Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

მოლეკულური კარიოტიპირება (გენომის შედარებითი ჰიბრიდიზაცია)

ცნობილი როგორც:მოლეკულური კარიოტიპირება (გენომის შედარებითი ჰიბრიდიზაცია)
SKU: 9181

1,385.00

არ არის მარაგში

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

დამატებითი ინფორმაცია

 

მოლეკულური კარიოტიპირება წარმოადგენს მოლეკულურ ციტოგენეტიკურ ანალიზს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ზუსტად და სწრაფად მოვახდინოთ იმ დაუბალანსებელი ქრომოსომული ანომალიების იდენტიფიცირება, რომლებიც დაკავშირებულია დნმ-ის ასლების რაოდენობის ცვლილებასთან (მიკროდელეციები და მიკროდუპლიკაციები), რაც ვერ ვლინდება კლასიკური ქრომოსომული ანალიზით.

აღნიშნული მეთოდი იკვლევს მთელ გენომს უფრო მაღალი გარჩევადობით და შეუძლია ფენოტიპის ახსნა 5-10-ჯერ უფრო ხშირად ვიდრე კლასიკური კარიოტიპირების მეთოდს, რაც მას უპირატესობას ანიჭებს ისეთ სიტუაციებში, როდესაც უჯრედების კულტურის შესწავლა შეუძლებელია.

ტესტი ეფუძნება ორი სახის დნმ-ის – პაციენტის დნმ-ისა და საკონტროლო დნმ–ის ნიმუშის – შედარებითი გენომური ჰიბრიდიზაციის მეთოდს (CGH). ის იძლევა CNV-ის (ასლის რიცხვის ვარიანტები) იდენტიფიკაციის საშუალებას, რომლებიც კლასიფიცირდება 5 კატეგორიად:

  • კეთილთვისებიანი ვარიაციები;
  • უცნობი მნიშვნელობის ვარიაციები (VOUS) (შესაძლოა კეთილთვისებიანი);
  • VOUS გაურკვეველი მნიშვნელობით;
  • შესაძლო პათოგენური VOUS;
  • აშკარად პათოგენური VOUS;

ეს სუბმიკროსკოპული გენომის გადანაწილებები (ვარიანტები) ფართოდ არის გავრცელებული მთელ გენომში და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს ევოლუციის, ფენოტიპური დიფერენციაციისა და გარკვეული დაავადებებისადმი მგრძნობელობისთვის.

მოლეკულური კარიოტიპირება გამოიყენება როგორც გამოკვლევის, ასევე დიაგნოსტიკის მიზნით.

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

პოსტნატალურ დიაგნოსტიკაში მოლეკულური კარიოტიპირება წარმოადგენს პირველად ტესტს.

  • პაციენტები ისეთი მრავლობითი თანდაყოლილი დეფექტებით / დისმორფული ნიშნებით, რომლებიც არ შედიან ცნობილ გენეტიკურ სინდრომში;
  • ახალშობილები მრავლობითი თანდაყოლილი დეფექტებით, რომლებშიც კარიოტიპი ვერ მიიღება;
  • ფსიქომოტორული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები;
  • შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე პაციენტები;
  • აუტისტური სპექტრის მქონე პაციენტები;
  • სხვა შემთხვევები, როგორიცაა ზრდის შეფერხება, ლაპარაკის დაწყების დაგვიანება და სხვ.

რა უპირატესობები აქვს მოლეკულურ კარიოტიპირებას შედარებითი გენომური ჰიბრიდიზაციის მეთოდით?

  • გაზრდილი კლინიკური სარგებლიანობა. პათოგენური CNV-ის (ასლის რიცხვის ვარიანტები) გამოვლენის მაჩვენებელი ბავშვებში განვითარების შეფერხებით, ინტელექტუალური უკმარისობით და მრავალჯერადი თანდაყოლილი დეფექტებით არის 18-20%, კლასიკური კარიოტიპირების შემთხვევაში – 3%.
  • საშუალოდ, გამოვლენის გარჩევადობა მაღალია. იგი გვთავაზობს პერსპექტივას მთელ გენომზე მაღალი გარჩევადობით (10-ჯერ უფრო მაღალი ვიდრე კლასიკური კარიოტიპირებისას).
  • ერთი ტესტი წარმოადგენს ათასობით FISH / MLPA ექსპერიმენტის ექვივალენტს;
  • აღმოაჩენს სუბმიკროსკოპულ დუპლიკაციებს, დელეციებს, დაუბალანსებელ ქრომოსომულ გადაწყობას და მოზაიციზმის სხვადასხვა ხარისხს.
  • კვლევისთვის უჯრედული კულტურა საჭირო არ არის.

ტესტის დიაგნოსტიკური შეზღუდვები

  • არ განსაზღვრავს დაბალანსებულ ქრომოსომულ ცვლილებებს (გადაადგილებები, ინვერსიები, ჩასმა), წერტილოვანი მუტაციები, დაბალი დონის მოზაიციზმი. ეს ცვლილებები ვლინდება სხვა გენეტიკური ტესტებით;
  • იგი არ გვაწვდის ინფორმაციას გამოვლენილი ანომალიების სტრუქტურული ხასიათის შესახებ;
  • მას შეუძლია აღმოაჩინოს გაურკვეველი მნიშვნელობის CNV-ები, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ ტესტირებას და ანალიზს.

რა როლი აქვს გენეტიკოსს?

კვლევისთვის საჭიროა გენეტიკოსის კონსულტაცია.

გენეტიკოსის როლი მნიშვნელოვანია, რადგან გენეტიკური კონსულტაცია ტესტირებამდე და მის შემდეგ ეხმარება პაციენტს გაიგოს მეთოდის უპირატესობები და შეზღუდვები, ისევე როგორც ტესტის შედეგი.

პაციენტის ფენოტიპური მონაცემები აუცილებელია შედეგების ინტერპრეტაციისთვის, ხოლო ექიმთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს ზუსტ დიაგნოსტიკასა და პაციენტის მენეჯმენტის გაუმჯობესებას.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

მოლეკულური კარიოტიპირება აღწერს გამოვლენილ, დაუბალანსებელ რაოდენობრივ და სტრუქტურულ ცვლილებებს (გენეტიკური მასალის დაკარგვა ან მომატება), რღვევის წერტილებს, ცვლილებების ზუსტ ზომებს.

შედეგის საბოლოო კლინიკურ ინტერპრეტაციას აკეთებს გენეტიკოსი, რაც დამოკიდებულია პაციენტის ფენოტიპზე და ცვლილებებში მონაწილე ქრომოსომული რეგიონების გენურ შემცველობაზე.

ტესტის დადასტურება შესაძლებელია, სიტუაციიდან გამომდინარე, კლასიკური ციტოგენეტიკური ან მოლეკულური მეთოდებით, როგორიცაა FISH ან qPCR / MLPA.

 

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/cariotip-molecular-hibridizarea-genomica-comparativa/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button