Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

სისხლის საერთო ანალიზი & ედს-ი

ცნობილი როგორც:Blood Common and EDS
SKU: 4018

19.80

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

სისხლის საერთო ანალიზი გამოიყენება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად. ის ასევე შეიძლება იყოს დიაგნოზის მაჩვენებელი მრავალი დაავადების შემთხვევაში, როგორიცაა ანემია, ანთებითი მდგომარეობები, ლეიკემია და სხვა.

ერითროციტების დალექვის სიჩქარე – ედს-ი (ESR) – პირდაპირპროპორციულია ერითროციტების მასის, ერითროციტებისა და პლაზმის სიმკვრივის სხვაობის და უკუპროპორციულია პლაზმის სიბლანტისა. ლეიკოციტოზთან და ლეიკოციტების ფორმულის შესაბამის ცვლილებებთან ერთად, გაზრდილი ედს-ი არის ორგანიზმში ინფექციური და ანთებითი პროცესების არსებობის საიმედო ნიშანი. აუტოიმუნური დაავადებების დროს ედს-ის გაზომვა საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ დაავადების ეტაპი (გამწვავება ან რემისია), შევაფასოთ მისი აქტივობა და მკურნალობის ეფექტურობა. ამასთან, ედს– ის მომატება არ არის ამა თუ იმ დაავადების სპეციფიური მაჩვენებელი. ამის მიუხედავად, პათოლოგიაში მის ცვლილებებს აქვს დიაგნოსტიკური და პროგნოზული მნიშვნელობა და შეიძლება მკურნალობის ეფექტურობის მაჩვენებელი გახდეს.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

სისხლის საერთო ანალიზი მოწოდებულია როგორც პროფილაქტიკური, ასევე სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკის მიზნით – ეჭვი ინფექციურ დაავადებებზე, ანთებაზე, შიდა სისხლდენაზე, ჰიპერემიაზე ან ანემიაზე, ჰემორაგიულ დიათეზზე; გამოიყენება სისხლის დაავადებების კონტროლისა და დიაგნოსტიკისთვის.

  • თუ თქვენ უჩივით ზოგად სისუსტეს, დაღლილობას, ტემპერატურის მომატებას, ანთებას, სისხლდენას და სხვა. სისხლის საერთო ანალიზი დაგეხმარებათ ამ სიმპტომების გამომწვევი მიზეზის დადგენაში.
  • დაავადების მონიტორინგი. თუ თქვენ დაგიდგინდათ ისეთი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის უჯრედების რაოდენობაზე, ეს ტესტი ინფორმატიულია დაავადების პროგრესირების დასადგენად.
  • მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი. თუ თქვენ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის უჯრედების რაოდენობაზე და საჭიროა მათი კონტროლი.

სისხლის გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ. ეს მარტივი ტესტი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მრავალი დაავადების განვითარება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ტესტის შედეგების ინტერპრეტაცია ემყარება მოცემული ლაბორატორიის -„სინევოს“ რეფერენსულ მაჩვენებლებს (საცნობარო დიაპაზონს), რადგან სხვადასხვა ლაბორატორიაში პარამეტრების განსასაზღვრად შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მეთოდი.

ანალიზის შედეგების ინტერპრეტაციისას გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი, სქესი, მიღებული მედიკამენტები და პათოლოგიური მდგომარეობები. სისხლის საერთო ანალიზის პარამეტრები ძირითადად კავშირშია ერთმანეთთან და მათი ინტერპრეტაცია, როგორც წესი ხდება ერთად:

სისხლის წითელი უჯრედების/ერითროციტების რაოდენობა, ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი – ეს სამი ინდიკატორი ერთმანეთთან მჭირდო კავშირშია, რადგან ისინი განსაზღვრავენ სისხლის წითელი უჯრედების ინდივიდუალურ ასპექტებს. თუ ამ პარამეტრების გამოკვლევამ აჩვენა შემცირება, ეს, სავარაუდოდ, ანემიაზე მიუთითებს, მაგრამ რადგან არსებობს ანემიის სხვადასხვა სახეობა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებითი ტესტები ანემიის ტიპის დასადგენად – მაგალითად, რკინა დეფიციტური ან მეგალობლასტური ანემიების დიაგნოსტიკისათვის შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ტესტი რკინასა და ვიტამინ B12–ზე. ანემია შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს სისხლის დაკარგვით ან სხვა მიზეზებით. მომატებული ერითროციტების რაოდენობა, ჰემატოკრიტი და ჰემოგლობინი შეიძლება მიუთითებდეს პოლიციტემიაზე ან მდგომარეობებზე, რომლებიც აზიანებენ გულის კუნთს.

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა:

  • ლეიკოციტების შემცირებული რაოდენობა შეიძლება ასოცირებული იყოს აუტოიმუნურ დაავადებასთან, რომელიც ანადგურებს მათ, ძვლის ტვინის პრობლემებთან ან სიმსივნურ დაავადებებთან. სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება. სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება შეიძლება იყოს ინფექციის ან ანთების ნიშანი. გარდა ამისა, შეიძლება მიუთითებდეს ძვლის ტვინის ან იმუნური სისტემის დაავადებაზე. მაღალი დონე ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენების შედეგი.
  • ნეიტროფილების რაოდენობის მომატება შეიძლება დაკავშირებული იყოს სეფსისთან, ქსოვილის ნეკროზთან, ქრონიკულ ანთებით დაავადებებთან, როგორებიცაა -რევმატოიდული ართრიტი, ვასკულიტი, პანკრეატიტი და სხვა. მათი დონის შემცირება შეიძლება ასოცირებული იყოს სეპტიცემიასთან, იმუნური სისტემის დათრგუნვასთან ან გარკვეული პრეპარატების გამოყენებასთან.
  • ლიმფოციტების რაოდენობის მომატება შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსული ინფექციების, ქრონიკული ინფექციების, ვასკულიტის, ასევე ნეოპლასტიური პროცესის – ლეიკემიის, ზოგიერთი ტიპის ლიმფომის და სხვათა გამო. მათი დონის შემცირება შეიძლება ასოცირებული იყოს იმუნოდეფიციტის სინდრომებთან, შიდსთან, წითელ მგლურასთან და სხვა.
  • მონოციტების რაოდენობის მომატება – ყველაზე ხშირად ბაქტერიული ინფექციებით არის განპირობებული. მათი დონის შემცირება აღინიშნება კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას, აპლასტიური ანემიის დროს და სხვა.
  • ეოზინოფილების რაოდენობის მატებას იწვევს ალერგიული დაავადებები, როგორიცაა ასთმა, ატოპიური დერმატიტი, საკვებისმიერი ალერგია, სიმსივნური და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები. მათი დონის შემცირება ხშირად ასოცირდება კუშინგის სინდრომთან ან გარკვეული მედიკამენტების გამოყენებასთან.
  • ბაზოფილების რაოდენობის მომატება ასოცირდება ალერგიულ დაავადებებთან, სისტემურ მიელოპროლიფერაციულ სინდრომებთან, ჰიპოთირეოზთან და სხვა. მათი დონის შემცირება დაკავშირებულია ინფექციური პროცესის მწვავე ფაზასთან, ჰიპერთირეოზთან, თანდაყოლილ დაბალ დონესთან და სხვა.

თრომბოციტების რაოდენობა – როგორც მაღალი, ისე დაბალი დონე დაავადების ნიშანია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მათ რიცხვში გადახრებია, მიზეზის დასადგენად დამატებითი ტესტებია საჭირო. ეს მდგომარეობები შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, აუტოიმუნური, გარკვეული მედიკამენტების მიღების ან ქირურგიული პროცედურების შედეგი.

დამატებითი ინფორმაცია

„სინევოს“ ლაბორატორიაში სისხლის საერთო და ედს-ის ანალიზი კეთდება ერთად და გულისხმობს სისხლის 20 მორფოლოგიური პარამეტრისა და ერითროციტების დალექვის სიჩქარის ანუ ედს-ის შემოწმებას.

ეს პარამეტრებია:

1. ლეიკოციტების/სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა (WBC) – სხეულის დამცველობითი ფუნქცია, ებრძვიან ინფექციებს.

2. ერითროციტების/სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა (RBC) – ჟანგბადის ტრანსპორტირების ფუნქცია ქსოვილებსა და ორგანოებში.

3. ჰემოგლობინის კონცენტრაცია (HGB) – სისხლის წითელ უჯრედებში არსებული ჟანგბადის გადამტანი ცილა.

4. ჰემატოკრიტი (HCT) – სისხლის წითელი უჯრედების მოცულობის შეფარდება სისხლის პლაზმის მოცულობასთან.

ერითროციტული ინდექსები:

5. ერითროციტების საშუალო მოცულობა (MCV) – მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელიც გვიჩვენებს სისხლის წითელი უჯრედების ზომას; ერითროციტების, ნორმასთან შედარებით უფრო დიდი ან პატარა ზომა შეიძლება მიუთითებდეს სპეციფიურ დაავადებაზე.

6. ერითროციტებში ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა (MCH) – გვიჩვენებს ჰემოგლობინის საშუალო რაოდენობას, რომელსაც შეიცავს ერითროციტი; ინტერპრეტაცია ხდება MCV და MCHC ინდიკატორებთან ერთად;

7. ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია ერითროციტებში (MCHC) – ჰემოგლობინის კონცენტრაცია ერითროციტების გარკვეულ მოცულობაში;

8. ერითროციტების განაწილების ფართი (RDW) – ეს არის ე.წ. ერითროციტების დევიაცია მოცულობის შესაბამისად.

თრომბოციტების მაჩვენებლები:

9. თრომბოციტების რაოდენობა (PLT) – მონაწილეობენ სისხლის შედედების პროცესში.

10. თრომბოციტების საშუალო მოცულობა (MPV) – ასახავს თრომბოციტების საშუალო ზომას;

ლეიკოციტური ფორმულა (ლეიკოგრამა):

11. ნეიტროფილები % (NEUT %);

12. ლიმფოციტები % (LYMPH %);

13. მონოციტები % (MONO %);

14. ეოზინოფილები % (EO %);

15. ბაზოფილები % (BASO %);

16. ნეიტროფილების აბსოლუტური მაჩვენებელი (NEUT Abs),

17. ლიმფოციტების აბსოლუტური მაჩვენებელი (LYMPH Abs),

18. მონოციტების აბსოლუტური მაჩვენებელი (MONO Abs),

19. ეოზინოფილების აბსოლუტური მაჩვენებელი (EO Abs),

20. ბაზოფილების აბსოლუტური მაჩვენებელი (BASO Abs).

ტესტი გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას ისეთი დაავადებების დიაგნოზთან დაკავშირებით, როგორიცაა ინფექციური მონონუკლეოზი, სხვა ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული დაავადებები, აგრეთვე ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევები.

 

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

სისხლის ლაბორატორიული ტესტების ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი პირობაა დილით უზმოდ ყოფნა.

გამოკვლევამდე 8-12 საათის განმავლობაში უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა, საკვების მიღება და ფიზიკური დატვირთვა.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

https://www.synevo.bg/palna-kravna-kartina/

ლაბორატორიები
Call Now Button