Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

თავისუფალი β-ქორიონული გონადოტროპული ჰორმონი

ცნობილი როგორც:Free β-chorionic gonadotropin hormone
SKU: 276

90.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG) არის გლიკოპროტეინული ჰორმონი, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება სისხლში და შარდში მხოლოდ ორსულობის დროს. იგი სინთეზირდება პლაცენტური ქსოვილის მიერ (დაწყებული პრიმიტიული ტროფობლასტით) და ხელს უშლის ყვითელი სხეულის დესტრუქციას ორსულობის პირველ კვირებში. hCG ან hCG-ის მსგავსი ნივთიერებები ასევე პროდუცირდებიან სხვადასხვა ტროფობლასტური ან არატროფობლასტური სიმსივნეების მიერ.

ინტაქტური hCG შედგება 2 სუბერთეულისგან (ალფა და ბეტა სუბერთეულები), რომლებიც დაკავშირებულნი არიან არაკოვალენტური ბმით. ეს სუბერთეულები ასევე შეიძლება წარმოდგენილნი იყვნენ თავისუფალი, შეუკავშირებელი ფორმით. ალფა სუბერთეულს აქვს ჰიპოფიზის გლიკოპროტეინული ჰორმონების (LH, FSH და TSH) ჰომოლოგიური სუბერთეულის იდენტური სტრუქტურა. ბეტა სუბერთეული სპეციფიურია თითოეული ამ ჰორმონისთვის, რაც მათ განსაკუთრებულ ბიოლოგიურ აქტივობას განსაზღვრავს. თუმცა, არსებობს მსგავსება hCG და LH-ის ბეტა სუბერთეულებს შორის, რაც ხსნის ამ ორი ჰორმონის არსებითად იდენტურ ბიოლოგიურ აქტივობას.

hCG-ის თავისუფალი β-სუბერთეულის ფრაქცია წარმოადგენს საერთო ინტაქტური hCG-ის დაახლოებით 1%-ს, ის ბიოლოგიურად არააქტიურია. კვლევებმა აჩვენა, რომ სწორედ hCG-ის β-სუბერთეულის თავისუფალი ფრაქციის დონეა ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ანეუპლოიდიების არსებობის ყველაზე ზუსტი მარკერი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ტროფობლასტური დაავადებების დიაგნოსტიკა და მონიტორინგი (მოლარული ორსულობა, ქორიოკარცინომა);
  • სათესლე ჯირკვლის, hCG-ის მასეკრეტირებელი, სიმსივნეების დიაგნოსტიკა და მონიტორინგი, გაზრდილი თავისუფალი ბეტა-hCG/hCG თანაფარდობით (ზოგიერთ შემთხვევაში სიმსივნე გამოყოფს მხოლოდ თავისუფალ ბეტა-hCG-ს);
  • ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგის ადრეული მონიტორინგი;
  • დედის შრატში თავისუფალი ბეტა-hCG-ის განსაზღვრა PAPP-A-სთან (ორსულობასთან ასოცირებული პლაზმის ცილა) ერთად, სასარგებლოა ორსულობის პირველ ტრიმესტრში დაუნის სინდრომის, ტრისომია 18-ის და ნაყოფის სხვა ქრომოსომული დარღვევების პრენატალური სკრინინგისთვის (ორმაგი ტესტი);
  • დედის შრატში თავისუფალი ბეტა-hCG-ის განსაზღვრა AFP-თან და არაკონიუგირებულ ესტრიოლთან ერთად, სასარგებლოა ორსულობის მეორე ტრიმესტრში დაუნის სინდრომის, ტრისომია 18-ის, ნერვული მილის დეფექტებისა და სხვა დარღვევების პრენატალური სკრინინგისთვის (სამმაგი ტესტი).

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თავისუფალი ბეტა-hCG-ის კონცენტრაცია იზრდება:

  • ტრისომია 21 (დაუნის სინდრომი);
  • შერეშევსკი-ტერნერის სინდრომი;
  • მრავალჯერადი ორსულობა;
  • კისტოზური დრიფტი, ქორიონული კარცინომა;
  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებული დედა;
  • სინთეზური გესტაგენების მიღება.

თავისუფალი ბეტა-hCG-ის კონცენტრაცია მცირდება:

  • ტრისომია 13 (პატაუს სინდრომი), ტრისომია 18 (ედვარდსის სინდრომი);
  • ანენცეფალია;
  • საშვილოსნოს გარე ორსულობა;
  • ორსულობის შეწყვეტის საფრთხე, ნაყოფის ინტრაუტერინული სიკვდილი;
  • პრეეკლამფსია.

დამატებითი ინფორმაცია

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

პაციენტმა უნდა მიუთითოს ბოლო მენსტრუაციის თარიღი ან ულტრაბგერით განსაზღვრული გესტაციური ასაკი.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

Free Beta-HCG

https://spravochnik.synevo.ua/ru/prenatalnaia/beta-hcg-svobodniy.html

 

ლაბორატორიები
Call Now Button