Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილა (hsCRP)

ცნობილი როგორც:მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილა (hsCRP)
SKU: 199

45.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

 

C  რეაქტიული ცილა მწვავე ფაზის ერთერთი ყველაზე მგრძნობიარე რეაქტანტია. პლაზმაში მისი კონცენტრაცია დრამატულად იცვლება მძიმე ტრავმების,ბაქტერიული ინფექციების, ანთების, ქირურგიული ჩარევის და სიმსივნური პროცესების დროს.
მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილა (Hs-CRP) სუბსტანციაა, რომელიც მატულობს სისხლში ანთების, ინფექციის, ქირურგიული ჩარევების, ტრავმების დროსაც.
მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილის (Hs-CRP) გამოვლენა დაბალ კონცენტრაციებში, მიუთითებს გახანგრძლივებულ ვასკულურ ანთებაზე.

მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილა (Hs-CRP) გულის ქრონიკული დაავადების განვითარების შესაფასებელი მარკერია, რომლის გამოყენება შესაძლებელია პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებშიც.
Hs-CRP -ს ნორმული, უმნიშვნელოდ მომატებული მაჩვენებელი  (1.0 – 3.0 მგ/ლ), სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანებში  მიუთითებს მომავალში გულის შეტევის, ინსულტის, უეცარი კარდიული სიკვდილის და არტერიების პერიფერიული (ათეროსკლეროზული) დაავადებების განვითარების რისკზე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქოლესტეროლის მაჩვენებელი ნორმას არ სცილდება.

არაერთი ეპიდემიოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ პაციენტებს, როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს, პლაზმის მაღალი მგრძნობელობის CRP-ს მაჩვენებლის ზრდით, გულის კორონარული დაავადების და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების  მომატებული რისკი აქვთ.
ამგვარად, C რეაქტიული ცილა გულის კორონარული დაავადებების არაპირადპირი რისკ-ფაქტორია და მისი მომატებული კონცენტრაცია პლაზმაში შესაძლოა ასახავდეს ისეთ მდგომარეობებს, როგორებიცაა:

  • ინფექციური აგენტებით გამოწვეული კორონარული არტერიების ანთებითი პროცესი
  • ანთებითი პროცესების მიმდინარეობის სიმძიმე ათეროსკლეროზულ სისხლძარღვებში
  • მიოკარდიუმის იშემიასთან დაკავშირებული ანთების გაფართოება-გავრცელება
  • მიოკარდიუმის ნეკროზთან დაკავშირებული ანთების გაფართოება-გავრცელება
  • პროანთებითი ციროკინების რაოდენობა და აქტივობა

 

მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილა ზომავს აღნიშნული ცილის მცირე ცვლილებას, რაც კორელაციაშია კარდიოვასკულური დაავადებების რისკფაქტორებთან და გულის დაავადების პრევენციასთან.

მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილის ტესტი უფრო მეტად მგრძნობიარეა, სტანდარტულ კვლევასთან შედარებით და C რეაქტიული ცილის კონცენტრაციის უმნიშვნელო ცვლილებების დაფიქსირების შესაძლებლობას იძლევა. ის გამოიყენება შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • ინფექციის სტატუსის შესაფასებლად
  • ქრონიკული ანთებითი დაავადებების სადიაგნოსტიკოდ (მაგ: რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა)
  • გულის დაავადებების რისკის შეფასებისთვის
  • გულის განმეორებითი შეტევის რისკის შესაფასებლად

არაერთი ეპიდემიოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ პაციენტებს, როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს, პლაზმის მაღალი მგრძნობელობის CRP-ს მაჩვენებლის ზრდით, გულის კორონარული დაავადების და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების  მომატებული რისკი აქვთ.
ამგვარად, C რეაქტიული ცილა გულის კორონარული დაავადებების არაპირადპირი რისკ-ფაქტორია და მისი მომატებული კონცენტრაცია პლაზმაში შესაძლოა ასახავდეს ისეთ მდგომარეობებს, როგორებიცაა:

  • ინფექციური აგენტებით გამოწვეული კორონარული არტერიების ანთებითი პროცესი
  • ანთებითი პროცესების მიმდინარეობის სიმძიმე ათეროსკლეროზულ სისხლძარღვებში
  • მიოკარდიუმის იშემიასთან დაკავშირებული ანთების გაფართოება-გავრცელება
  • მიოკარდიუმის ნეკროზთან დაკავშირებული ანთების გაფართოება-გავრცელება
  • პროანთებითი ციროკინების რაოდენობა და აქტივობა

 

 

 

როდის ჩავიტაროთ კვლევა?

მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილის (Hs-CRP) განსაზღვრა რეკომენდებულია:

  • იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უახლოესი 10 წლის მანძილზე გულ-სისხლძარღვოვანი პათოლოგიის განვითარების 10%-20%-იანი რისკი აქვთ (სტანდარტული მარკერებით განსაზღვრული).
  • გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების, ქრონიკული ანთებითი მდგომარეობების, დიაბეტის ან თირკმლის პათოლოგიების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში – მკურნალობის გადაწყვეტილებების მისაღებად.

 

როდესაც მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილის (Hs-CRP) მაჩვენებელი მომატებულია, რეკომენდებულია ტესტის გამეორება, დაახლოებით 2 კვირაში.

 

კვლევის ჩატარება არ არის რეკომენდებულიინფექციის ან ანთების სიმპტომების მქონე პაციენტებში და ტრავმების დროს.

 

წინასწარი მომზადება:  საჭირო არ არის

საკვლევი მასალა:  ვენური სისხლი

 

რეფერალური ნორმები:

< 1მგ/ლ: დაბალი რისკი

1-3 მგ/ლ: საშუალო რისკი

> 3 მგ/ლ: მომატებული რისკი

თუ მაჩვენებელი ​​> 10 მგ/ლ-ზე მეტია, კარდიოვასკულური მიზეზი ნაკლებ სავარაუდოა.

 

რეფერალური ნორმები ახალშობილებსა და ბავშვებში:

ახალშობილები (0-3 კვირამდე): 0.1-4.1 მგ/ლ

ბავშვები (1 თვიდან – 15 წლამდე ): 0.1 -2.8 მგ/ლ

ინტერპრეტაცია

C რეაქტიული ცილის მაჩვენებლის ზრდა არასპეციფიკური მარკერია და მისი მნიშვნელობის განხილვა კლინიკური მონაცემების კონტექსტში უნდა განხორციელდეს. კვლევას არ აქვს სასკრინინგი ხასიათი.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button