Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ვიტამინი E | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ტოკოფეროლი
SKU: 2001

80.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ვიტამინი E ( ტოკოფეროლი) ფართოდ გავრცელებული ანტიოქსიდანტია, რომელიც ხელს უწყობს უჯრედული მემბრანის სტაბილიზაციას და A ვიტამინის ოქსიდაციისგან (ჟანგვისგან) დაცვას. E ვიტამინის 8 ნატურალური ფორმა არსებობს, რომელთაც მსგავსი ქიმიური სტრუქტურა და ფიზიოლოგიური აქტივობა ახასიათებთ.  ყველაზე აქტიური და ბიოლოგიურად ეფექტრუი ფორმაა α-ტოკოფეროლი.

ვიტამინი E ცხიმსა და ალკოჰოლში ხსნადი ვიტამინია, უძლებს 250ºC-მდე ტემპერატურას, თუმცა მგრძნობიარე სინათლისა და ჟანგბადის მიმართ. ვიტამინი E ასევე იშლება პასტერიზაციით, საკვებში ნატრიუმის ბიკარბონატის სტაბილიზატორის არსებობით და ხანგრძლივი შენახვის პირობებში. მაგალითად, გაყინულ ხორცში რამდენიმე დღეში იშლება მასში არსებული ვიტამინი E. თეთრი ფქვილი 80%-ით ნაკლებ ვიტამინი E-ს შეიცავს, ვიდრე მთელმარცვლოვანი ფქვილი. რეკომენდებულია ცივი დაწურვით მიღებული, არარაფინირებული  მცენარეული ცხიმის გამოყენება საკვებად, რადგანაც ცხელი დაწურვა და რაფინირება მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს და ანადგურებს მცენარეულ ზეთში ტოკოფეროლის შემცველობას.

ტოკოფეროლი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების მოცილებას, იცავს უჯრედის მემბრანის უჯერი ლიპიდების მთლიანობას და ასევე იცავს რეტინოლს ჟანგვითი პროცესებისგან. ვიტამინი E მონაწილეობს რეპროდუქციულ პროცესებში, სასქესო და სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირებაში, ასევე უზრუნველყოფს გლიკოგენის დაგროვებას ღვიძლსა და კუნთებში, მათ შორის გულის კუნთში.

ვიტამინი E ასევე მონაწილეობს სისხლძარღვების ენდოთელიური უჯრედების მიერ პროსტაციკლინების სინთეზში (ენგოგენური ვაზოდილატატორია), ასევე აბლოკავს თრომბოქსანების წარმოქმნას თრომბოციტებში, რითაც ხელს უშლის სისხლძარღვის კედელზე თრომბოციტების აგრეგაციას (შეწებებას). თრომბოციტების აგრეგაციაზე E ვიტამინის გავლენა მნიშვნელოვანი მექანიზმია კორონარული ათეროსკლეროზის და თრომბოზის მექანიზმებში.

ვიტამინი E დღიური საჭიროება პირდაპირ კავშირშია ადამიანის ასაკთან და საკვებთან ერთად მიღებული პოლიუჯერი მჟავების ოდენობასთან, რისი დაბალანსებაც შესაძლებელია ბალანსირებული რაციონით.  ხანდაზმულებს, ორსულებს და მეძუძურ დედებს ტოკოფეროლის მეტი რაოდენობა ესაჭიროებათ. ასევე დამატები უნდა მივცეთ ჩვილს ვიტამინი E, საკუთარი ნაწლავური მიკროფლორის ჩამოყალიბებამდე, რადგან დედის რძე ამ ვიტამინს ნაკლებად შეიცავს.

ვიტამინი E დეფიციტი ვითარდება დაუბალანსირებელი კვებითი რაციონის, ან ნაწლავური მალაბსორბციის დროს. ადამიანები და მათ შორის ბავშვები ნაწლავების, პანკრეასის დაავადებებით, ქრონიკული ქოლესტაზით (ნაღვლის შეგუბება), ცელიაკიით, ცისტური ფიბროზით,  ნაწლავური ლიმფანგიექტაზიებით და სხვა – ვიტამინის დეფიციტის რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან.

 

 

ვიტამინი E დეფიციტს ახასიათებს:

ჰემოლიზური ანემია – ერითროციტების მემბრანის არასტაბილურობის და გაზრდილი მსხვრევადობის გამო

ნევროლოგიური დარღვევები,  როგორიცაა ატაქსია, არეფლექსია, პროპრიოცეპტული და ვიბრაციული მგრძნობელობის დარღვევა,

კუნთოვანი დისტროფიები

ქოლესტერინის დონის მატება  შრატსა და კუნთებში და ათეროსკლეროზული პროცესების დაწყება.

ვიტამინი E დეფიციტი უფრო ხშირად გვხვდება ხანდაზმულებში და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. მდგომარეობას აუმჯობესებს  ვიტამინის პარენტერული გზით შეყვანა.

დღენაკლულ ბავშვებს, რომელთაც სუნთქვისთვის დამატებითი ჟანგბადი ესაჭიროებათ, აქვთ ბრონქ-ფილტვის დისპლაზიის განვითარების რისკი. E ვიტამინის დანამატის სახით მიწოდება აუმჯობესებს მდგომარეობას და ახდენს დაზიანების პრევენციას.

E ვიტამინით ადრეულად დაწყებული მკურნალობა ახდენს ნევროლოგიური დარღვევების პრევენციას აბეტალიპოპროტეინემიისას (იშვიათი გენეტიკური პათოლოგია, როდესაც არ არსებობს დაბალი და ძალიან დაბალი ლიპოპროტეინები, რაც არღვევს ცხიმის და ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას ნაწლავში).

E ჰიპერვიტამინოზი ანუ ვიტამინის სიჭარბე იშვიათი მდგომარტეობაა და შესაძლოა განვითარდეს ტაბლეტირებული ფორმით მაღალი დოზით მიღებისას. იწვევს: ოლიგოსპერმიას, აზოოსპერმიას მამაკაცებში, ხოლო ქალებში – საკვერცხის ინვოლუციას და მენსტრუალური ციკლის მოშლას.

 

როდის ჩავიტაროთ კვლევა?

  • ნაადრევ ახალშობილებში გამოხატული ჰემოლიზური ანემიისას
  • ნერვკუნთოვანი დარღვევების გამოვლენისას ქრონიკული ქოლესტაზით დაავადებულებში
  • ხანგრძლივად პარენტერულ კვებაზე მყოფი პაციენტების მონიტორინგისას
  • ნაწლავის ლიპიდური მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენტებში (ცისტური ფიბროზი)
  • მოტორული და სენსორული ნეიროპათიების მქონე პაციენტებში

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

წინასწარი მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ. კვლევამდე 24 საათის განმავლობაში მოერიდეთ ალკოჰოლს

რეფერალური ნორმები

ასაკი (წლის) ნორმის დიაპაზონი (მგ/ლ)
<1 2 – 21
1-19 6 – 14
>19 5 – 18

 

შედეგების ინტერპრეტაცია

 

შრატში E ვიტამინის დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა დაუბალანსებელი კვებითი რაციონის, ან მალაბსორბციის სინდრომის შედეგი იყოს. თუ მაჩვენებლები ნორმის ქვემოთაა აუცილებელია ვიტამინოთერაპია E ვიტამინით. ორალური ფორმით მედიკამენტის დანიშვნისას გასათვალისწინებელია, რომ მიღებული დოზის მხოლოდ 30% შეთვისება ხდება ნაწლავიდან.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

 

 

https://www.synevo.ro/shop/vitamina-e-tocoferol/

ლაბორატორიები
Call Now Button