Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ESR)

ცნობილი როგორც:ედს
SKU: 4017

6.30

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

ერითროციტების დალექვის სიჩქარე, ასევე ცნობილი როგორც ედს-ი (ESR), გამოიყენება ორგანიზმში ანთებითი პროცესის შესაფასებლად. ბევრმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს არანორმალური ედს-ი, ამიტომ ტესტი ჩვეულებრივ გამოიყენება სხვა ტესტებთან ერთად სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის.

ESR პირდაპირპროპორციულია სისხლის წითელი უჯრედების მასის, სისხლის წითელი უჯრედების და პლაზმის სიმკვრივის სხვაობის და უკუპროპორციულია პლაზმის სიბლანტის. მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ESR-ზე, არის სისხლის პლაზმის ცილოვანი შემადგენლობა – ESR-ის ყველაზე გამოხატული მატება დამახასიათებელია პარაპროტეინემიური ჰემობლასტოზებისთვის (მრავლობითი მიელომა, ვალდენსტრომის დაავადება).

ESR-ზე გავლენას ახდენს ასევე პლაზმის pH (აციდოზი ამცირებს ESR-ს, ალკალოზი ზრდის), პლაზმის იონების მუხტი, ლიპიდები, სისხლის სიბლანტე, ანტიერითროციტული ანტისხეულების არსებობა, ერითროციტების რაოდენობა, ფორმა და ზომა. ერითროპენია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება) აჩქარებს დალექვას, თუმცა ნახევარმთვარის ფორმის ერითროციტების არსებობისას, სფეროციტოზის, ანიზოციტოზის დროს ESR შეიძლება დაბალი იყოს, ვინაიდან უჯრედების შეცვლილი ფორმა ხელს უშლის დალექვას.

ლეიკოციტოზისა და ლეიკოციტური ფორმულის შესაბამის ცვლილებებთან ერთად, ESR-ის მომატება არის ორგანიზმში ინფექციური და ანთებითი პროცესების არსებობის საიმედო ნიშანი. აუტოიმუნური დაავადებების დროს ESR-ის გაზომვა საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ დაავადების სტადია (გამწვავება ან რემისია), შეაფასოთ მისი აქტივობა და მკურნალობის ეფექტურობა.

ESR-ის ზრდა არ არის რაიმე დაავადების სპეციფიური მაჩვენებელი, თუმცა, პათოლოგიაში მის ცვლილებებს აქვს დიაგნოსტიკური და პროგნოზული მნიშვნელობა და შეიძლება გახდეს მკურნალობის ეფექტურობის მაჩვენებელი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ერითროციტების დალექვის სიჩქარეზე?

ESR ტესტი ძირითადად გამოიყენება ჯანმრთელობის სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის:

დიაგნოსტიკა: იმის გამო, რომ ჯანმრთელობის ბევრმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს ESR-ის ცვლილება, მხოლოდ ამ ტესტს არ შეუძლია მდგომარეობის დიაგნოსტიკა. თუმცა, სხვა ტესტებთან კომბინაციაში, ESR ტესტი შეიძლება დაგეხმაროთ ინფექციების, აუტოიმუნური დაავადებების, სისხლის დარღვევების, თირკმლების დაავადების და ჯანმრთელობის მრავალი სხვა პრობლემის გამოვლენაში.

მონიტორინგი: ESR ტესტი შეიძლება პერიოდულად იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ დააკვირდეთ ანთებითი პროცესის მიმდინარეობას. იგი გამოიყენება ასევე გარკვეული დაავადებების მკურნალობის მონიტორინგისათვის.

ESR ტესტი ტარდება იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ აუხსნელი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, კუნთების ან სახსრების ტკივილი, ან სხვა პრობლემები აშკარა მიზეზის გარეშე. ამ სიტუაციებში, ESR ჩვეულებრივ კომბინირებულია სხვა ტესტებთან, როგორიცაა სისხლის საერთო ანალიზი, პროფილაქტიკური ტესტები, ართრიტის ტესტები და სხვ. რათა შეფასდეს თქვენი ზოგადი ჯანმრთელობა და არსებობის შემთხვევაში განისაზღვროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და განიხილეთ მასთან ESR ტესტის კონკრეტული მიზანი თქვენს შემთხვევაში.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს და ლაბორატორიას მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ, რადგან ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტესტის შედეგებზე.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ESR-ზე შეიძლება გავლენა მოახდინოს ასაკმა, სქესმა და სხვა ფაქტორებმა.

ტესტირების შედეგების ინტერპრეტაცია ხდება ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც მოიცავს პაციენტის სიმპტომების და სხვა  ტესტების შედეგების გათვალისწინებას.

თუ ESR არანორმალურად მაღალია, ეს ნიშნავს, რომ სისხლის წითელი უჯრედები უფრო სწრაფად ილექება ნორმასთან შედარებით. ეს ჩვეულებრივ ხდება მაშინ, როდესაც სისხლის წითელი უჯრედები შეიცავენ მეტ ცილას, რაც იწვევს მათ ერთმანეთთან შეწებებას.

ერითროციტების დალექვის სიჩქარე იზრდება შემდეგ შემთხვევებში:

  • ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, მენსტრუაცია;
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ანთებითი დაავადებები;
  • პარაპროტეინემია;
  • ნეოპლასტიური დაავადებები (კარცინომა, სარკომა, მწვავე ლეიკემია, ლიმფოგრანულომატოზი, ლიმფომები);
  • შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები;
  • გლომერულონეფრიტი, თირკმლების ამილოიდოზი;
  • მძიმე ინფექციები;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • ჰიპოპროტეინემია;
  • ანემია;
  • ჰიპო- და ჰიპერთირეოზი;
  • შინაგანი სისხლდენა;
  • ჰიპერფიბრინოგენემია;
  • ჰიპერქოლესტერინემია;
  • ჰემორაგიული ვასკულიტი;
  • რევმატოიდული ართრიტი.

ერითროციტების დალექვის სიჩქარე მცირდება შემდეგ შემთხვევებში:

  • ერითრემია და რეაქტიული ერითროციტოზი;
  • სისხლის მიმოქცევის უკმარისობის გამოხატული ფენომენი;
  • ჰემოგლობინოპათია C;
  • ჰიპერპროტეინემია;
  • ჰიპოფიბრინოგენემია;
  • ეპილეფსია;
  • ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია;
  • ვირუსული ჰეპატიტი და ობსტრუქციული სიყვითლე (სავარაუდოდ სისხლში ნაღვლის მჟავების დაგროვების გამო).

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ESR ტესტით შეუძლებელია რაიმე დაავადების ან სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოსტირება. ის უნდა იქნას გამოყენებული სხვა ტესტებთან ერთად ჯანმრთელობის პრობლემების გამოსავლენად და მონიტორინგისთვის. ESR ტესტი ყოველთვის უნდა იქნეს ინტერპრეტირებული ექიმის მიერ, რომელსაც შეუძლია ახსნას მისი მნიშვნელობა.

 

რესურსები

https://www.testing.com/tests/erythrocyte-sedimentation-rate-esr/

https://spravochnik.synevo.ua/ru/analiz-krovi/klinicheskiy-analiz-krovi.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button