Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ასკარიდა | ას IgG (შრატი)

ცნობილი როგორც:პარაზიტული ჭიების კვლევა
SKU: 942

180.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ასკარიდა მრგვალი ჭიების – ნემატოდების  ტიპის პარაზიტია,  რომლებიც ცხოვრობს სხვა ორგანიზმების ნაწლავში. ჭიის კვერცხების გავრცელება ფეკალურ-ორალური გზით ხორციელდება და არასათანადო ჰიგიენურ

ასკარიდოზი საკმაოდ გავრცელებულია ტროპიკული და სუბტროპიკული რეგიონების მაცხოვრებლებში, განსაკუთრებით არადამაკმაყოფილებელ სანიტარულ პირობებში.

ასკარიდოზი პირდაპირი გზით ადამიანიდან ადამიანზე არ ვრცელდება. ამისთვის ადამიანს უნდა ქონდეს კონტაქტი განავლოვანი მასებით დაბინძურებულ ნიადაგთან ან წყალთან, რომელიც შეიცავს ასკარიდის კვერცხებს. ადამიანი ასევე შეიძლება დაავადდეს თერმულად  არასაკმარისად დამუშავებული ღორის ან ქათმის ხორცით, რომელიოც შესაძლოა იყოს დაავადებული ასკარიდოზით. მცირეწლოვან ბავშვებში დასნებოვნება შეიძლება მოხდეს ნიადაგტან კონტაქტის შემდეგ ჭუჭყიანი ხელებით, გაურეცხავი ხილით და ბოსტნეულით.

 

ჭიის სასიცოცხლო ცილკი

  • დაბინძურებული ხელებით, საკვებით და წყლით ასკარიდის მიკროსკოპული კვერცხები ხვდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში და იწვევს ინფიცირებას, თუმცა, ამისათვის მანამდე კვერცხებს კონტაქტი უნდა ქონდეს ნიადაგთან.
  • წვრილ ნაწლავში მოხვედრილი კვერცხები, ნაწლავის კედლის გავლით ხვდება სისხლის მიმოქცევაში და ცირკულირებს ორგანიზმში. ფილტვებში მოხვედრისას, მომწიფებული კვერცხები (ლარვები) იჭრება ფილტვის ქსოვილში და იწვევს სასუნთქი გზების დაავადებებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს.
  • ნაწლავში დაბრუნების შემდგომ, პარაზიტი იწყებს ზრდას და გამრავლებას.
  • მდედრ ასკარიდას 200 000 კვერცხის წარმოქმნა შეუძლია დღეში (თუ ნაწლავში ორივე სქესის ჭიაა), რომლებიც გარემოში გამოიყოფა განავლოვან მასებთან ერთად.
  • კვერცხების შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელის ისინი 2-4 კვირის განმავლობაში მოხვდეს ნიადაგში.

ჭიის სიცოცხლის სრული ციკლი – კვერცხიდან ზრდასრულ პერიოდამდე, დაახლოებით 2-3 თვეს მოიცავს. ასკარიდებს ნაწლავში 2 წლამდე შეუძლიათ იცოცხლონ.

 

სიმპტომები

ასკარიდოზი შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.  როდესაც ჭიის მიკროსკოპული ლარვები მოხვდება ნაწლავში, ნაწლავის კედლის გავლით ხვდება სისხლძარღვებში და იწყებს მოძრაობას სისხლის ნაკადთან ერთად. ლარვები შესაძლოა მოხდეს სხვადასხვა ორგანოში.  ლარვების მომწიფება მიმდინარეობს წვრილ ნაწლავში და იწვევს ისეთ სიმპტომებს როგორიცაა:

  • მუცლის ყრუ ტკივილი
  • გულისრევა-ღებინება
  • დიარეა, სისხლიანი მინარევით

თუ ნაწლავში ჭიის დიდი რაოდენობაა, შესაძლოა განვითარდეს:

  • მუცლის მწვავე ტკივილი
  • სისუსტე
  • ღებინება
  • წონის კლება და მალნუტრიცია (საკვების ათვისების დარღვევები)
  • ჭიები პირნაღებ მასაში და განავალში

 

გართულებები

ასკარიდოზის ზომიერი შემთხვევები გართულებებს არ იძლევა. თუ ინფიცირების ხარისხი მაღალია, არსებობს გართულებების რისკი, როგორიცაა:

  • ზრდის შეფერხება – მადის დაქვეიტება და ნაწლავში შეწოვითი პროცესების შეფერხება იწვევს ბავშვის ზრდა-განვითარების ტემპის შენელებას
  • ნაწლავური ბლოკადა – მძიმე ასკარიდოზისას, როდესაც ჭიის დიდი რაოდენობაა ნაწლავში, ამან შესაძლოა მისი სანათურის დახშობა და გაუვალობა გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ ზოგჯერ რთულდება ნაწლავის პერფორაციით (გახვრეტით), სისხლდენით და ინფიცირებით
  • სადინრების ბლოკადა – იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ჭიებმა დაახშოს პანკრეასისა და ღვიძლის გამომტანი სადინრები, რაც მწვავე ტკივილით ვლინდება.

 

დიაგნოსტიკა

ჭიების აღმოჩენა განავლოვან მასებში ან ნახველში ყოველთვის ვერ ხერხდება. ასეთ სიტუაციაში გამოიყენება:

  1. განავლის ანალიზი ჭიის კვერცხების აღმოსაჩენად. ასკარიდას კვერცხები განავალში ჩნდება ინფიცირებიდან არაუადრეს თვენახევრისა
  2. სეროლოგიური ტესტები – ასკარიდოზის დროს იმატებს როგორც ეოზინოფილების რაოდენობა (სისხლის გრანულოციტური უჯრედები, რომლებიც პარაზიტული და ალერგიული პროცესების საპასუხოდ გამოიყოფა). ასკარიდოზის საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტისხეულების IgG აღმოჩენა ადასტურებს დაავადებას

 

მკურნალობა

ასკარიდოზის მკურნალობა მოიცავს ჭიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, რომელთა დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

პრევენცია

  • ჰიგიენური ნორმების დაცვა – ნიადაგთან კონტაქტის, ასევე საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ ხეწლების დაბანა; ხილის და ბოსტნეულის სათანადოდ გარეცხვა მირთმევამდე; ხორცის პროდუქტების თერმულად სრულად დამუშავება
  • მოგზაურობისას ღია გრუნტის წყლების დალევისგან, გაურეცხავი ხილის და ბოსტნეულისგან და Tერმულად დაუმუშავებელი საკვების მირთმევისგან თავის შეკავება.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button