარდა ამისა, CP-ის შემთხვევების დაახლოებით 25% დიაგნოზირებულია ნორმალური PSA მნიშვნელობებით. მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, PSA არის ყველაზე ფართოდ გამოყენებული მარკერი პროსტატის კიბოს შეფასებისას, როგორც სკრინინგისა და დიაგნოსტიკისთვის, ასევე მონიტორინგისთვის.

CP არის რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბო, ფილტვის კიბოს შემდეგ მამაკაცებში , ის შეადგენს ყველა დიაგნოსტირებული კიბოს დაახლოებით 15%-ს, ძალიან დიდი გეოგრაფიული და რასობრივი ვარიაციებით. მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური მიდრეკილების არსებობა დადასტურებულია, პროსტატის კიბოს შემთხვევათა მხოლოდ 9% არის მემკვიდრეობითი (ოჯახი სულ მცირე 3 დაავადებული ნათესავით ან 2 ნათესავით, რომლებსაც განუვითარდათ პროსტატის კიბო <55 წლის ასაკში). CP-ის სიხშირე დამოკიდებულია ასაკზე. მიუხედავად იმისა, რომ მის პროგრესირებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს მრავალფეროვან ეგზოგენურ/გარემოს ფაქტორებს, არ არსებობს დიეტასთან და ცხოვრების წესთან დაკავშირებული სპეციფიკური პრევენციული ზომები.

პროსტატის კიბოს PSA ტესტირებაზე დაფუძნებული სკრინინგი ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემაა უროლოგიასა და ონკოლოგიაში.

2017 წელს ევროპის უროლოგთა ასოციაციამ (UAE) ევროპის რადიოთერაპიისა და ონკოლოგიის საზოგადოებასთან (ESRO) და გერიატრიული ონკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (SIOG) თანამშრომლობით შეიმუშავა სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს შემდეგ რეკომენდაციებს CP სკრინინგისა და PSA ტესტის გამოყენებისთვის:

  • PSA ტესტირება ტარდება პაციენტებთან შესაბამისი კონსულტაციის შემდეგ (განიხილება სარგებელი და რისკები);
  • CP-ის ადრეული გამოვლენის სტრატეგია და დრო, რომლის განმავლობაშიც ხორციელდება მონიტორინგი, ადაპტირებულია ინდივიდუალური რისკის მიხედვით;
  • ადრეული PSA ტესტირება ინფორმირებული გადაწყვეტილების საფუძველზე უტარდებათ: 50 წელზე მეტი ასაკის მამაკაცებს; 45 წელზე მეტი ასაკის მამაკაცებს CP-ის ოჯახური ანამნეზით; 40 წლის მამაკაცებს წინა PSA მნიშვნელობებით > 1ნგ/მლ; 60 წლის მამაკაცებს წინა PSA მნიშვნელობებით > 2 ნგ/ მლ;
  • ასაკი, როდესაც ჩერდება PSA ტესტირება, განისაზღვრება პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობითა და მისი მდგომარეობით;
  • PSA მნიშვნელობის ინტერპრეტირება ხდება ასაკის მიხედვით; მას უფრო მაღალი პროგნოზული მნიშვნელობა აქვს CP-ის შემთხვევაში, ვიდრე რექტალურ პალპაციას ან ტრანსრექტალურ ულტრაბგერას;
  • პაციენტებში, PSA მნიშვნელობებით 4-დან 10 ნგ/მლ-მდე და ნეგატიური რექტალური გამოკვლევით, შეიძლება განისაზღვროს თავისუფალი-PSA იგივე შრატიდან და გამოითვალოს მთლიანი freePSA/PSA თანაფარდობა. ნაჩვენებია, რომ დამატებითი ტესტირება ამცირებს არასაჭირო ბიოფსიების რაოდენობას.

პაციენტებში CP-ის დიაგნოზით, PSA-ს აქვს განსხვავებული მნიშვნელობა დაავადების სტადიების მიხედვით. ლოკალიზებულ ფორმებში PSA კორელაციაშია სიმსივნის სტადიასთან და ხარისხთან, ხოლო მეტასტაზური დაავადების დროს PSA აღწევს ბევრად უფრო მაღალ მნიშვნელობებს ლოკალიზებულ დაავადებასთან შედარებით. თერაპიის დაწყების დროს PSA-ს მომატებული დონე დაკავშირებულია რეციდივის მაღალ რისკთან.

PSA ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროსტატის კიბოს მონიტორინგში მის სხვადასხვა სტადიაზე: მეთვალყურეობა, თერაპიული მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, პროგნოზისა და მკურნალობის ეფექტურობის შეფასება (ქირურგიული, ჰორმონალური). ლოკალიზებული CP-ის პირველადი მკურნალობის შემდეგ, რეციდივი ხდება შემთხვევების 20-30%-ში, ამიტომ PSA-ს რუტინული მონიტორინგი ტარდება 3, 6 და 12 თვეში; შემდეგ ყოველ 6 თვეში; მე-3 წლის შემდეგ PSA განისაზღვრება წელიწადში ერთხელ. რადიოთერაპიის შემდეგ, PSA-ს დონე ნელ-ნელა იკლებს მინიმუმამდე რამდენიმე თვის შემდეგ.

თავისუფალი PSA არ იძლევა შესაბამის კლინიკურ ინფორმაციას პროსტატის კიბოს მონიტორინგისას, ამიტომ ამ მიზნით ტესტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

  • საჭიროა ვენური სისხლი. ანალიზის გაკეთებამდე 24 საათის განმავლობაში, პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ეაკულაციისგან.
  • ალკოჰოლის მიღებიდან 48 საათის გასვლის შემდგომ.
  • სისხლის სინჯები უნდა იქნას აღებული დილით, უროლოგიური მანევრების წინ და პროსტატის ანთებითი დაავადების (პროსტატიტის) განკურნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. CP სკრინინგის შემთხვევაში, რეკომენდებულია უროლოგთან კონსულტაცია რისკების შეფასების მიზნით.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button