ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾120.00
პათოგენეზი
დაავადება ვრცელდბა ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, ადამიანიდან ადამიანზე. დაავადებული ადამიანი ყველაზე გადამდებია დასნებოვნების ადრეულ სტადიაზევე. ბაქტერიის კოლონიზაცია ხდება მხოლოდ სასუნთქი სისტემის ლორწოვანის წამწამოვან უჯრედებში და ძალიან სწრაფად მრავლდება. ინფექციის გადატანა ტოვებს მყარ იმუნიტეტს, თუმცა მექანიზმი ბოლომდე დადგენილი არ არის. იმუნური პასუხის განვითარებაში მონაწილეობს როვორც სპეციფიკური ისე არასპეციფიკური იმუნური უჯრედები. არავაქცინირებულ შემთხვევებში მაღალია გართულებების რისკი. ხდება სპეციფიკური IgA gamoyofa, daavadebis dasadastureblad.
დიაგნოსტიკა
B pertussis კულტივირდება როგორც Bordet-Gengou- მოდიფიცირებულ ნიადაგში, ცხენის სისხლის აგარზე ან ბულიონში, ასევე ხორციელდება პჯრ-ით მისი იდენტიფიკაცია. მოცირკულირე ანტისხეულები სისხლში ჩნდება დაავადებიდან მესამე კვირაზე და პიკს აღწევს მე-8-10 კვირაზე. ანტისხეულების გამოყოფა ხდება ფერმენტთან დაკავშირებული იმუნოსორბენტული კვლევით.
მკურნალობა
მკურნალობისთვის გამოიყენება მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, რომლებიც მართალია ინფექციის მიმდინარეობაზე გავლენას ვერ ახდენს, თუმცა ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას 10-დან 5 დღემდე. მთლიანუჯრედული ვაქცინა ეფექტურია, თუმცა რადგან ხშირად იწვევს ტოქსიკურ ეფექტებს, ამისთვის გამოიყენება ყივანახველის არაუჯრედული ვაქცინა – ანატოქსინით.
Bordetella Pertussis ყივანახველას გამომწვევი გრამ-უარყოფითი, აერობული ბაქტერიაა. წარმოქმნის ტოქსინებს. იწვევს ზედა სასუნთქი გზების ინფექციას სპაზმური ხველით. ლეიკო-ლიმფოციტოზი დამახასიათებელია მწვავე პერიოდში. საშიში გართულებაა ბრონქოპნეუმონია და მწვავე ენცეფალოპათია. Bordetella Parapertusis ყივანახველის გამომწვევია, უფრო მსუბუქი მიმდინატეობით.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები