Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

Bartonella quintana | ას IgG, IgM (თხრილის ცხელება)

ცნობილი როგორც:თხრილის ცხელება
SKU: 1514

205.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

Bartonella quintana  მცირე ზომის, გრამ-უარყოფითი ბაქტერიაა.  ის იწვევს დაავადებას, რომელსაც „თხრილის ცხელება“ ეწოდება მისი აღმოჩენის ადგილის მიხედვით. დაავადების სიმპტომები  1915 წელს პირველი მსოფლიო ომის  ჯარისკაცებს აღმოუჩინეს, რომლებიც თხრილებში და სანგრებში იმყოფებოდნენ. დაავადების გადამტანია ადამიანის სხეულის ტილი. დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც ტილის მიერ გამოყოფილი ფეკალიები მოხვდება ადამიანის სისხლში. რადგანაც ტილის ნაკბენი ქავილს იწვევს, ქავილის შედეგად დაზიანებული კანიდან ადვილად ხდება ბაქტერიების შეღწევა სისხლში.  ადამიანის სხეულის ტილი განსხვავდება თავის ტილისაგან, რომელიც არ წარმოადგენს  Bartonella quintana -ს გადამტანს. ადამიანის სხეულის ტილი სამოსის და თეტრეულის ნაკეცებში ცხოვრობს და დებს კვერცხებს გასამრავლებლად.

 

სიმპტომები

„თხრილის ცხელება“ როგორც წესი არ იწვევს სიკვდილიანობას, თუმცა, იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ახასიათებს ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა:

  • ძვლების და სახსრების ტკივილი
  • შემცივნება
  • ცხელება
  • თავბრუსხვევა
  • ღვიძლის და ელენთის გადიდება
  • თავის ტკივილი
  • გამონაყარი კანზე
  • სისუსტე

ცხელების ხანგრძლივობა 4-5 დღეა, თუმცა ასეთი ეპიზოდი დაავადების მიმდინარეობისას შსაძლოა რამდენჯერმე განმეორდეს.

სხვა ბაქტერიულ პროცესებსაც ისეთივე სიმპტომები აქვს, როგორც „თხრილის ცხელებას“, მაგალითად: ლეპტოსპიროზს, ტიფს და სხვა.

Bartonella quintana დიაგნოსტირება არც ისე ადვილია. მნიშვნელოვანია სეროლოგიური კვლევა – იმუნოგლობულინების განსაზღვრით.

 

გარდა კანის დაზიანებისა, გამომწვევი ვრცელდება სხვა ქსოვილებშიც: ლიმფურ კვანძებში, სისხლში, ელენთაში, ღვიძლში, ძვლის ტვინში, გულის ქსოვილში.

 

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

პაციენტის მომზადება: საჭირო არ არის

 

რეფერალური ნორმები

 

IgM < 1:12

IgG < 1:64

იმუნოგლობულინ M-ის დადებითი ტიტრი, მიუთითებს მწვავე ინფექციურ პროცესზე.

იმუნოგლობულინ G დადებითი ტესტი – მიუთითებს გადატანილ ინფექციაზე, ან ქრონიკულ მდგომარეობაზე.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button