Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ძაღლის ქერცლის ალერგენი (e5) | სპეციფიური ას IgE

ცნობილი როგორც:ძაღლის ქერცლის ალერგენი
SKU: 348

45.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ძაღლის ქერცლზე ალერგია გამოწვეულია იმუნური რეაქციით იმ პროტეინებზე, რომლებიც ცხოველის კანის უჯრედებშია აღმოჩენილი. პროცესის ინიცირებას იწვევს ადამიანის კონტაქტი ძაღლის კანის ქერცლთან.

ალერგიის ამ ფორმის არსებობისას, მისი თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა  ცხოველთან კონტაქტის მინიმუმადე დაყვანა. სიმპტომების ჩამოყალიბებისას აუცილებელია ჩატარდეს ანტიალერგიული მკურნალობა

 

სიმპტომები

სურდო

ცემინება

თვალების ქავილი და ცრემლდენა

ცხვირის გაჭედვა

ცხვირისა და სახის კანის ქავილი

ჩანადენი ცხვირ-ხახაში

ხველა

თვალის ქუთუთოების შეშუპება

 

ზოგჯერ ცხოველის ქერცლმა შესაძლოა გამოიწვიოს ან გაამწვავოს ასთმის სიმპტომები:

სუნთქვის გაძნელება

გულმკერდის სუნთქვითი მოძრაობების შეზღუდვა

ამოსუნთქვის ფაზაში მსტვენავი ხიხინი

ძილის დარღვევა სუნთქვასტან დაკავშირებული პრობლემების გამო

ცხოველის ქერცლმა შესაძლოა კანის სიმპტომებიც გამოიწვიოს – ალერგიული დერმატიტის სახით. დერმატიტის ამ ფორმის საფუძველს იმუნური რეაქცია წარმოადგენს. ტიპიური სიმპტომებია:

ჭინჭრის ციება

ეგზემა

კანის ქავილი

 

მექანიზმი

ცხოველის ქერცლის პროტეინების მიმართ სპეციფიკური იმუნოგლობულინები წარმოიქმნება, რომლებიც ალერგენთან კონტაქტისას იწვევენ იმუნურ ანთებას ქსოვილებში. ალერგენთან ხანგრძლივი და რეგულარული კონტაქტი იწვევს ქრონიკული იმუნური  ანთებითი რეაქციების განვითარებას.

ცხოველის კანის ქერცლი მკვდარი, ჩამოფცქვნილი კანის  მცირე ზომის ნაწილაკებს წარმოადგერნს, რომლებიც ხანგრძლივად რჩება ჰაერში შეწონილი, ასევე ადვილად ეკვრის ტანსაცმელს და რბილ ქსოვილებს.

 

რისკფაქტორები

ცხოველის ქერცლის ალერგია უფრო ხშირია იმ ადამინებში, რომლებსაც ალერგიის სხვა ფორმები ან დაავადების ოჯახური ანამნეზი აქვთ. ზოგიერთი კვლევეის თანახმად, შინაურ ცხოველებთან ადრეული ასაკიდან თანაცხოვრება, ბავშვის იმუნურ სისტემას მდგრადს ხდის ცხოველის ალერგენებისადმი.

 

გართულებები

სინუსიტები

ცხვირის ლორწოვანის ხანგრძლივი ანთებითი პროცესი, ცხვირის დანამატი წიაღების სავალების დახშობას და წიაღებში ქრონიკული ბაქტერიული ანთებითი პროცესის განვითარებას უწყობს ხელს.

ასთმა

ცხოველის ქერცლზე ალერგიულ ადამიანებს, ასთმის დიაგნოზით, საკმაოდ უძნელდებათ მდგომარეობის დასტაბილურება. ცხოველის ქერცლთან რეგულარული ურთიერთობით, ისინი ასთმის შეტევის რისკის ქვეშ არიან, რასაც გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება.

პრევენცია

ძაღლების ან სხვა შინაური ცხოველების აყვანამდე, უნდა დარწმუნდეთ რომ არ ხართ ალერგიული ცხოველის ქერცლის მიმართ.

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ცხოველებთან ურთიერთობისას განვითარებული, გახანგრძლივებული ალერგიული ხასიათის სიმპტომები აუცილებლად საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკას და საჭიროების მიხედვით მკურნალობის საკითხის განხილვას ექიმ-სპეციალისტთან, განსაკუთრებით გართულებების არსებობის შემთხვევაში. ასთმის ან ანაფილაქსიის სიმპტომების განვითარებისას გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაა საჭირო.

 

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button