Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

PAI-1 გენი | თვისობრივი ანალიზი

ცნობილი როგორც:პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორი 1
SKU: 1329

210.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

პლაზმინოგენის აქტივატორი ცილაა, რომლის მეშვეობითაც ქსოვილოვანი და სხვა პლაზმინოგენი გარდაიქმნება პლაზმინად. პლაზმინი თავის მხრივ მონაწილეობს ფიბრინოლიზში – ფიბრინის დაშლის პროცესში. პლაზმინოგენის აქტივატორების ინჰიბირებით (დაბლოკვით) ფერხდება ფიბრინოლიზი, რაც იცავს ორგანიზმს სისხლდენისაგან.

გარდა ჰემოსტაზში მონაწილეობისა, ვარაუდობენ რომ PAI-1 ცილა ჩართულია უჯრედების მიგრაციისა და ქსოვილების განახლების პროცესებში.

გენი SERPINE1 უზრუნველყოფს ცილის – პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორი-1-ის (PAI-1) სინთეზს.  SERPINE1 გენის მინიმუმ სამი მუტაციაა აღმოჩენილი  PAI-1 ცილის დეფიციტის მქონე ადამიანებში. PAI-1 ცილის დეფიციტი იწვევს პათოლოგიური სისხლდენების განვითარებას. ასეთ ადამიანებში ნებისმიერი ჭრილობიდან სისხლდება ნევრად უხვი და ხანგრძლივია, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს.

SERPINE1 გენის მუტაცია იწვევს პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორი-1 ცილის დეფიციტს ან ცილის არააქტიური ფორმის სინთეზს.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

PAI-1 მწვავე პროცესის დამახასიათებელი ცილაა ამიტომ მისი კონცენტრაცია იზრდება ტრავმის, ინფექციის, ანთებითი პროცესის რეაქტიულ ფაზაში. PAI-1 მატულობს ორსულობის დროსაც

 

 

PAI-1 პირველადი ინჰიბიტორია ქსოვილოვანი და სისხლში სხვა პლაზმინოგენის აქტივატორების. პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორი-1 ახდენს ფიბრინოლიზის ლიმიტირებას. პლაზმინის არაკონტროლირებადი პროდუქცია გამოიწვევდა ფიბრინის უკონტროლო დაშლას და სისხლდენების რისკის მომატებას.

PAI-1 დონე რეგულირდება გენურ დონეზე. მის მაკოდირებელ გენში შესაძლო ცვლილებები, ასოცირდება პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორის კონცენტრაციის ცვლილებასთან.  PAI-1-ის კონცენტრაციის მატება მთელ რიგ ათეროსკლეროზულ რისკფაქტორებთანაა ასოცირებული.

ინსულინი და პროინსულინი კავშირშია PAI-1-თან.  პაციენტებს, დიაბეტით და ინსულინ რეზისტენტობით, მომატებული აქვთ PAI-1 კონცენტრაცია. PAI-1  ასევე ასრულებს თრომბოგენულ როლს როგორც არტერიულ, ისე ვენურ თრომბოემბოლიურ დაავადებებში.

PAI-1 კონცენტრაციის მატება ასევე ასოცირებულია მწვავე კორონარული სინდრომის განვითარებასთან., ისევე როგორც ქრონიკული კორონარული დაავადების და კორონარული რესტენოზის განვითარებასთან.

მოლეკულურ-გენეტიკური ტესტირება შესაძლოა მოიცავდეს როგორც ერთეული გენის ტესტირებას, ისე მულტიგენური პანელის შესწავლას.

 

 

 

 

საკვლევი მასალა: სისხლის პლაზმა, გაყინული

 

დამატებითი ინფორმაცია

 

პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორი -1  მონაწილეობს სისხლის ნორმალური შედედების პროცესში – ჰემოსტაზში. სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევეის შემდეგ თრომბები ფარავს დაზიანებულ ზედაპირს და იცავს ორგანიზმს სისხლდენის პროგრესირებისგან.

პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორი-1 (PAI-1) განეკუთვნება ცილების ოჯახს, რომლებიც პლაზმინოგენის აქტივატორებს ბლოკავს.

PAI-1 ერთჯაჭვიანი 47 კილოდალტონი მოლეკულური წონის ერთჯაჭვიანი გლიკოპროტეინია.  ფიბრინოლიზის დროს არააქტიურ ქსოვილოვან პლაზმინოგენს გარდაქმნის პლაზმინად. პლაზმინი თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიბრინოლიზში (ფიბრინის დაშლაში) ფიბრინის დეგრადაციის გზით და განაპირობებს ლოკალური პროტეაზების ფუნქციის გააქტივებას მთელ რიგ ფიზიოლოგიურ პროცესებში, როგორებიცაა:  ოვულაცია, უჯრედების მიგრაცია და ეპითელური უჯრედების დიფერენციაცია.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button