ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾50.00
კომპლემენტის სისტემა იმუნური სისტემის ნაწილია და მონაწილეობს მიკრობების და დაზიანებული უჯრედების მოცილებაში. ის ანტისხეულებთან და ფაგოციტებთან ერთად ფუნქციონირებს და ქმნის კომპლემენტის კასკადს, რადგან კასკადური რეაქციები ირთვება კომპლემენტის გაქტივებისას. კომპლემენტის სისტემა წარმოადგენს იმუნიტეტის ფრონტის ხაზს პათოგენებთან ბრძოლაში.
კომპლემენტის c1q კომპონენტი 400კდა მოლეკულური წონის მქონე ცილაა, რომელიც შედგება სამი მოლეკულისგან, C1q, C1r and C1s, რომლებიც არაკოვალენტური ბმით უკავშირდება ერთმანეთს და Ca2+ იონებს. c1q გლობულარული დომენით ურთიერთქმედებს IgG და IgM-ის სპეციფიკურ დომენებთან და წარმოქმნის იმუნურ კომპლექსებს. C1q არ აქვს პროტეაული აქტივობა.
ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსის ჩამოყალიბების შემდეგ c1q კონფორმაციულ ცვლილებას განიცდის, რაც იწვევს c1-ინჰიბიტორი (მაბლოკირებელი) ცილის ჩამოშორებას და c1r მოლეკულის გააქტივებას.
ისთი მოლეკულები, როგორებიცაა: c-რეაქტიული ცილა, β-ამილოიდი, ჰეპარინი, ზოგიერთი გრამ-ნეგატიური ბაქტერია, ვირუსები, მიკოპლაზმები, უჯრედული კომპონენტები – დნმ, მიტოქონდრიული მემბრანა, ციტოჩონჩხის ფილამენტები და სხვა, ასევე ფლობენ კომპლემენტის გააქტივების უნარს.
კომპლემენტის c1-c4 კომპონენტების თანდაყოლილი დეფიციტი იწვევს იმუნური კომპლექსების მოცილებისთვის საჭირო პეპტიდების, კერაში ნეიტროფილების მოზიდვის და კატალიზური აქტივობის დაწყების უკმარისობას. ასეთ პაციენტებში მაღალია ინფექციების რისკი ინკაფსულირებული მიკროორგანიზმებით და შესაძლოა ასევე აუტოიმუნური დაავადების განვითარებაც.
C1 კომპლემენტის დეფიციტის სადიაგნოსტიკოდ
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერალური ნორმა: 160 – 310 მგ/ლ
კომპლემენტის კომპონენტების დაბალი მაჩვენებელი ახასიათებს შეძენილ, თანდაყოლილ დეფიციტებს ან აუტოიმუნური დაავადებების შედეგად კომპლემენტის დიდი ოდენობით შთანთქმას.
C1 კომპლემენტის მემკვიდრული დეფიციტი იშვიათია. მისი დეფიციტი დაკავშირებულია დაავადებებთან, რომლებსაც იმუნური კომპლექსების წარმოქმნა ახასიათებს, როგორებიცაა: სისტემური წითელი მგლურა, პოლიმიოზიტი, გლომერულონეფრიტი და შონლაინ-ჰენოხის პურპურა.
სისტემური წითელი მგლურა ყველაზე მეტად ხასიათდება c1 ცომპლემენტის დეფიციტით. დაავადების კლინიკური გამოვლინება კომპლემენტის დეფიციტის ხარისხთან არ კორელირებს.
C1 კომპლემენტის დაბალი მაჩვენებელი ასევე ახასიათებს მდგომარეობებს იმუნოგლობულინების ანომალური ტიტრით (ბრუტონის ჰიპოგამაგლობულინემია, მწვავე იმუნოდეფიციტი და სხვა).
კომპლემენტის ცილების დონე შრატში იზრდება ანთებითი და ინფექციური პროცესების ფონზე. პათოლოგიური პროცესის დასრულების შემდეგ მაჩვენებლები ნორმალიზდება.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია