Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

B ჰეპატიტის ვირუსის Cor ანტიგენი (HBcAg) | ას IgM

ცნობილი როგორც:B ჰეპატიტის ვირუსის Cor ანტიგენი (HBcAg)
SKU: 2009

45.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

დამატებითი ინფორმაცია

ზოგადი ინფორმაცია

B ჰეპატიტის ვირუსი შედგება ბირთვისა და გარსისაგან. მისი გენომი შეიცავს ორჯაჭვიან დნმ-ს. ინფექცია გადაეცემა სისხლით ან სქესობრივი კონტაქტით. ინკუბაციური პერიოდი – დაახლოებით 70 დღე (40-160 დღე).

B ჰეპატიტის ბირთვული (ცენტრალური) ანტიგენი (HbcAg) გვხვდება მხოლოდ ინფიცირებული ღვიძლის უჯრედებში, და არა სისხლში.

B ჰეპატიტის ბირთვული (ცენტრალური) ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეული IgM (ანტი-Hbc-IgM) შრატში ჩნდება B ჰეპატიტის ვირუსის აქტიური პროლიფერაციის დროს და დამახასიათებელია გამოჯანმრთელების ფაზისთვის. IgM შრატში ჩნდება HBs ანტიგენის გამოჩენიდან საშუალოდ 2 კვირის შემდეგ. უმეტეს შემთხვევაში, ეს ანტისხეულები ნარჩუნდება 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში და, იშვიათად, 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჰეპატიტის განკურნების პირობებშიც კი.

ანტი-HBc ანტისხეულებთან ერთად, ანტი-Hbc-IgM შეიძლება იყოს ერთადერთი სეროლოგიური მარკერი, HBs და Hbe ანტიგენების გაქრობის შემდეგ, მათი შესაბამისი ანტისხეულების გამოჩენამდე და შეიძლება განასხვავოს მწვავე და ქრონიკული HBV ინფექცია.

HBc-IgM ანტისხეულის ანალიზი ტარდება HBs ანტიგენის განსაზღვრასთან ერთად B ჰეპატიტის ვირუსის მწვავე ინფექციის დასადგენად.

ანტი-HBc-IgM ასევე შეიძლება გამოვლინდეს ქრონიკული B ჰეპატიტის დროს, მაგრამ თითქმის ყოველთვის მცირე ტიტრით. ქრონიკული B ჰეპატიტის დროს HBc-IgM-ის არსებობა და ტიტრი კორელაციაშია დაავადების ანთებით აქტივობასთან. ამრიგად, ანტი-HBc-IgM შეიძლება გამოყენებულ იქნას ქრონიკული B ჰეპატიტის მონიტორინგშიც.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ჰეპატიტის (მწვავე B ჰეპატიტი) ეტიოლოგიის დიაგნოსტიკა;
  • HBs ანტიგენისა და HBs ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების უარყოფითი შედეგები კლინიკური ჰეპატიტის ფონზე („სეროლოგიური ფანჯრის“ ფაზა);
  • ტრანსამინაზების დონის მომატება;
  • ქრონიკული B ჰეპატიტის მონიტორინგი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი:

  • B ჰეპატიტის მწვავე სტადია („ვირუსის რეპლიკაციის“ ფაზა);
  • მწვავე B ჰეპატიტის “სეროლოგიური ფანჯრის” ფაზა;
  • ქრონიკული B ჰეპატიტის რეპლიკაციური ეტაპი;
  • ცრუ დადებითი შედეგები – საჭიროა სხვა მეთოდით დადასტურება.

უარყოფითი შედეგი:

  • ვირუსული B ჰეპატიტის ადრეული ინკუბაციური პერიოდი;
  • მწვავე ვირუსული B ჰეპატიტის გამოჯანმრთელების ფაზა;
  • ქრონიკული B ჰეპატიტი.

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/gepatit/virus-gepatita-b.html
https://www.synevo.ro/shop/anti-hbc-igm/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button