Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

გლუტამატ დეკარბოქსილაზას (GAD) საწინააღმდეგო ანტისხეულები

ცნობილი როგორც:გლუტამატ დეკარბოქსილაზას (GAD) საწინააღმდეგო ანტისხეულები
SKU: 9196

110.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

გლუტამატ-დეკარბოქსილაზა (GAD) ფერმენტია, რომელიც მონაწილეობს გლუტამატის  გამა-ამინოერბომჟავად (GABA) და ნახშირბადის დიოქსიდად (CO2)  დეკარბოქსილირების პროცესში. გლუტამატ დეკარბოქსილაზა ორი იზოფორმის სახით არსებობს ორგანიზმში, რომლებიც სხვადასხვა გენების მიერ კოდირდება: GAD 1 და  GAD 2.

ფერმენტის GAD 1 და  GAD 2 იზოფორმები გვხვდება ტვინში, სადაც გამაერბოსმჟავა ნეიროტრანსმიტერის ფუნქციას ასრულებს, ხოლო GAD 2 – გვხვდება ასევე პანკრეასში (ლანგერჰანსის უჯრედებში).

გლუტამატდეკარბოქსილაზას ორივე იზოფორმა წარმოადგენს სამიზნეს აუტოანტისხეულებისთვის, იმ ადამიანებში, რომლებსაც განუვითარდათ ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი ან  ლატენტური აუტოიმუნური დიაბეტის სინდრომი მოზრდილებში. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს აუტოანტისხეულების პირდაპირ სამიზნეს წარმოადგენს ლანგერჰანსის (ბეტა-კუნძულოვანი) უჯრედები, რომლებიც იმუნური პროცესების გავლენით თანდათანობით ზიანდება.

ამ პროხესის შედეგია ინსულინის აბსოლუტური დეფიციტი. აუტოანტისხეულების აღმოჩნეა შესაძლებელია გლუკოზატოლერანტობის დარღვევამდეც კი, როდესაც მეტაბოლური ტესტების შედეგები ჯერ კიდევ ნორმაშია.  კვლევებით დადგენილია, რომ გლუტამატ-დეკარბოქსილაზას აუტოანტისხეულების მქონე ადამიანებში გლუკოზატოლერანტობის დარღვევა ბევრად მძიმეა, ვიდრე აუტოანტისხეულების არმქონე პირებში.

 

როდის ჩავიტაროთ კვლევა?

  • ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის განვითარების შესაძლებლობის შეფასება (პროგნოზული მარკერი)
  • ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სადიფერენციაციოდ.

 პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ (საკვების ბოლო მიღებიდან მინიმუმ 7 საათში)

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

რეფერალური ნორმა:  <10 საერთ. ერთ/მლ

 

შედეგების ინტერპრეტაცია

გლუტამატ-დეკარბოქსილაზას (GAD) საწინააღმდეგო აუტო-ანტისხეულები გვხვდება ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის 80%-ში, როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში. აუტო-ანტისხეულების დაბალი ტიტრი (კონცენტრაცია) შესაძლოა გამოვლინდეს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის 5%-მდე შემთხვევებში. ამ აუტოანტისხეულების პროგნოზული ღირებულება იზრდება ტიტრის მატებასთან ერთად და (ტიპი 1 შქრიანი დიაბეტის)  სხვა აუტოანტისხეულების თანაარსებობისას.

ამგვარად, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანების პირველი რიგის ნათესავებში, რომლებსაც მინიმუმ 3 სახის აუტოანტისხეულები აღენიშნებათ, ტიპი 1 დიაბეტის განვითარების რისკი იზრდება 80-100%-მდე.

გლუტამატდეკარბოქსილაზას აუტოანტისხეულები შესაძლოა არსებობდეს სხვა აუტოიმუნური დაავადებების დროს, მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის, ან ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე აუტოაგრესიული პროცესებისას.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button