Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ესტრონი (E1) | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ესტრონი 1
SKU: 929

135.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

პლაზმის ესტრონის განსაზღვრა რეკომენდებულია: სქესობრივი მომწიფების დაყოვნების მონიტორინგის და დიაგნოსტიკისათვის (ძირითადად გოგონებში), სასქესო ჰორმონების დარღვევების დიაგნოსტიკისთვის, პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში – მოტეხილობების რისკის შესაფასებლად, ვაგინალური სისხლდების დიაგნოსტიკისთვის  ჰორმონჩანაცვლებითი  თერაპიის საჭიროების განსასაზღვრად, ანტიესტროგენული ტერაპიის მონიტორინგისთვის.

ესტრონი (E1) ესტროგენული ჰორმონების ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც მონაწილეობს მდედრობითი ფენოტიპის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში, სასქესო უჯრედების მომწიფებასა ორსულობაში.  ისინი ასევე ჩართულია  ნერვული სისტემის განვითარების პროცესში, ძვლების მეტაბოლიზმში, სისხლძარღვების ენდოთელიუმის გამართულ ფუნქციონირებაში.  ზრდასრული ქალის ორგანიზმში (არაორსულობისას) ესტროგენები წარმოდგენილია: ესტრონით (E1) და ესტრადიოლით (E2).  მესამე ესტროგენი – ესტრიოლი (E3) – ძირითადად წარმოდგენილია ორსულობისას. მენოპაუზის შემდეგ E1 (ესტრონი) წარმოადგენს მთავარ ესტროგენს, E2 და E3 დონე კი საგრძნობლად მცირდება.

 

ესტროგენები მონაწილეობს  მდედრობითი ფენოტიპის ჩაოყალიბბეასა და შენარჩუნებაში და ორსულობის პროცესის წარმართვაში. მათი როლი მნიშვნელოვანია სხვა პროცესებშიც, როგორებიცაა: ზრდა, ნერვული სისტემის მომწიფება, ძვლების მეტაბოლიზმი და ენდოთელიუმის ფიზიოლოგიური ფუნქციის შენარჩუნება. ზრდასრული ქალის ორგანიზმში (არაორსულობისას) ესტროგენები წარმოდგენილია: ესტრონით (E1) და ესტრადიოლით (E2).  მესამე ესტროგენი – ესტრიოლი (E3) – ძირითადად წარმოდგენილია ორსულობისას. მენოპაუზის შემდეგ E1 (ესტრონი) წარმოადგენს მთავარ ესტროგენს, E2 და E3 დონე კი საგრძნობლად მცირდება.

ესტრადიოლი  ძირითადად წარმოიქმნება საკვერცხეებსა და სათესლეებში ტესტოსტერონის არომატიზაციის გზით. მცირე ოდენობით წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლებში და პერიფერიულ ცხიმოვან ქსოვილში.

ამის საპირისპიროდ ესტრონის ძირიტადი ანწილი წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლებში ანდროსტენდიონის არომატიზაციის გზით.  ესტრონი და ესტრადიოლი შესაძლებელია ერთმანეტში გარდაიქმნას და ასევე შესაძლებელია ორივე მათგანის ინაქტივაცია  ჰიდროქსილირების და კონიუგაციის გზით. ესტრადიოლის მოცირკულირე რაოდენობა არამენოპაუზაში მყოფი, არაორსული ქალების სისხლში 1,5-4-ჯერ მარალია ესტრონთან შედარებით.

ესტრადიოლის დონე მამაკაცებში და პოსტმენოპაუზაში მყოფქალებში ბევრად დაბალია, მაშინ როცა ესტრონის დონე ნაკლებად იცვლება და ეს იწვევს სხვადასხვა პერიოდში ესტრადიოლ/ესტრონის თანაფარდობის მაჩვენებლის ცვლილებას.

ესტრადიოლის დონე მენოპაუზამდელ ქალებში იცვლება მენსტრუალური  ციკლის ფაზების მიხედვით. ადრე ფოლიკულურ ფაზაში მისი დონე დაბალია, ოვულაციამდე 2-3 დღით ადრე  იწყებს მატებას და სწრაფად იმატებს ოვულაციისას და მაქსიმალურ მაჩვებელს აღწევს მალუთეინიზებელი ჰორმონის პიკამდე.  ამას მოსდევს ნელი სემცირება ოვულაციის განმავლობაში. ამის შემდეგ ლუთეინური ფაზის შუა პერიოდამდე კვლავ იმატებს ესტრადიოლი და შემდეგ მინიმუმადე ეცემა მაჩვენებელი, შემდეგ ფოლიკულურ ფაზამდე.

ესტრადიოლის განსაზღვრა ქალის რეპროდუქციული ფუნქციის შეფასების, უნაყოფობის, ოლიგო-ამენორეის და მენოპაუზის შეფასების აუცილებელი ნაწილია. ის ასევე გამოიყენება ოვულაციის მონიტორინგისთვის ინ ვიტრო ფერტილიზაციისათვის მზადებისას.

როდის ჩავიტაროთ კვლევა?

ნაადრევი ან დაგვიანებული სქესობრივი მომწიფებისას (უპირატესად გოგონებში)

სასქესო ჰორმონების მეტაბოლიზმის დარღვევებისას

მოტეხილობის რისკის შესაფასებლად პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის მონიტორინგისას

ანტი-ესტროგენული თერაპიის მონიტორინიგისას

 

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

 

რეფერენტული ნორმები

მამაკაცებში  15-65 პგ/მლ (პიკოგრამი მილილიტრში)

ორსულებში

  • ორსულობის პირველი ტრიმესტრი: 155 – 30.77პგ/მლ
  • ორსულობის მეორე ტრიმესტრი : 408 – 62.15პგ/მლ

ქალებში:

ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას: 48.0 – 342.4 pg/ml

ფოლიკულური ფაზა: 36.1 – 156.5 pg/ml

ლუთეინური ფაზა: 47.3 – 198.1pg/ml

ოვულაციისწინა ფაზა: 57.9 – 255.9 pg/ml

პოსტმენოპაუზა ესტროგენოთერაპიის ფონზე: 50.9 – 487.5

პოსტმენოპაუზა ჰორმონთერაპიის გარეშე: 30.9 – 99.8

 

 

ინტერპრეტაცია

არარეგულარული ციკლი ან ციკლის არარსებობა ესტრადიოლის ნორმალური ან მაღალი მაჩვენებლით და ესტრონის დონის მატებით, შესაძლოა  მიუთითებდეს პოლიკისტური საკვერცხის სინდრომზე, ანდროგენ-მაპროდუცირებელ სიმსივნეებზე, ესტროგენ-მაპროვოცირებელ სიმსივნეებზე.

გინეკომასტია, ან ფემინიზაციის სხვა გამოვლინებები მამაკაცებში, ესტროგენების აბსოლუტური ან შეფარდებითი სიჭარბის შედეგია ანდროგენებთან მიმართებაში. ესტრონისა და ესტრადიოლის მომატების მიზეზები შესაძლოა იყოს:

  • სიმსივნით ან ანდროგენოთერაპიით განპირობებული ანდროგენების სიჭარბე, რასაც ახლავს ესტროგენების სიჭარბეც.
  • სიმსუქნე – ესტრონის ჰიპერპროდუქციით
  • ესტრონის და ესტრადიოლის დასლის პროცესების შეფერხება – ღვიძლის დაავადებებისას
  • ესტროგენ-წარმომქმნელი სიმსივნეები
  • ესტროგენოთერაპია სინთეზური ესტროგენით.

 

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

 

 

https://www.synevo.ro/shop/estrona-e1/

ლაბორატორიები
Call Now Button