Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ინჰიბინ A | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ინჰიბინ A
SKU: 210

122.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ინჰიბინები რეპროდუქციული სისტემის ჰორმონებია, რომლებიც მონაწილეობს ოოციტების (კვერცხუჯრედის წინამორბედი უჯრედის) განვითარებაში.  ქალებში ინჰიბინებს წარმოქმნის ძირითადად საკვერცხის  გრანულოზური უჯრედები, ორსულობისას – პლაცენტა. საკვერცხის სხვადასხვა ფაზაში მათი ოდენობები განსხვავებულია. ადრეულ ფოლიკულურ ფაზაში ინჰიბინ A-ს დონე დაბალია, ოვულაციისას იმატებს და მაქსიმუმს შუალუთეინურ ფაზაში აღწევს. ინჰიბინ B, პირიქით, მაღალია მაჩვენებელი ფოლიკულურ ფაზაში და შემდეგ კლებულობს.

ინჰიბინი შერჩევითად აფერხებს ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ FSH-ის სეკრეციას (უარყოფითი უკუკავშირის პრინციპის საფუძველზე), არეგულირებს ფოლიკულოგენეზსა და სპერმატოგენეზს, აქვს ადგილობრივი პარაკრინული მოქმედება სასქესო ჯირკვლებზე. ინჰიბინის სინთეზი ამცირებს გონადოლიბერინის სეკრეციას; ანდროგენები, FSH და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი-1 ზრდის მის სეკრეციას.

ინჰიბინი A საკვერცხის  გრანულოზურუჯრედოვანი სიმსივნეების, ზოგჯერ კი მუცინოზური, ეპითელური სიმსივნეების დიაგნოსტიკის და მათი მკურნალობის მონიტორინგისთვის გამოიყენება. თუმცა ამ სიმსივნეების დადასტურებულ შემთხვევათა ნაწილში ინჰიბინ A-ს (ან B-ს) ოდენობის მატება არ აღინიშნება.

ინჰიბინების დონე მაღალია პრემენოპაუზის დროს, ციკლის ფაზების შესაბამისად.

 

ვაჟებში ინჰიბინის დონე იზრდება ბავშვობაში, კონცენტრაციის მწვერვალი 3 თვეზეა, რასაც 10 წლისთვის თან ახლავს თანდათანობითი ვარდნა. ინჰიბინის გამოვლენა მიუთითებს სათესლე ჯირკვლის ქსოვილების არსებობასა და ფუნქციონალურ უნარზე, და გამოიყენება სასქესო ჯირკვლების განვითარებაში არსებული პათოლოგიებისა და საეჭვო სიტუაციებში სქესის დასადგენად.

ამ ჰორმონის ანალიზი საშუალებას იძლევა განვასხვაოთ ანორქია (სათესლეების თანდაყოლილი არარსებობა) და კრიპტორქიზმი (სათესლე პარკში სათესლეები არ არის ჩემოსული), რათა დროულად დაინიშნოს აუცილებელი მკურნალობა.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ინჰიბინ A – ოვარიალური რეზერვის მარკერი (FSH და AMH-სთან ერთად). გრანულოზურუჯრედოვანი საკვერცხის კიბოს მარკერი.

ქალებში:

  • პუბერტატის დარღვევების დიაგნოზი;
  • ქალთა კომპლექსური გამოკვლევისას, რათა დადგინდეს უნაყოფობის მიზეზები, მენსტრუალური დარღვევები, საკვერცხეების ნაადრევი გამოფიტვა და შეფასდეს ოვარიალური რეზერვი;
  • უნაყოფობის მკურნალობისას ART-ზე გადასვლის დროის განსაზღვრა.
  • უნაყოფობის მკურნალობის ეფექტურობის პროგნოზი სხვადასხვა ART მეთოდით;
  • IVF ციკლებში საკვერცხის სტიმულაციის ეფექტურობის პროგნოზი;
  • საკვერცხეების გრანულოზაუჯრედოვანი და ეპითელური სიმსივნის მუცინოზური ტიპის დიაგნოსტიკა, მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი, რეციდივისა და მეტასტაზების შეფასება. (CA-125-სთან ერთად).

მამაკაცებში:

  • პუბერტატის დარღვევების დიაგნოზი;
  • უშვილობის, სპერმატოგენეზის დარღვევების კომპლექსური გამოკვლევა.

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

ქალები: პაციენტმა უნდა მიუთითოს ბოლო მენსტრუაციის თარიღი. უმჯობესია განისაზღვროს მენსტრუალური ციკლის მე-3 დღეს (როდესაც აღინიშნება პიკური დონე).

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ინჰიბინ A დონის მომატება:

  • პოლოკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;
  • გრანულოზურ-უჯრედული საკვერცხის კიბო;
  • საკვერცხის ეპითელიური კიბოს მუცინოზური ტიპი;
  • ანტიანდროგენული თერაპია (მამაკაცებში).

ინჰიბინ A დონის დაქვეითება:

ქალები:

  • საკვერცხის ფოლიკულური რეზერვის ასაკთან დაკავშირებული დაქვეითება;
  • მენოპაუზის დროს;
  • საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა;
  • ქირურგიული მენოპაუზა;
  • ანტიტუმორული ქიმიოთერაპია.

კაცები:

  • სპერმატოგენეზის დარღვევა, განსაკუთრებით მის ადრეულ ეტაპზე;
  • ჰიპერ- და ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button