ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾17.00 Original price was: ₾17.00.₾15.30Current price is: ₾15.30.
HIV 1.2.O სწრაფი ტესტი არის სწრაფი, ხარისხობრივი ქრომატოგრაფიული იმუნოანალიზი ადამიანის იმონოდეფიციტის ვირუსი ტიპი 1, ტიპი 2 და ქვეტიპი 0-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოსავლენად მთელს ორგანიზმში, HIV ვირუსული ინფექციის დიაგნოსტიკისათვის. ის განკუთვნილია მხოლოდ პროფესიული ინ ვიტრო დიაგნოსტიკისათვის, ლაბორატორიულ ცენტრში. ტესტს გააჩნია: მგრძნობელობა – 100% და სპეციფიურობა – 98,5%.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV) წარმოადგენს ადამიანის იმუნოდეფიციტის სინდრომის (AIDS) ეტიოლოგიურ აგენტს. ის არის რეტროვირუსი, რომელსაც აქვს უნარი დააინფიციროს და გაანადგუროს T ჰელპერი ლიმფოციტები.
არსებობს აივ-ის ორი ტიპი (HIV-1 და HIV-2), რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან გეოგრაფიული არეალის მიხედვით და თავის მხრივ გააჩნიათ ქვეტიპები: HIV-1-ს გააჩნია ორი – M და O – ქვეტიპი.
აივ ინფექციის გადაცემა ხდება დაბინძურებული სისხლითა და სისხლის პროდუქტებით, სქესობრივი კონტაქტით და ინფიცირებული დედიდან ბავშვზე დაბადების დროს და მის შემდეგ. ძირითადი რისკ-ჯგუფებია: ჰომოსექსუალები, ჰემოფილიკები, სისხლის რეციპიენტები, ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლები და სამედიცინო პერსონალი.
აივ 1/აივ 2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავება შესამჩნევია ინფიცირებიდან 4-12 კვირაში და მათი პერსისტირება გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ტესტი ტარდება მაშინ, როდესაც საეჭვოა HIV ინფექცია.
შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში:
CDC რეკომენდაციას უწევს აივ ტესტირებას შემდეგი ჯგუფებისთვის:
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
თქვენს ექიმსა და ლაბორატორიულ ცენტრს აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც ამჟამად იღებთ (მეიკამენტები რეცეპტის საჭიროების გარეშე და ნებისმიერი არალეგალური ნივთიერება, რომელსაც მოიხმართ).
ვენური სისხლი ან სისხლის პლაზმა.
https://www.synevo.ro/shop/anti-hiv-12/
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |