Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კალიუმი K | (24 საათიანი შარდი)

ცნობილი როგორც:Potassium K | (24 hour urine)
SKU: 1188

13.50

საკვლევი მასალა: 24-საათიანი შარდი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

კალიუმის ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიყოფა თირკმლებით; K+-ის ექსკრეცია დამოკიდებულია მიღებული კალიუმის რაოდენობაზე. ნეფრონის დონეზე კალიუმი ექვემდებარება სამ ძირითად მექანიზმს: გლომერულური ფილტრაცია, სრული რეაბსორბცია პროქსიმალურ მილაკებში და სეკრეცია დისტალურ მილაკებში. კალიუმის ექსკრეცია დამოკიდებულია ექსკლუზიურად ფილტრაციის და სეკრეციის პროცესებზე.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • თირკმლის და თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევების დროს წყალ-მარილოვანი და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის გამოკვლევა;
  • ჰიპო- და ჰიპერკალიემიის დიფერენციალური დიაგნოზი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

შარდში კალიუმის კონცენტრაცია იზრდება:

K+-ის გაძლიერებული ექსკრეცია ასოცირებული ჰიპოკალიემიასთან (K + შარდში > 20 მმოლ/ლ)

  • თირკმლის მიერ K+ კარგვა თირკმლების დაავადების დროს.
  • შარდმდენები.
  • თირკმლის ტუბულარული აციდოზი I და II ტიპის;
  • დიაბეტური ან ალკოჰოლური კეტოაციდოზი;
  • პირველადი და მეორეული ჰიპერალდოსტერონიზმი;
  • კუშინგის სინდრომი;
  • ბარტერის სინდრომი;
  • მეტაბოლური ალკალოზი, HCl-ის ნაწლავური კარგვით განპირობებული (ღებინება, კუჭის დრენაჟი).

K+-ის გაძლიერებული ექსკრეცია ასოცირებული ჰიპერკალიემიასთან (K + შარდში > 40 მმოლ/ლ)

  • კალიუმის დიდი რაოდენობით მიღება (საკვებით ან თერაპიული გზით);
  • უჯრედებში K+-ის შეღწევის შემცირება: ინსულინის დეფიციტი, β-ბლოკატორების შეყვანა, დიგიტალისი.
  • ქსოვილის დესტრუქცია, ჰემოლიზი;
  • მეტაბოლური აციდოზი;
  • ჰიპერტონული ხსნარების ინფუზია.

შარდში კალიუმის კონცენტრაცია მცირდება:

K+-ის შემცირებული ექსკრეცია ასოცირებული ჰიპოკალიემიასთან (K + შარდში < 20 მმოლ/ლ)

  • K+-ის მიღების შემცირება;
  • კალიუმის ექსტრარენალური კარგვა (კანი, ფისტულები, საფაღარათო საშუალებები, დიარეა).

K+-ის შემცირებული ექსკრეცია ასოცირებული ჰიპერკალიემიასთან (K + შარდში < 40 მმოლ/ლ)

  • ჰიპოალდოსტერონიზმი და ფსევდოჰიპოალდოსტერონიზმი;
  • თირკმლის დაავადება შარდის დაბალი ნაკადით (ნეფროსკლეროზი, პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი).

დამატებითი ინფორმაცია

მეტაბოლური ალკალოზი კალიუმის დაკარგვის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. თირკმლებით კალიუმის დაკარგვა ხდება რამდენიმე შემთხვევაში:

  • მინერალოკორტიკოიდული ჰორმონების ჭარბი რაოდენობა;
  • თირკმლის მილაკოვანი დაზიანებები;
  • მილაკოვანი სითხის Na+-ით გადატვირთვა;
  • ალკალოზი.

თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს კალიუმი არ იფილტრება გლომერულურად და არ გამოიყოფა მილაკებით საკმარისი რაოდენობით. ექსტრარენალური დიალიზი არის ყველაზე უსაფრთხო გზა კალიუმის დონის გამოსასწორებლად ყველა პაციენტში მძიმე ჰიპერკალიემიით.

საკვლევი მასალა/შარდის შეგროვების წესი

24-საათიანი შარდი. დილის 7 საათზე პაციენტი შარდავს და არ ინახავს ამ შარდს, შემდეგი მოშარდვის დროს კი პლასტმასის ჭურჭელში (2-3 ლიტრიანი შარდის კონტეინერი) აგროვებს შარდის მთელ მოცულობას მეორე დღის დილის 7 საათამდე (24 საათის განმავლობაში); პაციენტმა ამ კონტეინერიდან 100 მლ შარდი უნდა გადაიტანოს (მაგ. შპრიცით) შარდისთვის განკუთვნილ ერთჯერად პლასტმასის ჭიქაში და უნდა შეინახოს 2-8 ° C ტემპერატურაზე ტესტის დაწყებამდე (1-1,5სთ-ის განმავლობაში).

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

Potasiu urinar

 

ლაბორატორიები
Call Now Button