ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾250.00
კლობაზამი ფართო სპექტრის ანტიკონვულსანტია რომელიც გამოიყენება არაერთი ეპილეფსიური სინდრომის სამკურნალოდ და შაკიკის პროფილაქტიკისთვის.
კლობაზამი ბლოკავს პოტენციალ-დამოკიდებულ ნატრიუმის არხებს, აძლიერებს გამა-ამინოერბოს მჟავას (GABA) აქტივობას რითაც თრგუნავს გლუტამატის რეცეპტორებს და ფერმენტ კარბო-ანჰიდრაზას აქტივობას – რითაც ახორციელებს ანტიეპილეფსიურ და შაკიკის საწინააღმდეგო ეფექტს.
კლობაზამი ხასიათდება კარგი შეწოვით, ცილებთან ნაკლები ბმით და მინიმალური ღვიძლშიდა მეტაბოლიზმით. ორგანიზმიდან ელიმინირდება თირკმლის მიერ, შარდთან ერთად გამოიყოფა თითქმის უცვლელი სახით.
კლობაზამი გავლენას პრაქტიკულად არ ახდენს პლაზმაში სხვა ანტიკონვულსანტების კონცენტრაციაზე, გარდა ფენიტოინისა რომლის კონცენტრაცია შრატში, კლობაზამის თანაარსებობისას იზრდება.
ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი თავის მხრივ აქვეითებს პლაზმაში კლობაზამის კონცენტრაციას.
კლობაზამთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტებიდან ყველაზე ხშირია: წონის კლება, მადის დაქვეითება, თავბრუხვევა, კოორდინაციის დარღვევა, მეხსიერების დარღვევები და პარესთეზია (მგრძნობელობის ცვლილებები).
პაციენტის მომზადება
რეკომენდებულია საკვლევი ნიმუშის აღება მედიკამენტის დანიშნული დოზის მიღებამდე
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |