Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ტრიქომონა ვაგინალისი | დნმ (პჯრ რეალურ დროში)

ცნობილი როგორც:Trichomonas vaginalis
SKU: 1676

90.00

საკვლევი მასალა: შარდი, უროგენიტალური ნაცხი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1****
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: არა
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

კვლევისთვის ნაცხის აღება შესაძლებელია:

 

“სინევოს” ვარკეთილის ფილიალში. მის: სუხიშვილის N1, ყოველდღე, კვირის გარდა:
📌ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
📌შაბათი 10:30-14:00
“სინევოს” დოლიძის ფილიალში. მის: დოლიძის N46 ყოველდღე, კვირის გარდა:
📌ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
📌შაბათი 09:00-14:00
ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია

**** ტესტი კეთდება კვირაში ერთხელ  – პარასკევს

უროგენიტალური ტრიქომონიაზი არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს პროტოზოა – Trichomonas vaginalis. ტრიქომონიაზის პრევალენტობა, სხვადასხვა მონაცემებით, მერყეობს 3,1%-დან 10%-მდე.

გადაცემის ძირითადი გზა სქესობრივი კონტაქტია, იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გადაცემა პირადი ჰიგიენური საშუალებებით და მშობიარობის დროს.

ამჟამად ტრიქომონიაზის დიაგნოსტიკის ყველაზე გავრცელებულ მეთოდად რჩება მოლეკულური დიაგნოსტიკის ეთოდი – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR). ეს მეთოდი  იძლევა მოკლე დროში მაღალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობით (95-100%) და სპეციფიურობით (95-100%-ზე) N. gonorrhoeae-ის იდენტიფიცირებისა და მკურნალობის დანიშვნის საშუალებას.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • Trichomonas vaginalis-ის გამორიცხვა, როგორც ურეთრიტის, ვაგინიტის, ცერვიციტის კლინიკის გამომწვევი მიზეზი ქალებში და ურეთრიტის გამომწვევი მიზეზი მამაკაცებში;
  • Trichomonas vaginalis-ის გამორიცხვა გონორეის დადასტურებული დიაგნოზის დროს;
  • Trichomonas vaginalis-ის გამორიცხვა უნაყოფობის ყველა შემთხვევაში (კაცები და ქალები);
  • მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი (მკურნალობის დასრულებიდან არა უადრეს 3 კვირისა).

მამაკაცებში ისეთი სიმპტომებისას, როგორიცაა:

  • გაღიზიანება და დისკომფორტი;
  • წვა შარდვისას და ეაკულაციის შემდეგ;
  • გენიტალური გამონადენი.
  • ქალებისთვის, საჩივრები მოიცავს:

ქალებში ისეთი სიმპტომებისას, როგორიცაა:

  • ვაგინალური ქაფიანი გამონადენი უსიამოვნო სუნით;
  • სიწითლე, გაღიზიანება, ქავილი და წვა სასქესო არეში;
  • ტკივილი შარდვის დროს, სქესობრივი აქტის დროს ან მის შემდეგ;
  • ვაგინალური სისხლდენა;
  • Ხშირი შარდვა;

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

საკვლევ მასალაში გამოვლენილია Trichomonas vaginalis:

Trichomonas vaginalis არის კლინიკური გამოვლინების ეტიოლოგიური მიზეზი.

საკვლევ მასალაში Trichomonas vaginalis არ ვლინდება:

  • ინფექცია არ აღინიშნება;
  • საკვლევ მასალაში ვერ ხდება Trichomonas vaginalis-ის დეტექცია;
  • პათოგენის მცირე რაოდენობა (მისი დონე ანალიტიკური მგრძნობელობის ქვემოთაა);
  • ცრუ-უარყოფითი შედეგი საკვლევ მასალაში პჯრ ტესტის ინჰიბიტორების არსებობისას

დამატებითი ინფორმაცია

 

T. vaginalis ავლენს ტროპიზმს ქალებში საშოსა და ურეთრის ლორწოვანი გარსის, ხოლო მამაკაცებში – შარდსადენის მიმართ, ამიტომ მწვავე მიმდინარეობისას კლინიკური გამოვლინებებია ვაგინიტი, ცერვიციტი და ურეთრიტი. ტრიქომონიაზის უსიმპტომოდ გადატანა, რაც ხელს უწყობს მკურნალობის არარსებობის გამო გართულებების განვითარებას, დამახასიათებელია ქალების 10-50%-თვის და მამაკაცების 60-70%-თვის. T. vaginalis-მა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა მემბრანების ნაადრევი რღვევა, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა, უნაყოფობა და მამაკაცებში დანამატების დაზიანება. გასათვალისწინებელია, რომ T. vaginalis დაკავშირებულია სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების განვითარების გაზრდილ რისკთან, განსაკუთრებით Neisseria gonorrhoeae -თან,ამიტომ T. vaginalis-ით გამოწვეული ინფექცია უნდა გამოირიცხოს ყველა პაციენტში გონორეის დიაგნოზით.

ტრიქომონიაზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და კლასიკური გამოვლინებები გვხვდება ინფიცირებულთა მცირე პროცენტში – ქაფიანი გამონადენი გვხვდება ტრიქომონიაზით დაავადებულთა მხოლოდ 10%-ში, “მარწყვის საშვილოსნოს ყელი” – შემთხვევების 2%-ში და pH-ის ზრდა – 16%-ში. ამრიგად, ტრიქომონიაზის დიაგნოზში გადამწყვეტ როლს ასრულებს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და არა კლინიკური სურათი.

Trichomonas vaginalis-ით გამოწვეული დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა მოიცავს პირდაპირი გამოვლენის მეთოდებს, როგორიცაა შეღებილი ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა, კულტურული მეთოდი სპეციალურ საშუალებებზე ინოკულაციით, პჯრ (PCR) დიაგნოსტიკა (პათოგენის დნმ-ის გამოვლენა) და ციტოლოგიური გამოკვლევა (PAP ტესტი); არაპირდაპირი მეთოდი – სეროლოგიური მარკერების (IgG, IgM) გამოვლენა.

ამჟამად ტრიქომონიაზის დიაგნოსტიკის ყველაზე გავრცელებულ მეთოდად რჩება მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდი – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR). ეს მეთოდი  იძლევა მოკლე დროში მაღალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობით (95-100%) და სპეციფიურობით (95-100%-ზე) N. gonorrhoeae-ის იდენტიფიცირებისა და მკურნალობის დანიშვნის საშუალებას.

საკვლევი მასალა

პჯრ დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია:

  • მამაკაცებში დილის შარდის პირველი ნაწილის გამოყენება. ეს არის ყველაზე ოპტიმალური მასალა, რომლის შემთხვევაშიც დიაგნოსტიკური მგრძნობელობა აღწევს 85%-95%-ს.
  • ქალებში შარდის პირველი ნაწილის გამოყენებას აქვს უფრო დაბალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობა (დაახლოებით 80-90%), ვიდრე მამაკაცებში, ამიტომ ქალების შემთხვევაში უროგენიტალური ნაცხი აღიარებულია ტესტირებისთვის ყველაზე ოპტიმალურ მასალად. ქალებში შარდის პირველი ნაწილის შესწავლა შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ სიტუაციებში, როდესაც ძნელია საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღება (მაგალითად, ორსულ ქალებში) ან სახეზეა ცისტიტის კლინიკა (მათ შორის ქრონიკული). ქალების გამოკვლევის ყველაზე ოპტიმალური დროა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან მეოთხე კვირა.
  • ნაცხის ასაღები ჯაგრისი და ეპენდორფი სატრანსპორტო სითხით შეგიძლიათ აიღოთ სინევოს ფილიალებში.
  • ნაცხის ასაღებად მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს (უროლოგი, გინეკოლოგი).

საკვლევი მასალა ლაბორატორიაში უნდა მოიტანოთ 13:00 სთ მდე.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ნაცხის აღებამდე:

  • არ გამოიყენოთ ვაგინალური შხაპი;
  • რეკომენდებულია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება არანაკლებ 24-48 საათის განმავლობაში;
  • არ მოშარდოთ უშუალოდ ნაცხის აღებამდე;
  • კონტრაცეპტივების გამოყენება სამი დღით ადრე უნდა შეწყდეს;
  • ნაცხის აღება ხდება კოლპოსკოპიიდან 24-48 საათის შემდეგ და საშოს ულტრაბგერითი გამოკვლევიდან – 24 საათის შემდეგ;
  • ჩაიტარეთ გარე სასქესო ორგანოების ჰიგიენური პროცედურები საპნის და სხვა სარეცხი საშუალებების გამოყენების გარეშე;
  • ტესტი შეიძლება ჩატარდეს არა უადრეს 10-14 დღისა ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური ან ადგილობრივი ანტისეპტიკების მიღების დასრულებიდან;
  • რეკომენდებულია ტესტის ჩატარება ოვულაციის დროს ან უროგენიტალური ტრაქტის ანთებითი დაავადების სიმპტომების არსებობისას.
  • მენსტრუალური სისხლდენის დროს გამოკვლევა არ ტარდება.
  • კვლევა ტარდება მიკროორგანიზმების შემცველი პრეპარატების (პრობიოტიკები, ევბიოტოცი) მიღებიდან 2 კვირის შემდეგ.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button