Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კოაგულაციის ფაქტორი XI

ცნობილი როგორც:კოაგულაციის ფაქტორი XI
SKU: 1399

165.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

კოაგულაციის ფაქტორი XI, იგივე ანტიჰემოფილური ფაქტორი C, ანუ როზენტალის ფაქტორი, გლიკოპროტეინია, რომელიც ღვიძლსა და მეგაკარიოციტებში სინთეზდება. ის პირველად აღმოჩენილ იქნა 1953 წელს პაციენტში, კბილის ექსტრაქციის შემდეგ განვიტარებული მძიმე სისხლდენით. მისი სიხშირე 1:100 000-ზეა.ფაქტორი XI დეფიციტი გენეტიკური პათოლოგიაა და ხშირია აშკენაზ ებრაელებში (ახლონათესაური კავშირებით).

კოაგულაციის ფაქტორი XI (FXI) დეფიციტი გადაეცემა აუტოსომურ რეცესიული გზით, ანუ ორივე მშობლის მიერ დეფექტური გენის მტარებლობისას. გამოვლენის სიხშირე ორივე სქესში თანაბარია.
FXI მნიშვნელოვან როლს თამაშობს კოაგულაციის კასკადში, რასაც თრომბის ჩამოყალიბება მოჰყვება. ის ასტიმულირებს მეტი თრომბინის და ფიბრინოგენის ფიბრინად გარდამქმნელი ცილის წარმოქმნას რაც ხელს უწყობს თრომბის შენარჩუნებას.
XI ანუ როზენტალის ფაქტორის დეფიციტისთვის ნაკლებად იონტენსიური სისხლდენაა დამახასიათებელი, ვიდრე ჰემოფილური A და B ფაქტორების დეფიციტის დროს. ამასთანავე, სისხლდენის ინტენსივობა ხშირად არ შეესაბამება XI ფაქტორის პლზმის დონეს. სპონტანური ჰემორაგიები იშვიათია. პერორალური ანტიფიბრინოლიზური თერაპია კარგად აკონტროლებს ლორწოვანებიდან სისხლდენას (მენორაგია) და ასევე საკმარისი კბილის ექსტრაქციით გამოწვეული სისხლდენის შესაჩერებლად.
აუტოიმუნური დარღვევების მქონე პაციენტებში ძალიან იშვიათად, თუმცა ზოგჯერ გამოვლინდება ფაქტორი XI-ს საწინააღმდეგო ანტისხეულები.
კოაგულაციის XI ფაქტორის დეფიციტისას კოაგულოგრამაში აღინიშნება აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის (APTT) გახანგრძლივება, სწრაფი დროის და თრომბინის დროის ნორმალური მაჩვენებლის ფონზე.

 

როდის ჩავიტაროთ კვლევა?
ტრავმით ან ქირურგიული ჩარევით ინიცირებული გახანგრძლივებული სისხლდენა
ცხვირიდან სისხლდენა
ჰემატურია (შარდში სისხლის კომპონენტი)
მენო-მეტრორაგია
ბადურის სისხლჩაქცევა

 

წინასწარი მომზადება: კვლევა ტარდება უზმოზე

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

რეფერენტული ნორმები:
70 – 130 %
ორსულობის 1-15 კვირა: 70-130%
ორსულობის 16-40 კვირა: 70-150%

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button