Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

B ჯგუფის სტრეპტოკოკის სკრინინგი

ცნობილი როგორც:B ჯგუფის სტრეპტოკოკი
SKU: 5913

54.00

საკვლევი მასალა: საშოს ნაცხი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 3
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

B ჯგუფის სტრეპტოკოკი ერთერთი იმ ბაქტერიათაგანია, რომელიც ჩვეულებრივ ბინადრობს ადამიანის წვრილ ნაწლავში, სწორ ნაწლავში, შარდსადენში, საშოში  სიმპტომების და დაავადების განვითარების გარეშე. მისი არსებობა გარდამავალია.  ის არ წარმოადგენს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციას. ორსულებისთვის როგორც წესი საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა საფრთხეს ქმნის ბავშვისთვის, მშობიარობის პროცესში ან მშობიარობის წინა პერიოდში.

დედის მიერ B ჯგუფის სტრეპტოკოკის მტარებლობისას, ახალშობილებს დაბადებიდან პირველივე კვირაში შესაძლოა განუვითარდეთ სტრეპტოკოკური ინფექცია: პნევმონია, სეპტიცემია, ან მენინგიტი.  არსებობს შემდგომი გართულებების რისკიც.

b ჯგუფის სტრეპტოკოკის აღმოჩენა ხდება რუტინული ანტენატალური ტესტით. საკვლევი მასალა ვაგინალური ან რექტალური ნაცხია. მისი აღმოჩენა შესაძლებელია შარდშიც. კვლევა ტარდება ორსულობის 35-37 კვირაზე.

Bჯგუფის სტრეპტოკოკის მტარებლობის  გამოვლინება ორსულებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დროულად ჩატარდეს მკურნალობა და თავიდან იქნას აცილებული ახალშობილის ინფიცირება და შემდგომი გართულებები

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ახალშობილებში B ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციის განვითარების რისკფაქტორები:

ნაადრევი ახალშობილი

37 კვირაზე ადრე სანაყოფე სითხის დაღვრა

გახანგრძლივებული მშობიარობა (18 საათი და მეტი)

ორსულთა ცხელება მშობიარობისას

წინა ორსულობებისას განვიტარებული მწვავე სტრეპტოკოკური ინფექცია

შარდში B ჯგუფის სტრეპტოკოკის აღმოჩენა, ორსულობისას

მშობიარობამდე 5 კვირის ფარგლებში ვაგინალურ ნაცხში B ჯგუფის სტრეპტოკოკის აღმოჩენა

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ახალშობილთა B ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციის სიმპტომები

ხმაურიანი სუნთქვა (ხრუტუნი)

სუნთქვის რითმის დარღვევა ან სუნთქვის გაძნელება

ძილიანობა, კვების აღკვეთა

ღებინება

ადექვატური ტემპერატურის შენარჩუნების გაძნელება (გადახურება ან გადაცივება)

კანის სიფერმკრთალე ან სიწითლე

კიდურების ატონია

საცნობარო მნიშვნელობები

მკურნალობა

B ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციის მკურნალობა ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპიით ხორციელდება, პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებით, რომლის დოიზირების და ხანგრძლივობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი.

 

B ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციის გვიანი გამოვლინება ახალშობილებში

სამწუხაროდ ორსულობისას ან მშობიარობის პერიოდშივე დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია ზოგჯერ არ იძლევა სათანადო შედეგს და ახალშობილს მოგვიანებით უვითარდება სტრეპტოკოკური ინფექციის სიმპტომები. დაავადება იწყება  ტემპერატურის მკვეთრი მატებით, ღებინებით, კვების აღკვეთით.

 

B ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციის სრული  პრევენცია ვერ ხორციელდება, თუმცა, ადრეული აღმოჩენით და დროული მკურნალობით გართულებების რისკი ნაკლებია.

 

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button