Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ბორელია ბურგდორფერი | ას IgM (ტკიპისმიერი ბორელიოზი)

ცნობილი როგორც:ლაიმის დაავადების ანტისხეულები
SKU: 712

55.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ბორელია ბურგდორფერი ბაქტერიაა, რომელიც იწვევს ლაიმის დაავადებას. გამომწვევი ადამიაზე ვრცელდება  დასნებოვნებული ტკიპის ნაკბენით.

მკურნალობის გარეშე ინფექცია ვრცელდება შინაგან ორგანოებში და იწვევს:

ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას

ღვიძლის დაზიანებას

 

 სიმპტომები

ტკიპის ნაკბენი შესაძლოა გამოიყურებოდეს როგორც მცირე ზომის კვანძი, რომელსაც ახლავს ქავილი და სიწითლე, რომელსაც შესაძლოა არც მივაქციოთ ყურადღება.

ლაიმის დაავადების ადრეული სიმპტომები იწყება ტკიპის ნაკბენიდან 3-30 დღის ფარგლებში. ამ სტადიაზე სიმპტომები ძალიან მწირია.

 I სტადია

  • გამონაყარი – ტიპური სიმპტომია, თუმცა შესაძლოა არც განვითარდეს. გამონაყარი როგორც წესი წარმოდგენილია ტკიპის ერთეული ნაკბენით, ირგვლივი  ერითემული რგოლით, რომელიც თანდათან იზრდება პერიფერიაზე და ცენტრალური ნაწილი რჩება ღია შეფერილობის. მას “ხარის თვალის” ფორმას ადარებენ. გამონაყარი უმტკივნეულოა, აღინიშნება ადგილობრივად ტემპერატურის მატება.
  • ცხელება
  • თავის ტკივილი
  • საერთო სისუსტე და დაღლა
  • სახსრების შებოჭილობა
  • კუნთების ტკივილი
  • ლიმფური კვანძების გადიდება

 II სტადია

მკურნალობის გარეშე ლაიმის დაავადება პროგრესირებს. მეორე სტადიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები  ტკიპის კბენიდან  3-10 კვირაში ვითარდება. მეორე სტადიას ადრეული დისემინაციის სტადია ეწოდება და ბევრად რთულად მიმდინარეობს, პირველთან შედარებით.

  • გამონაყარი  სხეულის მრავლობით უბანში
  • კისრის ტკივილი ან შებოჭილობა
  • სახის კუნთების სისუსტე (ორმხრივად)
  • გულის რითმის დარღვევა
  • ტკივილი რომელიც იწყება ხერხემლის მიდამოდან და ვრცელდება ქვედა კიდურების მიმართულებით
  • კიდურების სისუსტე და დაბუჟება
  • ქუთუთოების და ირგვლივი ქსოვილების მტკივნეული შეშუპება

 III სტადია

გვიანი დისემინაციის სტადიაა. ტკიპის ნაკბენიდან რამდენიმე თვეში შეიძლება განვითარდეს.  ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ართრიტი – დიდი კალიბრის სახსრების, უპირატესად  მუხლების დაზიანებით. ტკივილი, შეშუპება, შებოჭილობა ზოგჯერ მუდმივია, ან მწვავდება პერიოდულად.
  • აკროდერმატიტი – მტევნისა და ტერფის ზურგის კანი ფერმკრთალი და შეშუპებულია. შესაძლოა განვითარდეს იდაყვების და მუხლების მიდამოშიც.

 გართულებები

მკურნალობის მიუხედავად ზოგ შემთხვევაში ვითარდება გართულებები, როგორიცაა:

  • ართრიტი, რომელიც მკურნალობის შემდეგაც გრძელდება
  • ტკივილი და დისკომფორტი სხეულში
  • სისუსტე და დაღლილობა
  • მეხსიერების პრობლემები

აღნიშნულ ჩივილებს უკავშირებენ ლაიმის დაავადების მკურნალობისშემდგომ სინდრომს, რომლის განვითარების მიზეზებია:

  • მკურნალობის არასრული კურსი
  • რეინფექცია ბორელიოზით
  • იმუნური სისტემის რეაქცია
  • ბაქტერიული პროცესის ფონზე განვითარებული აუტოიმუნური რეაქცია
  • სხვა თანმხლები დაავადებები

 

 

დიაგნოსტიკა

ბორელიოზის დიაგნოსტიკა ემყარება კლინიკურ ანამნეზურ მონაცემებს, ტკიპის ნაკბენის არსებობის ალბათობას,  სხვა დაავადებებთან დიფერენცირებულ დიაგნოსტიკას და რაც მთავარია ლაბორატორიული კვლევების შედეგებს.

 ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

ლაიმის დაავადებაზე ეჭვის არსებობისას, რეკომენდებულია ორ-საფეხურიანი კვლევა ბორელიოზის ანტისხეულების დეტექციაზე. თუ პირველი კვლევის პასუხი ნეგატიურია, შემდგომი კვლევის საჭიროება არ არის. თუ პირველი კვლევის მონაცემები დადებითია,  ან ორაზროვანია რეკომენდებულია კვლევების განმეორება.

ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ემყარება ბორელიის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენას. ანტისხეულების განვითარება დაავადების შედარებით გვიან სტადიაზე ხდება, ამიტომ კლინიკური გამოვლინების საწყის ეტაპზე შეიძლება მონაცემები ნეგატიური იყოს. ანტისხეულები რჩება სისხლში, დაავადების გადატანიდან თვეების და წლების მერე, ამიტომ, რაოდენობრივი განსაზღვრა არ გამოდგება დაავადების სტადიის ან მკურნალობის ეფექტურობის განსასაზღვრად.  როგორც წესი ტარდება IgM და IgG ანტისხეულების კვლევა

 

გართულებები

მკურნალობის მიუხედავად ზოგ შემთხვევაში ვითარდება გართულებები, როგორიცაა:

  • ართრიტი, რომელიც მკურნალობის შემდეგაც გრძელდება
  • ტკივილი და დისკომფორტი სხეულში
  • სისუსტე და დაღლილობა
  • მეხსიერების პრობლემები

აღნიშნულ ჩივილებს უკავშირებენ ლაიმის დაავადების მკურნალობისშემდგომ სინდრომს, რომლის განვითარების მიზეზებია:

  • მკურნალობის არასრული კურსი
  • რეინფექცია ბორელიოზით
  • იმუნური სისტემის რეაქცია
  • ბაქტერიული პროცესის ფონზე განვითარებული აუტოიმუნური რეაქცია
  • სხვა თანმხლები დაავადებები

 

 მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას და არსებული დარღვევების ან გართულებების  შესაბამის სიმპტომურ მკურნალობას.

 პრევენცია

ბუნებაში  ყოფნის დროს მატულობს ტკიპებთან კონტაქტის შესაძლებლობა. ლაიმის დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა ტკიპის ნაკბენისგან თავის დაცვა: ღია ადგილებში დახურული ტანისამოსით სეირნობა; ბუნებაში ყოფნის შემდგომ კანის და ტანისამოსის შემოწმება და სხვა.

 როდის მივმართოთ ექიმს

როგორც წესი ტკიპის ნაკბენის ეპიზოდი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. სიმპტომების განვითარების შემდეგ როგორც წესი სხვადასხვა პათოლოგიებს უკავშირებენ. დაავადების ადრეული სიმპტომების გამოვლენისთანავე მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი, ლაბორატორიული კვლევა და მკურნალობის დაწყება.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button