Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ვიტამინი A | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ვიტაინი A. (წინამორბედი ფორმები – რეტინოლი, ბეტა-კაროტინი)
SKU: 800

80.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ვიტამინი A ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც უხვადაა წარმოდგენილი საკვებ პროდუქტებში. ადამიანის ორგანიზმში რეტინოლია ვიტამინ A-ს წინამორბედი ფორმა. ვიტამინი A მნიშვნელოვანი კომპონენტია მხედველობის და კანის სიჯანსაღისთვის, ასევე ძვლების ჩამოყალიბების, იმუნური და რეპროდუქციული  სისტემების გამართული ფუნქციონრებისთვის.

A ვიტამინის დეფიციტი იწვევს ღამის მსედველობის დარღვევევბს და მწვავე შემთხვევაში სიბრმავესაც კი იწვევს.

A ვიტამინის სიჭარბეს ტოქსიკური გამოვლინებები ახასიათებს და მძიმე შემთხვევაში ტანდაყოლილი პათოლოგიების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

A ვიტამინი ორგანიზმში არ სითეზდება, ამიტომ მისი მარაგი მთლიანად საკვებით (დანამატებით) მიწოდებაზეა დამოკიდებული. ცხოველური პროდუქტები (მაგ ხორცი) უზრუნველყოფს ორგანიზმს რეტინოლით, ხოლო მცენარეული პროდუქტებით (ხილი, ბოსტნეული) ვირებთ კაროტინს, რომელიც ღვიძლში A ვიტამინად გარდაიქმნება.  A ვიტამინი აკუმულირდება ღვიძლსა და ცხიმოვან ქსოვილში. სისხლში A ვიტამინის სტაბილური დონის შენარჩუნება უკუკავშირის მექანიზმით ხორციელდება, რაც რეგულირდება საჭიროებისამებრ ვიტამინის გამოთავისუფლება-შებოჭვით დეპოებიდან და ნაწლავიდან მისი შეწოვის რეგულაციით.

A ვიტამინის დეფიციტი, ძირითადად განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისთვისაა დამახასიათებელი, როდესაც არასაკმარისია საკვები, ან დაბალია მისი კვებითი და შემადგენლობითი ღირებულება.

ვიტამინ A-ს დეფიციიტი ყველაზე მეტად დამახასიათებელია ისეთი პათოლოგიებისთვის, როგორიცაა: მალნუტრიცია, ქრონიკული დიარეით მიმდინარე დაავადებები, ცელიაკია, ცისტური ფიბროზი, ქრონიკული პანკრეატიტი, ასევე ალკოჰოლიზმი, ღვიძლის დაავადებები, სანაღვლე გზების ბლოკადა, სანაღვლე გზებსა და ანწლავზე წარმოებული ოპერაციისშემდგომი მდგომარეობები და სხვა.

სიმპტომები

A ვიტამინის დეფიციტის გამოვლინებები:

ღამის სიბრმავე

თვალის, კანის და თმის სიმშრალე

რქოვანასა და კონიუნქტივას წყლულოვანი დაზიანება

კანის უბნების გაუხეშება

ხშირი ინფექციები

ანემია

როდის ჩავიტაროთ კვლევა?

ისეთი დიაგნოზების არსებობისას, რომელიც A ვიტამინის დეფიციტთანაა ასოცირებული, რეკომენდებულია მისი კონცენტრაციის რეგულარული მონიტორინგი:

ცელიაკია

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

კრონის დაავადება

როდესაც სისხლში A ვიტამინის დონე ნორმაშია, შესაძლოა არსებობდეს მის დეპოებში დეფიციტი, რომელიც  კლინიკურად არ ვლინდება, მანამ, სანამ A ვიტამინზე ორგანიზმის მოთხოვნა არ გაიზრდება (მაგ: ორსულობისას).

ბეტაკაროტინის შემცველი (მცენარეული) პროდუქტების ჭარბი მიღება, არ იწვევს A ვიტამინის სიჭარბეს ორგანიზმში და მისი ეფექტების გამოვლენას, რადგანაც, როდესაც A ვიტამინის დეფიციტი არაა, კაროტინი არ გარდაიქმნება A ვიტამინად.

 

A ვიტამინის წყარო

ხორცი

ღვიძლი

კვერცხი

რძის პროდუქტები

 

ბეტა-კაროტინის შემცველი მცენარეული პროდუქტებია:

სტაფილო

ისპანახი

გარგარი

ტკბილი კარტოფილი და სხვა.

ნორმის მაჩვენებლები

0 – 1 წლამდე       —    0.09 – 0.45 მგ/ლ

1 – 11 წლამდე   —  0.29 – 0.46 მგ/ლ

11 -16 წლამდე  —  0.26 – 0.54 მგ/ლ

16 – 19 წლამდე —  0.29 – 0.74 მგ/ლ

19 წლის ზევით —  0.3 – 0.9   მგ/ლ

 

 

საკვლევი ნიმუში

სისხლის შრატი

 

წინასწარი მომზადება

ტესტი ტარდება უზმოდ. ნიმუშის აღებამდე 24 საათით ადრე აკრძალულია ალკოჰოლის მიღება

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

 

 

https://www.testing.com/tests/vitamin-a/

ლაბორატორიები
Call Now Button