Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

საშოს ნაცხის მიკროსკოპიული გამოკვლევა

ცნობილი როგორც:საშოს ნაცხის მიკროსკოპიული გამოკვლევა
SKU: 4011

Original price was: ₾25.00.Current price is: ₾22.50.

საკვლევი მასალა: ვაგინალური ნაცხი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: არა
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

ვაგინალური ნაცხის გამოკვლევა მიკროფლორაზე  არის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ეფუძნება ბიოლოგიური მასალის შეფასებას სინათლის მიკროსკოპით. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესის არსებობისა და ბუნების შესაფასებლად.

მიკროსკოპია საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ:

  • საშოს მიკროფლორის ბუნება;
  • ანთებითი პროცესის არსებობა/არარსებობა;
  • ანთებითი პროცესის სიმძიმე;
  • ლოკალიზაცია;
  • ნაცხში რიგი პათოგენების არსებობა (გამომწვევი აგენტი ან კონკრეტული პათოგენის არსებობის არაპირდაპირი ნიშნები).

გამოკვლევის დროს ფასდება შემდეგი მაჩვენებლები:

ბრტყელი ეპითელური უჯრედები უჯრედები, რომლებიც ამოფენენ საშოსა და საშვილოსნოს ყელს შიგნიდან. ჩვეულებრივ, ნაცხში ეპითელიუმის რაოდენობა დამოკიდებულია ქალის მენსტრუალური ციკლის ფაზაზე, ჰორმონალურ სტატუსზე და უნდა იყოს ინტერპრეტირებული ამ მონაცემების შესაბამისად. ნაცხში დიდი რაოდენობით ბრტყელი ეპითელიუმის არსებობა შეიძლება მიუთითებდეს ანთებით პროცესზე (ვაგინიტი – საშოს ანთება, ცერვიციტი – საშვილოსნოს ყელის არხის ანთება, ურეთრიტი – ურეთრის ანთება), ნაცხში ეპითელიუმის არარსებობა მიუთითებს ჰორმონალურ დარღვევებზე (ქალის სასქესო ჰორმონების უკმარისობა).

ლეიკოციტები – უჯრედები, რომლებიც უზრუნველყოფენ პათოგენების აღმოფხვრას. დასაშვებია ნაცხში მცირე რაოდენობით ლეიკოციტების არსებობა – არაუმეტეს 10 ლეიკოციტისა საშოში და არაუმეტეს 30 ლეიკოციტისა საშვილოსნოს ყელის არხში. ნაცხში ლეიკოციტების მომატებული შემცველობა მიუთითებს შესაძლო ანთებაზე (ვაგინიტი – საშოს ანთება, ცერვიციტი – საშვილოსნოს ყელის არხის ანთება). უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლეიკოციტების რაოდენობა ჩვეულებრივ მერყეობს მენსტრუალური ციკლის დღის მიხედვით, ამიტომ ეს უნდა იქნას გათვალისწინებული შედეგების ინტერპრეტაციისას.

ერითროციტები – სისხლის წითელი უჯრედები. ნორმაში ნაცხში ერითროციტები არ გვხვდება.

გრამდადებითი ჩხირები (დოდერლეინის ჩხირები – ლაქტობაცილები; „ვაგინალური“ ჩხირები) – ლაქტობაცილები, რომლებიც ქმნიან საშოს ნორმალური მიკროფლორის საფუძველს. ჩვეულებრივ, ნაცხი შეიცავს ასეთი ჩხირების დიდ რაოდენობას. ლაქტობაცილების რაოდენობის შემცირება ბაქტერიული ვაგინოზის ერთ-ერთი ნიშანია.

ლორწო არის საშოსა და საშვილოსნოს ყელის არხის ჯირკვლების პროდუქტი. ჩვეულებრივ, ნაცხი შეიცავს მცირე რაოდენობით ლორწოს.

გამოვლენილი პათოგენების სპექტრი: Trichomonas vaginalis – უროგენიტალური ტრიქომონიაზის გამომწვევი აგენტი; Candida albicans – საფუარის მსგავსი სოკო, ვულვოვაგინალური კანდიდოზის ეტიოლოგიური ფაქტორი, მიკროსკოპიით ვლინდება სოკოს ფსევდომიცელიუმი; უჯრედგარე დიპლოკოკები; „საკვანძო უჯრედები“ (Gardnerrella vaginalis – ბაქტერიული ვაგინოზის გამომწვევი) და სხვ.

ლაქტობაცილარული და კოკალური ფლორის რაოდენობის თანაფარდობიდან გამომდინარე, დგინდება საშოს სისუფთავის ხარისხი, რაც იძლევა პირველადი სკრინინგის და ქალის შემდგომი გამოკვლევის საჭიროებისა და მოცულობის შეფასების საშუალებას.

ვაგინალური ნაცხის გამოკვლევა ორსულობის დროს

ორსულობის დროს ორგანიზმის ჰორმონალური ფონის  (ჰიპერესტროგენიზმი) და იმუნური სტატუსის (დათრგუნვა) ცვლილების შედეგად საგრძნობლად იზრდება საშოს სხვადასხვა ანთებითი დაავადების რისკი. ანთებითი პროცესის არსებობა (საშვილოსნოს ყელში, საშოში, გარეთა სასქესო ორგანოებში) საფრთხეს უქმნის ორსულობას, და შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა, ნაადრევი მშობიარობა და მშობიარობის დროს ბავშვის ინფექცია. ორსულობის დროს ფლორის ნაცხის ინტერპრეტაცია ტარდება იგივე პარამეტრების მიხედვით, როგორც არაორსულ ქალებში, თუმცა, აუცილებელია გავითვალისწინოთ ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილება – რაოდენობის 15-20-მდე გაზრდა მხედველობის არეში და ბრტყელი ეპითელური უჯრედების რაოდენობის ზრდა.

როდის ჩავიტაროთ საშოს ნაცხის მიკროსკოპიული გამოკვლევა?

  • შარდსასქესო ორგანოებთან დაკავშირებული ანთების სიმპტომების არსებობა;
  • პროფილაქტიკური გამოკვლევები;
  • ორსულობა;
  • მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი;
  • მიკროფლორის მდგომარეობის მონიტორინგი ანტიბიოტიკების მიღებისას;
  • ჰორმონალური და იმუნოსუპრესიული თერაპია.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ნაცხის აღებამდე:

  • თავი შეიკავეთ შარდვისგან სამი საათის განმავლობაში.
  • სამი დღის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან.
  • არ მიიღოთ ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური მედიკამენტები 14 დღის განმავლობაში.
  • სამი დღის განმავლობაში თავი შეიკავეთ ვაგინალური სუპოზიტორების, მალამოების, ტამპონების გამოყენებისგან.
  • კლინიკური მასალის სინჯის აღების ოპტიმალური დროა მენსტრუალური ციკლის მე-10-დან მე-20 დღემდე.
  • მასალის აღება არ შეიძლება მენსტრუაციის დროს (მხოლოდ სამი დღის შემდეგ).
  • მასალის აღება გინეკოლოგის მიერ ხდება ნაცხის გამოკვლევამდე არა უადრეს 24 საათისა.
  • ლაბორატორიულ ცენტრში უროგენიტალური მასალის აღება არ ხდება (კვლევა ტარდება მხოლოდ მოტანილ მასალაზე).

საკვლევი მასალა

ვაგინალური (საშოს) ნაცხი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

  • ნაცხში დიდი რაოდენობით ბრტყელი ეპითელიუმის არსებობა შეიძლება მიუთითებდეს ანთებით პროცესზე (ვაგინიტი, ცერვიციტი, ურეთრიტი), ნაცხში ეპითელიუმის არარსებობა მიუთითებს ჰორმონალურ დარღვევებზე (ქალის სასქესო ჰორმონების უკმარისობა).
  • ნაცხში ლეიკოციტების მომატებული შემცველობა მიუთითებს შესაძლო ანთებაზე (ვაგინიტი – საშოს ანთება, ცერვიციტი – საშვილოსნოს ყელის არხის ანთება).
  • ლაქტობაცილების რაოდენობის შემცირება ბაქტერიული ვაგინოზის ერთ-ერთი ნიშანია.
  • მიღებული შედეგები შეიძლება მიუთითებდეს პათოგენების ზრდის არარსებობა/არსებობაზე;

განისაზღვრება საშოს სისუფთავის ხარისხი:

I ხარისხი: ნაცხი შეიცავს დიდი რაოდენობით დოდერლეინის ჩხირებს (ლაქტობაცილებს), მცირე რაოდენობით ბრტყელ ეპითელიუმს. სრულიად ჯანმრთელი ქალებისთვის დამახასიათებელია საშოს სისუფთავის 1 ხარისხი.

II ხარისხი: ნაცხში დგინდება კოკები მცირე რაოდენობა, თუმცა ჭარბობს დოდერლეინის ჩხირები. საშოს სისუფთავის II ხარისხი არ არის ავადმყოფობის ნიშანი და შეინიშნება ბევრ ჯანმრთელ ქალში.

III ხარისხი: ნაცხი შეიცავს მცირე რაოდენობით დოდერლეინის ჩხირებს, ჭარბობს კოკები და აღინიშნება ლეიკოციტების გაზრდილი რაოდენობა (10-ზე მეტი მხედველობის არეში). საშოს სისუფთავის III ხარისხი არახელსაყრელია და მიუთითებს ანთებითი დაავადების არსებობაზე.

IV ხარისხი: ნაცხში პრაქტიკულად არ არის დოდერლეინის ჩხირები, შეიცავს დიდი რაოდენობით კოკებსა და ლეიკოციტებს. საშოს სისუფთავის IV ხარისხი მიუთითებს ბაქტერიულ ვაგინოზზე (საშოს ანთებითი დაავადება ნორმალური მიკროფლორის გაქრობით).

 

 

 

 

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/cytologia/mazok-na-mikrofloru.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button