Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

თავ-ზურგტვინის სითხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა

ცნობილი როგორც:ცერებრო-სპინალური სითხის (ლიქვორის) ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
SKU: 5905

76.50

საკვლევი მასალა: თავ-ზურგტვინის სითხე
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 4
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

როგორ ტარდება კვლევა?

თავ-ზურგტვინის სითხის ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩასატარებლად, წელის მალებს შორის ხორციელდება პუნქცია (ჩხვლეტა) და ზურგის ტვინის არხიდან, სეციალური ნემსის მეშვეობით ლიქვორის აღება. პროცედურა ტარდება მხოლოდ სტაციონარში, სპეციალისტის მიერ. პროცედურის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთია.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ლიქვორის ბაქტერიოლოგიური კვლევა აუცილებელია ისეთი დაავადებებისას, როგორებიცაა:

ვირუსული და ბაქტერიული მენინგიტები

სოკოვანი ინფექციები

თავის ტვინის სუბარაქნოიდული (რბილ გარსში) სისხლჩაქცევა

თავისა და ზურგის ტვინის ტრავმა

ეპილეფსია

გაფანტული სკლეროზი

ლაიმის დაავადება

გილენ-ბარის სინდრომი და სხვა

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუში გადის კულტურალურ კვლევას.  საჭიროებისამებრ კეთდება კვლევა ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობაზე – ანტიბიოტიკოგრამა.

თავ-ზურგტვინის სითხის ბაქტერიოლოგიურ კვლევასთან ერთად, ზოგჯერ საჭიროა დამატებითი კვლევები, როგორიცაა: სისხლის ბაქტერიოლოგია, სისხლის საერთო ანალიზი და სხვა. თუ კულტურაში გამომწვევები არ დაფიქსირდა, ე.ი ცნს-ში ინფექციური პროცესი არ არის.

 

საკვლევი მასალა: ლიქვორი (თავ-ზურგტვინის სითხე)

პასუხის დრო: 4 სამუშაო დღე

სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს

 

დამატებითი ინფორმაცია

რა არის ცერებრო-სპინალური სითხის კულტურალური კვლევა (ბაქტერიოლოგია)?

 

 

ცერებრო-სპინალური სითხე (ლიქვორი) გამჭვირვალე სითხეა რომელიც გარს ერტყმის თავისა და ზურგის ტვინს, იცავს მას მექანიკური დაზიანებისგან, ამარაგებს საჭირო ნივთიერებებით და აცილებს ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილ პროდუქტებს.

ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ინფექციური პროცესების დროს, აუცილებელი ხდება ლიქვორის ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება, ზუსტი გამომწვევის იდენტიფიცირების და მკურნალობის გეზის განსაზღვრისთვის.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button