Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

VDRL – ტიტრი (CMT) (სიფილისი, ათაშანგი) სკრინინგი

ცნობილი როგორც:VDRL – ტიტრი (CMT) სიფილისი
SKU: 318

61.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

 

სიფილისი ინფექციური, გადამდები დაავადებაა, რომელსაც იწვევს ბაქტერია Treponema Pallidum და მისი გადაცემა ხდება სქესობრივი კონტაქტით, სისხლის ტრანსფუზიით და პლაცენტური გზით.

 

კლინიკური ასპექტები: ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გამომწვევი ადვილად ვრცელდება ლიმფური სისტემის მეშვეობით.  ინკუბაციური პერიოდი 15 დღიდან 3 თვემდე გრძელდება.

დაავადების კლინიკური გამოვლინებებია:

  • ადრეული – ინფექციის სტადია
  • გვიანი – არაინფექციური სტადია

თითოეული ფორმა შეიძლება ორ სტადიას მოიცავდეს:

  • პირველადი, მეორეული და ადრეული ლატენტური (ფარული) სიფილისი
  • გვიანი ლატენტური (ფარული) სიფილისი და მესამეული სიფილისი

პირველადი სიფილისი კლინიკურად ვლინდება  გენიტალური შანკრით (კვანძოვანი წარმონაქმნი) და ადენოპათიით (ლიმფური კვანძების გადიდებით). შანკრი 2-6 კვირის განმავლობაში უკუგანვითარდება, სპეციფიკური მკურნალობის გარეშეც.

მეორეული სიფილისი კლინიკურად კანის და ლორწოვანების გამონაყრით ვლინდება (ხელისა და ფეხის გულებზე, კისერზე და სახეზე), ზოგჯერ ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ცხელება. სახსრების ტკივილი, პოლიადენოპათია (ლიმფური კვანძების გადიდება), ჰეპატიტი, უვეიტი (თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება).

კლინიკური გამოვლინება 6 კვირიდან 6 თვემდე პერიოდში იწყება, შანკრის განვითარების შემდეგ. სიმპტომები რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს, რასაც პერიოდულად მოსდევს უსიმპტომო პერიოდების მონაცვლეობა. არანამკურნალებ შემთხვევაში აღნიშნული ფაზა 1-2 წელიწადი გრძელდება.

ადრეული და მოგვიანებითი ლატენტური (ფარული) სიფილისის სტადიები კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს.  ამ ეტაპზე დიაგნოსტიკა მხოლოდ სეროლოგიური კვლევებითაა შესაძლებელი.

მესმეული სიფილისი  კლინიკურად  კანის გუმებით, ნევროლოგიური (ზურგის ტვინის დეგენერაცია, გენერალიზებული პარეზი), კარდიოვასკულური (სიფილისური აორტიტი, აორტის ანევრიზმა, კორონარული სტენოზი) გამოვლინებებით ხასიათდება.  ამ სტადიის სიმპტომები საწყისი დაზიანებიდან 4-40 წლის პერიოდში ვლინდება. საწყის სტადიებზე  ანტიბიოტიკოთერაპიის მეშვეობით, დღეისათვის მესამეული სიფილისი პრაქტიკულად აღარ გვხვდება.

თანდაყოლილი სიფილისი. არსებობს მკრთალი ტრეპონემით გამოწვეული ინფექციის ტრანსპლაცენტური გადაცემის რისკი.  დიაგნოსტიკა ორსულებში გართულებულია, რადგან არსებობს ცრუ დადებითი პასუხის მიღების ალბათობა. ამ შემთხვევაში  FTA-ABS IgM ან  EIA-IgM ანტისხეულების განსაზღვრა საშუალებას იძლევა უკვე გადატანილი სიფილისის ნარჩენი ანტისხეულების განსხვავების, მიმდინარე სიფილისისგან.

 

Treponema pallidum-ით გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის გამოიყენება შემდეგი კვლევის მეთოდები:

  • პათოგენის პირდაპირი გამოვლენა: მიკროსკოპია, პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის რეაქცია (RIF), მოლეკულური მეთოდები (PCR ანალიზი);
  • პათოგენის არაპირდაპირი გამოვლენა (ინფექციის სეროლოგიური მარკერები).

სიფილისის სეროლოგიური დიაგნოზი ეფუძნება ტრეპონემულ და არატრეპონემულ ტესტებს.

პირველადი იმუნური პასუხი წარმოდგენილია IgM ტიპის სპეციფიური ანტი-ტრეპონემული ანტისხეულებით, რომლებიც ვლინდება ინფექციის მე-2 კვირის ბოლოს; ანტი-ტრეპონემული IgG ანტისხეულები ჩნდება მოგვიანებით, მე-4 კვირაში. ამრიგად, კლინიკური სიმპტომების გამოვლენის დასაწყისში პაციენტების უმეტესობას სისხლში აქვს IgM და IgG ანტისხეულები. სპეციფიური IgM ანტისხეულების დონე სწრაფად იკლებს ადრეული სიფილისის ადექვატური მკურნალობის შემდეგ, მაგრამ სპეციფიური IgG ანტისხეულების პერსისტირება გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე. ამ ტიპის ანტისხეულების განსაზღვრა შედის ტრეპონემული ტესტების კომპლექსში.

სწრაფი ტესტი სიფილისის ანტისხეულებზე  გამოიყენება T. pallidum-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების (IgG, IgM და IgA) ხარისხობრივად და შერჩევითად გამოსავლენად მთელ სისხლში, შრატში ან პლაზმაში. ტესტის მგრძნობელობა წარმოადგენს 99.54%-ს, სპეციფიურობა – 100%-ს.

 

 

 

 

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

 

https://www.synevo.ro/shop/v-d-r-l/

ლაბორატორიები
Call Now Button