ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾170.00
NT-proBNP N-ტერმინალური პრო B-ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი
უახლესი განმარტებით გულის უკმარისობა არის მდგომარეობა, რომლის განვითარება დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის სტრუქტურულ ან ფუნქციურ პათოლოგიასთან. მდგომარეობა მოიცავს აღნიშნული სიმპტომებიდან/ნიშნებიდან ერთს მაინც: ნატრიურეზული ფაქტორის დონის მატება შრატში, ფილტვის ან გულის შეგუბებითი უკმარისობის ჰემოდინამიკური ან/და ვიზუალიზაციური მტკიცებულების არსებობა, მოსვენების ან დატვირთვის დროს.
გულის უკმარისობის ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება ხშირად გაძნელებულია, რადგან ამ ეტაპზე გამოხატული სიმპტომები: დისპნოე (სუნთქვის უკმარისობა), სისუსტე და პერიფერიული შეშუპება – არასპეციფიკური ნიშნებია. დიაგნოსტირება კიდევ უფრო გართულებულია ხანდაზმულებში და მსუქან ადამიანებში. გულის ულტრაბგერითი კვლევა ყველაზე გავრცელებული მეთოდია ამ დროს. კარდიული ბიომარკერები დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების შესაძლებლობას იძლევა.
ნატრიურეზული პეპტიდების კლინიკური მნიშვნელობა დიდი ხანია დადასტურებულია. ისინი წარმოადგენენ მოლეკულების ოჯახს, რომელიც წარმოდგენილია ANP – A ტიპის (წინაგულოვანი), BNP – B ტიპის (ტვინის) და CNP – C ტიპის ნატრიურეზული პეპტიდებით. მათი როლი მდგომარეობს მოცირკულირე სისხლის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში. ANP და BNP გავლენას ახდენს წყალ-ელექტროლიტურ ბალანსზე.
A ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი ANP სწრაფად გამოიყოფა ცირკულაციაში, მაშინ როცა B ტიპის წარმოქმნა ხდება წინამორბედების სახით (პრე-პრო-BNP და პრო-BNP) და გამოიყოფა პარკუჭის მიოკარდიუმიდან, გახანგრძლივებული პარიეტალური (პარკუჭის კედლის) სტრესის შემდეგ. (პარიეტალური სტრესი ანუ გულის მარცხენა პარკუჭის კედლის სტრესი არის ძალა, მიმართული გულის უჯრედების წინააღმდეგ).
PRO-BNP იშლება ბიოლოგიურად აქტიურ ფორმად – BNP- B ტიპის ნატრიურეზულ პეპტიდად და არააქტიურ NT-probnp-დ.
დადგენილია, რომ BNP (და სესაბამისად NT-pro-BNP) კორელაციაშია მარცხენა პარკუჭოვან უკმარისობასთან.
გულის ტუმბოს ფუნქცია რაოდენობრივად ისაზღვრება მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შეფასებით. ის განისაზღვრება როგორც დარტყმითი მოცულობის თანაფარდება დიასტოლის (პარკუჭის მოდუნების, რელაქსაციის) ბოლოს მარცხენა პარკუჭში დარჩერნილი სისხლის მოცულობასთან.
განდევნის ფრაქციის ნორმალური მაჩვენებელი 50-65% შეადგენს და 50%-ზე ნაკლები გულის დაზიანების მაჩვენებელია.
ნატრიურეზული პეპტიდის, მათ შორის NT-proBNP განსაზღვრა წარმოადგენს გულის უკმარისობის შეფასების ბიომარკერს. მაჩვენებლების მომატება გულის უკმარისობის გაღმავებაზე და სიკვდილიანობის რისკის ზრდაზე მიუთითებს.
რეფერალური ნორმები
<18 წლამდე მონაცემებს კლინიკური ღირებულება არ გააჩნია
18 – 44 წლის – 44 პგ/მლ
45 – 54 წლის – 58 პგ/მლ
65 – 74 წლის – 161 პგ/მლ
> 75 წლის ზემოთ 346 პგ/მლ
როდის ტარდება კვლევა?
N-ტერმინალური პრო B-ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის განსაზღვრა მნიშვნელოვანია ისეთი მდგომარეობების სადიაგნოსტიკოდ, როგორებიცაა:
წინასწარი მომზადება: არ არის საჭირო
საკვლევი ნიმუში: ვენური სისხლი
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |