ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾110.00
კალციტონინი არის პოლიპეპტიდური ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა ფარისებრი ჯირკვლის პარაფოლიკულური C უჯრედების მიერ (მათ ასევე უწოდებენ კალციტონინის უჯრედებს). კალციტონინის ძირითადი მოქმედებაა ძვლის რეზორბციის (განლევის) შეჩერება. იგი ამ ეფექტს აღწევს ოსტეოკლასტების რაოდენობისა და აქტივობის რეგულირებით.
კალციტონინი წარმოიქმნება სისხლის შრატში კალციუმის მომატების საპასუხოდ, რითაც რეგულირდება შრატში კალციუმის დონე და კონცეტრაციის ცვალებადობა. ამასთან, მისი როლი კალციუმის რეგულირებაში უმნიშვნელოა პარათირეოიდულ ჰორმონთან შედარებით. ამიტომ, იგი იშვიათად გამოიყენება PTH-თან და ვიტამინ D3– თან ერთად კალციუმის ჰომეოსტაზის დარღვევების შესწავლაში.
კალციტონინი არის სიმსივნის სპეციფიური და მგრძნობიარე მარკერი. ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებიდან წარმოქმნილი ავთვისებიანი სიმსივნეები (ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომა), ჩვეულებრივ, გამოყოფენ კალციტონინის მომატებულ რაოდენობას. ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომა იშვიათი ავთვისებიანი სიმსივნეა, მისი განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს გენეტიკურ-ოჯახურ წინასწარგანწყობასთან, ან შეიძლება სპონტანური მუტაციის შედეგი იყოს. მისი დიაგნოზირებისა და მონიტორინგის მთავარი მარკერი არის კალციტონინი.
სისხლის შრატში კალციტონინის კონცენტრაცია ახალშობილებში მაღალია, ბავშვებში სწრაფად მცირდება და ამის შემდეგ შედარებით სტაბილურია. ზოგადად, შრატის კალციტონინის კონცენტრაცია უფრო მაღალია მამაკაცებში.კალციტონინის დონე შეიძლება გაიზარდოს თირკმლების ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში და ასევე სხვა მდგომარეობების დროს, როგორიცაა ჰიპერპარათირეოიდიზმი, ლეიკემია, მიელოპროლიფერაციული დარღვევები, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, ფილტვების მცირე უჯრედოვანი კიბო, ფილტვის კიბო, სხვა სიმსივნეები.
კალციტონინის ტესტირება რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დროს, რომელიც საწყის ეტაპზე ჩვეულებრივ არ იწვევს რაიმე კლინიკურ გამოვლინებას. როდესაც ფარისებრი ჯირკვლის კიბო იზრდება, მან შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
ვენური სისხლი
კალციტონინის დაბალი დონე ნიშნავს, რომ სიმპტომები ნაკლებად სავარაუდოა ფარისებრი ჯირკვლის C-უჯრედული ჰიპერპლაზიის ან ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომის გამო.
კალციტონინის გაზრდილი კონცენტრაცია ნიშნავს, რომ ამ ჰორმონის გადაჭარბებული რაოდენობით წარმოება ხდება. კალციტონინის მნიშვნელოვნად მომატებული დონე არის C- უჯრედული ჰიპერპლაზიის ან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მყარი მაჩვენებელი. თუმცა, ზუსტი დიაგნოზის დასადგენად საჭიროა სხვა პროცედურები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსია, სკანირება და ულტრაბგერა.
კალციტონინის დონე ჩვეულებრივ იზრდება ახალშობილებში. ეს მაჩვენებელი ხშირად მომატებულია ლეიკემიური და მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს. კალციტონინი ასევე შეიძლება წარმოქმნას ფილტვების სიმსივნეებმა. კალციტონინის მატება ასევე ახასიათებს ჰიპერპარათირეოიდიზმს, ჰიპერგასტრინემიას, თირკმლების უკმარისობას და ქრონიკულ ანთებით დაავადებებს.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები