Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

Clostridium difficile-ს A & B ტოქსინები (განავალში)

ცნობილი როგორც: კლოსტრიდიუმ დიფიცილე
SKU: 1648

54.00

საკვლევი მასალა: განავალი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

Clostridium difficile  (კლოსტრიდიუმ დიფიცილე) არის ბაქტერია, რომელსაც შეუძლია გამოიწვის როგორც მსუბუქი სიმპტომი – მაგალითად დიარეა, ასევე კოლინჯის – მსხვილის ნაწლავის სიცოცხლისათვის საშიში ანთება.
Clostridium difficile-ს კოლიტი არის ნაწლავის ნორმალური ფლორის დარღვევის შედეგი. ამ დროს ხდება ნაწლავის C. difficile-თი კოლონიზაცია და ტოქსინების (A და B) გამოყოფა, რომლებიც იწვევენ ლორწოვანი გარსის ანთებას, დაზიანებას და დიარეას.

კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი გამოწვეული დაავადება, ხშირად გვხვდება ჰოსპიტალიზებულ ზრდასრულებში.  ინფექცია შესაძლოა გამოიწვიოს ანტიბიოტიკებით მკურნალობამ. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი ინფექცია  გახშირდა  ახალგაზრდებშიც, და იმ ადამიანებში, რომლებსაც არ მიუღიათ ანტიბიოტიკები და არ ყოფილან ჰოსპიტალიზებული.

კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი გამოწვეული დაავადება ანტიბიოტიკების მოხმარებიდან რამოდენიმე თვეში ყალიბდება.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • დიარეის მქონე ნებისმიერ პაციენტში, რომელმაც მიიღო ანტიბიოტიკოთერაპია ბოლო 2 თვის განმავლობაში და/ან დიარეა დაიწყო ჰოსპიტალიზაციის შემდეგ 72 საათის (ან მეტი) შემდეგ. ზუსტი დიაგნოზის დასმამდე საჭიროა ეჭვი მივიტანოთ difficile-ით გამოწვეულ კოლიტზე.
  • მძიმე დიარეული სინდრომი – დეფეკაცია მინიმუმ 3-ჯერ 24 საათის განმავლობაში, წყლიანი კონსისტენციის განავლით;
  • ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გამოწვეული დიარეის დროს.
  • დიარეა იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიის კურსს.

საყურადღებოა:

მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ინფექციის სიმპტომები:

  • თხიერი ფაღარათი დღეში სამჯერ ან მეტჯერ 2-3 დღის ან მეტი ხნის განმავლობაში.
  • მსუბუქი მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში და ტკივილი შეხებისას.

მძიმედ მიმდინარე ინფექციის სიმპტომები

მძიმე შემთხვევებში, ზოგიერთი ადამიანი განიცდის დეჰიდრატაციას და საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. კლოსტრიდიუმ დიფიცილე იწვევს კოლინჯის – მსხვილის ნაწლავის ანთებას (კოლიტი), აზიანებს ნაწლავის ქსოვილს, შედეგად შეიძლება განვითარდეს სისხლდენა ან ჩირქოვანი გამონადენი (ფსევდომემბრანული კოლიტი). მძიმედ მიმდინარე ინფექციის სიმპტომებია:

  • თხიერი ფაღრათი დღეში 10-15-ჯერ.
  • კრუნჩხვები და ტკივილი მუცლის არეში, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე
  • სიცხე
  • სისხლი ან ჩირქი განავალში
  • გულისრევის შეგრძნება
  • დეჰიდრატაცია
  • უმდაობა
  • წონის კარგვა
  • შესიება მუცლის არეში
  • თირკმლის უკმარისობა
  • სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) მომატება განავალში.

დამატებითი ინფორმაცია

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის / მასალის შეგროვების წესები

განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს დაავადების დაწყებიდან რაც შეიძლება მალე და ნებისმიერი ანტიმიკრობული მკურნალობის დაწყებამდე.

  • კვლევისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
  • საკვლევი მასალა გროვდება სტერილურ კონტეინერში, ხრახნიანი და მასალის შესაგროვებელი კოვზიანი თავსახურით.
  • კვლევისას, განავალი არ უნდა შეიცავდეს ისეთ მინარევებს, როგორიცაა შარდი, ამიტომ განავლის შეგროვებამდე უნდა მოშარდოთ, რათა გამორიცხოთ შარდის შეღწევის შესაძლებლობა განავალში.
  • განავალი გროვდება სტერილური ზედაპირიდან – ე.წ. ღამის ქოთანი ან „სუდნო“, რომელიც კარგად არის გარეცხილი საპნით, რამდენჯერმე ჩამორეცხილი ონკანის წყლით, შემდეგ კი მდუღარე წყლით დამუშავებული და გაგრილებული. აკრძალულია ქოთნის ზედაპირის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით.
  • საკვლევი მასალის აღება ხდება ძირითადად განავლის შუა პორციიდან, სპეციალური კოვზით, რომელიც დამონტაჟებულია სტერილური კონტეინერის სახურავზე, კონტეინერის მოცულობის არაუმეტეს 1/3-ის ოდენობით (10 გრამამდე – 1 კოვზი).
  • შეგროვებისას აუცილებლად უნდა მოხდეს მასალის თხევადი ნაწილის – განსაკუთრებით ლორწოვანი და სისხლიანი ნაწილების შეგროვება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • ნუ შეავსებთ კონტეინერს ბოლომდე!
  • ანალიზი სასურველია ჩატარდეს ახლად გამოყოფილ განავალზე ნიმუშის აღებიდან მაქსიმუმ 1 საათის განმავლობაში. თუ ეს შეუძლებელია, ნიმუში ინახება 2-8 ° C ტემპერატურაზე მაქსიმუმ 1 დღის განმავლობაში.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button