Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ვიტამინი B12 | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც: კობალამინი
SKU: 1083

42.30

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ვიტამინი B12 მიეკუთვნება კობალტის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჯგუფს – კობალამინებს. მათ შორისაა თავად ციანკობალამინი (B12 ვიტამინი), ჰიდროქსიკობალამინი და ვიტამინი B12-ის ორი კოენზიმური ფორმა: მეთილკობალამინი და 5-დეოქსიადენოზილკობალამინი.

ვიტამინი B12 არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში, უჯრედულ მეტაბოლიზმში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებასა და დნმ-ის წარმოებაში.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • მაკროციტული ანემიების დიფერენციალური დიაგნოზი;
  • ჰიპერჰომოცისტეინემია;
  • თრომბოზის მქონე პაციენტები;
  • ქრონიკული ანთებითი დაავადებები და წვრილი ნაწლავის ანატომიური მანკები, ატროფიული გასტრიტი;
  • გასტრექტომია;
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
  • ტერმინალური თეძოს ნაწლავის დაავადებები (კრონის დაავადება, ლიმფომა, რეზექცია);
  • B12 ვიტამინის დეფიციტის თანდაყოლილი ფორმების დიაგნოსტიკა;
  • მდგომარეობის მონიტორინგი მკაცრი ვეგეტარიანული დიეტისას.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

B12 ვიტამინის გაზრდილი კონცენტრაცია:

  • ღვიძლის დაავადებები (მწვავე ჰეპატიტი, ციროზი, ღვიძლის კომა, მეტასტაზები ღვიძლში);
  • თირკმლის უკმარისობა;
  • გულის უკმარისობა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • მიელოპროლიფერაციული დაავადებები (მწვავე და ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია, ერითრომიელოზი, მონოციტური ლეიკემია, ლიმფოციტური ლეიკემია);
  • B12 ვიტამინით მკურნალობა.
  • ცილის დეფიციტი.

B12 ვიტამინის შემცირებული კონცენტრაცია:

ვიტამინის არასაკმარისი რაოდენობით მიღება:

  • მკაცრი ვეგეტარიანული დიეტა;
  • დიეტა ფენილკეტონურიის დროს;
  • ვიტამინის დაბალი შემცველობა დედის რძეში;

მალაბსორბცია კუჭის ლორწოვან გარსში შინაგანი ფაქტორის დეფიციტის გამო:

  • პერნიციოზული ანემია;
  • ტოტალური გასტრექტომია;
  • კუჭის ლორწოვანი გარსის ტოქსიური დაზიანება ქრონიკული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს;

ვიტამინ B12-ის და/ან ფოლიუმის მჟავის შეწოვის დარღვევა:

  • ცელიაკია;
  • კუჭის, წვრილი ნაწლავის რეზექცია;
  • Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექცია;
  • ქრონიკული ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, დისბიოზი, ქრონიკული ენტერიტი);
  • წვრილი ნაწლავის ანატომიური მანკები;
  • აქლორჰიდრია (ატროფიული გასტრიტი, პირველადი ჰიპოთირეოზი, აივ ინფექცია);
  • პარაზიტული ინვაზიები;
  • ინფილტრაციული დაავადებები;
  • ილეუმის სხივური თერაპია (ლიმფომები, სკლეროდერმია);
  • ალცჰაიმერის დაავადება;

კობალამინის მეტაბოლიზმის მემკვიდრეობითი დარღვევები:

  • ტრანსკობალამინის დეფიციტი;
  • ვიტამინ B12-ის მემკვიდრეობითი შერჩევითი მალაბსორბცია;
  • მემკვიდრეობითი პერნიციოზული ანემია.

დამატებითი ინფორმაცია

ციანკობალამინი აუცილებელია ერითროციტების ნორმალური მომწიფებისთვის, ის მოქმედებს როგორც კოენზიმი ნუკლეინის მჟავების – დნმ-ის და რნმ-ის, და მეთიონინის სინთეზში. მეთიონინი აუცილებელია ფოლიუმის მჟავას სინთეზისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ნორმობლასტური ტიპის ჰემატოპოეზს.

ციანოკობალამინი უზრუნველყოფს ლიპოპროტეინების სინთეზს მიელინის ქსოვილში და ასევე, გლუტათიონის სინთეზს (აქედან გამომდინარე, მის დეფიციტს თან ახლავს პერნიციოზული ანემიის, ნეიტროპენიის და ნევროლოგიური დარღვევების განვითარება).

სპეციფიური ტრანსკობალამინ II გადამტანი ცილა ახორციელებს კობალამინების ტრანსპორტირებას სისხლის პლაზმაში. ტრანსკობალამინი-კობალამინის კომპლექსს ეწოდება ჰოლოტრანსკობალამინი (HoloTC) ან აქტიური ვიტამინი B12. HoloTC შეადგენს სისხლში მოცირკულირე ვიტამინი B12-ის მხოლოდ 10-30%-ს, თუმცა წარმოადგენს ვიტამინი B12-ის ერთადერთ ფორმას, რომელიც შეიძლება შეიწოვოს სხეულის უჯრედების მიერ.

ჰოლოტრანსკობალამინის (აქტიური ვიტამინი B12) განსაზღვრას რამდენიმე უპირატესობა აქვს:

  • პირველი ადრეული მარკერი, რომელიც მიუთითებს B12 ვიტამინის ადრეულ დეფიციტზე, ხანმოკლე ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო;
  • შეიცავს ბიოლოგიურად ხელმისაწვდომ ვიტამინ B12-ს;
  • აქტიური ვიტამინ B12-ის დაბალი დონე მიუთითებს ვიტამინ B12-ის დეფიციტზე, თუმცა მთლიანი ვიტამინ B12-ის დონე შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში;
  • უზრუნველყოფს B12 ვიტამინის მიწოდებას ყველა უჯრედისთვის სპეციალური რეცეპტორების მეშვეობით;

ვიტამინი B12 არ წარმოიქმნება ორგანიზმში და ამიტომ უნდა იქნას მიღებული საკვებით. ვიტამინს შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, მაგ. რძე, ყველი, კვერცხი, ხორცი, მიდიები და კიბოსნაირები.

ვიტამინი B12 შეიწოვება თეძოს ნაწლავის დისტალურ ნაწილში, ამ შემთხვევაში შეწოვის წინაპირობაა მისი დაკავშირება შინაგან ფაქტორთან – კუჭის მიერ გამოყოფილ გლიკოპროტეინთან.

ვიტამინ B12-ის შეწოვა ჩვეულებრივ დამოკიდებულია: 1) კუჭში შინაგანი ფაქტორის სეკრეციაზე; 2) დისტალური ნაწლავის ლორწოვანი გარსის მთლიანობაზე; 3) პლაზმაში ტრანსკობალამინის არსებობაზე საკმარისი რაოდენობით; 4) ნაწლავის მიკროფლორის მდგომარეობაზე (ზოგიერთმა ბაქტერიამ შეიძლება ხელი შეუშალოს შეწოვას, ვინაიდან ვიტამინი აუცილებელია მათი სასიცოცხლო აქტივობისთვის). ნაწლავში არასაკმარისი შეწოვა არის ვიტამინ B12-ის დეფიციტის მთავარი მიზეზი.

საკვებიდან B12 ვიტამინის არასაკმარისი მიღება ხდება ხანდაზმულებში და ვეგეტარიანელებში.

ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავას შედარებითი დეფიციტი შეიძლება განვითარდეს ორსულობის დროს, ამ ვიტამინებზე ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების გამო.

ვიტამინ B12-ის დეფიციტმა, მკურნალობის გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს ანემია, ადვილად დაღლა, კუნთების სისუსტე, ნაწლავებისა და კუჭის პრობლემები, ნერვების დაზიანება და განწყობისა და კოგნიტური ფუნქციის ცვლილება.

 

როგორ უნდა მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სასურველია უზმოდ ყოფნა.

ტესტის ჩატარება მიზანშეწონილია B12 ვიტამინის შესაძლო ინექციამდე.

რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button