Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

არაპირდაპირი ბილირუბინი

ცნობილი როგორც: Indirect bilirubin
SKU: 774

13.50

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ბილირუბინი – ნაღვლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, წარმოიქმნება ძირითადად ერითროციტების ჰემოგლობინიდან. ბილირუბინის სხვა წყაროს წარმოადგენს – მიოგლობინი, ციტოქრომები და ჰემის შემცველი პიგმენტები. როდესაც ჰემოგლობინი იშლება, თავდაპირველად წარმოიქმნება თავისუფალი (არაპირდაპირი) ბილირუბინი. თავისუფალი ბილირუბინი ელენთიდან ღვიძლში ალბუმინთან ერთად გადადის. ღვიძლში ის უკავშირდება გლუკურონის მჟავას – ხდება მისი კონიუგაცია. შედეგად წარმოიქმნება კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინი, რომელიც აქტიურად გამოიყოფა ნაღვლის სადინრებში. იმისდა მიხედვით, თუ რომელი ტიპის ბილირუბინის კონცენტრაცია იზრდება პლაზმაში, ჰიპერბილირუბინემია კლასიფიცირდება როგორც არაკონიუგირებული და კონიუგირებული.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ბილირუბინემიის ხარისხის იდენტიფიცირება და შეფასება;
  • სხვადასხვა სახის სიყვითლის დიფერენციალური დიაგნოზი;
  • ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები, ჰემოლიზური ანემია.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

რაპირდაპირი ბილირუბინის გაზრდილი კონცენტრაცია:

  • მოცირკულირე ერითროციტების გაზრდილი დესტრუქცია (ჰემოლიზური ანემია). სიყვითლე, განვითარებული ქსოვილის ინფარქტის შედეგად პიგმენტის გაზრდილი პროდუქციის გამო (ფილტვის ინფარქტი, ქსოვილებში სისხლის დაგროვება, კათეტერიზაციის შემდეგ, აორტის ანევრიზმის რღვევა);
  • ზოგიერთი ინფექციური დაავადება (მალარია, სეპტიური მდგომარეობა);
  • გარკვეული მედიკამენტებით გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
  • ბილირუბინის შებოჭვის დარღვევა გლუკურონილტრანსფერაზას დაბალი აქტივობის გამო:
  • ახალშობილთა სიყვითლე – თითქმის ყველა ახალშობილს აღენიშნება გარდამავალი არაკონიუგირებული ჰიპერბილირუბინემია სიცოცხლის პირველი 2-5 დღის განმავლობაში, იმის გამო, რომ ამ ეტაპზე ღვიძლის ფერმენტი გლუკურონილტრანსფერაზა ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩამოყალიბებული;
  • მემკვიდრეობითი გლუკურონილტრანსფერაზას დეფიციტი: ჟილბერის სინდრომი, კრიგლერ-ნაიარის სინდრომი (ტიპი I გლუკურონილტრანსფერაზას ნაკლებობით და ტიპი II გლუკურონილტრანსფერაზას ნაწილობრივი დეფიციტით).

დამატებითი ინფორმაცია

არაპირდაპირი (არაკონიუგირებული) ბილირუბინი არის მთლიანი ბილირუბინის ტოქსიკური, ცხიმში ხსნადი ფრაქცია, რომელიც წარმოიქმნება ჰემის შემცველი ცილების დაშლის დროს. ის შეადგენს მთლიანი ბილირუბინის დაახლოებით 75%-ს. არაპირდაპირი ბილირუბინი განისაზღვრება მთლიანი და პირდაპირი ბილირუბინის მნიშვნელობათა სხვაობით. მისი კონცენტრაცია შრატში განისაზღვრება სისხლის პლაზმაში ახლად სინთეზირებული ბილირუბინის შეღწევის სიჩქარით და ღვიძლის მიერ ბილირუბინის ელიმინაციის სიჩქარით (ბილირუბინის ღვიძლის კლირენსი). არაპირდაპირი (თავისუფალი) ბილირუბინის შესწავლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰემოლიზური ანემიების დიაგნოსტიკაში. ტესტი ასევე ინიშნება ჰიპერბილირუბინემიის დიფერენციალური დიაგნოზისთვის.

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სასურველია უზმოდ ყოფნა.

რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button