მაგნიუმი Mg (შარდი) | ლაბორატორიული კვლევა

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

13.50

ჩვეულებრივ, მაგნიუმის 95%, რომელიც იფილტრება თირკმლებში გლომერულურ დონეზე, რეაბსორბირდება მილაკებით, განსაკუთრებით ჰენლეს მარყუჟის აღმავალ ნაწილში.

მაგნიუმის ექსკრეციის პროცესი აკონტროლებს ამ ელემენტის დონეს შრატში, მეორე მხრივ მაგნიუმი კალციუმთან ერთად პარათირეოიდული ჰორმონის ზემოქმედებას ექვემდებარება; კალციუმის რეაბსორბციის გაზრდა იწვევს მაგნიუმის აბსორბციის დათრგუნვას. ჰიპერკალციემია, ჰიპოფოსფატემია და აციდოზი წარმოადგენენ მაგნიუმის მილაკოვანი რეაბსორბციის ინჰიბიტორებს.

როდესაც თირკმლის ფუნქცია შედარებით დათრგუნულია, ხდება მაგნიუმის შეკავება, რაც იწვევს შრატში მისი დონის მომატებას.

როდის ჩავიტაროთ ტესტი მაგნიუმზე?

  • ელექტროლიტური სტატუსის გამოკვლევა;
  • შრატში მაგნიუმის პათოლოგიური დონის მიზეზის დადგენა;
  • ნეფროლითიაზი.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

პაციენტის მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა

სასურველია დილის პირველი შარდი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

შარდში მაგნიუმის კონცენტრაცია იზრდება:

  • ბარტერის სინდრომი;
  • თირკმლების დაავადება მაგნიუმის ჭარბი დაკარგვით (ქრონიკული გლომერულონეფრიტი, ქრონიკული პიელონეფრიტი, თირკმლის მილაკოვანი აციდოზი, მწვავე მილაკოვანი ნეკროზის დიურეზული ფაზა, პოსტობსტრუქციული დიურეზი);
  • ჰიპერალდოსტერონიზმი;
  • პაციენტები, რომლებმაც ჩაიტარეს თირკმლის ტრანსპლანტაცია და იმყოფებიან იმუნოსუპრესიული მკურნალობის ქვეშ.

შარდში მაგნიუმის კონცენტრაცია მცირდება:

  • მალაბსორბცია;
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
  • ხანგრძლივი პარენტერალური მკურნალობა;
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
  • ჰიპოპარათირეოზი;
  • ჰიპერკალციურია;
  • ადისონის დაავადება

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/magneziu-urinar/

 

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button