Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ის განსაზღვრა (ვირუსული დატვირთვა)

ცნობილი როგორც:B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ის განსაზღვრა
SKU: 731

442.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

B ჰეპატიტის მწვავე ან ქრონიკული ინფექციის დიაგნოსტირება ემყარება სეროლოგიური მარკერების აღმოჩენას, როგორებიცაა: B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული S ანტიგენი (HBVSAg), B ჰეპატიტის ვირუსის COR ანტიგენის IgM ანტისხეულები, B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ის განსაზღვრა.

თუმცა, მწვავე და ქრონიკული HBV ინფექციის დიაგნოსტირება ხდება სეროლოგიური მეთოდებით, დნმ-ის განსაზღვრა აუცილებელია:

  • დაავადებისმწვავე სტადიაში ადრეული დიაგნოსტიკისთვის
  • HBV აქტიური და არააქტიური ფორმების დიფერენციაციისთვის
  • ანტი-HBV მკურნალობის მონიტორინგისთვის

 

სისხლის შრატში B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ის არსებობა, ვირუსის აქტიური გამრავლების მარკერია.

HBV დნმ-ის დონე სისხლში მაქსიმალურია დაავადების  მწვავე პერიოდის პიკში, შემდეგ თანდათანობით მცირდება. HBV მწვავე პერიოდში, როდესაც ზედაპირული ანტიგენის ტესტი ორაზროვანია, დნმ-ის კვლევა გვეხმარება დიაგნოზის დადასტურებაში.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული პაციენტების ორგანიზმში, ზოგჯერ ვირუსის სრული ელიმინაცია ვერ ხდება და რჩებიან HBVsAg (ზედაპირული ანტიგენი) პოზიტიურიები.  ასეთი მდგომარეობა კლასიფიცირდება როგორც:

  • ქრონიკული აქტიური HBV ინფექცია – ამ დროს ორგანიზმში ვირუსის რეპლიკაცია (გამრავლება) მიმდინარეობს. პაციენტი HBV e-ანტიგენზე პოზიტიურია (HBeAg). ვირუსის დნმ-ის დონე შრატში მაღალია
  • ქრონიკული არააქტიური HBV ინფექცია – ამ დროს ორგანიზმში ვირუსის რეპლიკაცია არ მიმდინარეობს. პაციენტი HBV e-ანტიგენზე ნეგატიურია (HBeAg). ვირუსის დნმ-ის დონე შრატში დაბალია.

ვირუსის დნმ-ის განსაზღვრა მნიშვნელოვანია ქრონიკული ჰეპატიტის სტატუსის იდენტიფიცირებისთვის. პაციენტებს ქრონიკული აქტიური B ჰეპატიტით ღვიძლის დაზიანების შემდგომი გართულების მეტი რისკი აქვთ.

ქრონიკული არააქტიური  HBV ინფექციის (HBeAg-ნეგატიური) რეაქტივაციისას, ზოგჯერ ვირუსის E ანტიგენი (ვირუსის გამრავლების მარკერი) შესაძლოა არ გამოჩნდეს შრატში. ამიტომაც B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ის კვლევა აუცილებელია ვირუსის დეტექციისათვის და რაოდენობრივი შეფასებისთვის.

 

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

კვლევის რაოდენობრივი დიაპაზონი მოიცავს 10-დან 1 000,000,000 სე/მლ

< 10 სე/მლ მაჩვენებელი – ნეგატიურია, ანუ ვირუსის დნმ ან არ აღმოჩნდა ნიმუშში, ან  აღმოჩენილია იმ მინიმალური რაოდენობით, რომლის უფრო ზუსტი განსაზღვრა რაოდენობრივი მეთოდით შეუძლებელია. კლინიკური საჭიროების არსებობისას, კვლევის განმეორება რეკომენდებულია 1-2 თვეში.

დამატებითი ინფორმაცია

კვლევა გამოიყენება B ჰეპატიტის ვირუსის მონიტორინგისათვის –  ვირუსის გამოვლენის და რაოდენობრივი განსაზღვრისთვის, პაციენტებში დადასტურებული  ქრონიკული B ჰეპატიტით.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

 

 

 

https://microbiology.testcatalog.org/show/HBVQN

ლაბორატორიები
Call Now Button