ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

დედის რძის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა

ცნობილი როგორც:დედის რძის ბაქტერიოლოგია
SKU: 115

58.50

საკვლევი მასალა: რძე
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 3
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ჩვილისა და მკერდის ბაქტერიული კოლონიზაცია ნორმალური პროცესია, რომელიც ხდება მშობიარობისთანავე. დედის რძის სადინრები და ჩვილის ნაზოფარინქსი კოლონიზებულია სხვადასხვა მიკროორგანიზმებით, რომელთაგან ზოგიერთი პოტენციურად პათოგენურია, მაგალითად – ოქროსფერი სტაფილოკოკი. დედის რძეში შესაძლოა იყოს საპროფიტული მიკროორგანიზმებიც, როგორიცაა Enterococcus spp., Staphylococcus epidermidis და E. coli – მცირე რაოდენობით. თუმცა, მხოლოდ ამ მიკროორგანიზმების არსებობამ არ შეიძლება გამოიწვიოს მასტიტი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ტესტი ტარდება მიკროორგანიზმების ეტიოლოგიური როლის შეფასების მიზნით სარძევე ჯირკვლების ანთებითი დაავადებებების (მასტიტი) დროს მეძუძურ დედებში;

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

მიღებული შედეგები შეიძლება მიუთითებდეს: მიკროორგანიზმების ზრდის არარსებობაზე ან არსებობაზე, კულტურაში გაზრდილი მიკროორგანიზმების და საფუარის მსგავსი სოკოების რაოდენობაზე, მიკროორგანიზმების გვარსა და ტიპზე, ანტიბიოტიკოგრამის ჩატარების შემთხვევაში პათოგენების (მათ შორის საფუარის მსგავსი სოკოების) მგრძნობელობაზე ანტიბიოტიკების მიმართ.

ჩვეულებრივ, რძეში მიკროორგანიზმების ზრდა არ აღინიშნება. კონტამინაციისას ყველაზე ხშირად იზოლირებულია მიკროორგანიზმები, რომლებიც კანის ნორმალური მიკროფლორის ნაწილია ან ფართოდ არის გავრცელებული გარემოში დაბალი ტიტრით (ყველაზე ხშირად ეს არის S. epidermidis).

მაღალი ტიტრით ( ≥ 10კწუ/მლ) მიკროორგანიზმების გამოვლენისას აუცილებელია კლინიკური მონაცემების გათვალისწინება და სხვა ლაბორატორიული ტესტების ჩატარება შედეგების შესაფასებლად.

დამატებითი ინფორმაცია

რძეში ბაქტერიების არსებობა სულაც არ მიუთითებს ინფექციაზე, მაშინაც კი, თუ ბაქტერია რძეში კანიდან არ მოხვედრილა. ბევრ მეძუძურ ქალს, რომელსაც აქვს პოტენციურად პათოგენური ბაქტერია კანზე ან რძეში, არ უვითარდება მასტიტი და მასტიტის მქონე ბევრ ქალს რძეში პათოგენური მიკროორგანიზმები არ აღენიშნება.

გასათვალისწინებელია, რომ მასტიტისა და სარძევე ჯირკვლის აბსცესის დროს ყველაზე გავრცელებული მიკროორგანიზმებია ოქროსფერი სტაფილოკოკი (S aureus) და S epidermidis. ზოგიერთ შემთხვევაში, გვხვდება ნაწლავის ჩხირი და სტრეპტოკოკები (α-, β- და არაჰემოლიზური სტრეპტოკოკები), ეს უკანასკნელი ზოგჯერ ასოცირდება ახალშობილთა სტრეპტოკოკულ ინფექციასთან.

პოპულაციებში, სადაც ტუბერკულოზი ენდემურია, M. tuberculosis შეიძლება იყოს წარმოდგენილი მასტიტის შემთხვევების დაახლოებით 1%-ში, ზოგიერთ შემთხვევაში ასოცირებული ჩვილებში ტუბერკულოზურ ტონზილიტთან.

მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგების საბოლოო ინტერპრეტაციისას აუცილებელია კლინიკისა და სხვა ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემების გათვალისწინება.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

დედის რძის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:

  • ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
  • ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან – არა უადრეს 7-10 დღის შემდეგ.
  • ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მკურნალობის ფონზე ექიმის დანიშნულებისამებრ.
  • რძის შეგროვებამდე ჩამოიბანეთ მკერდი სარეცხი საპნით და წყლით ან გაიწმინდეთ დეზინფექციური ხელსახოცით, შემდეგ კი გაიმშრალეთ სუფთა, მშრალი პირსახოცით.
  • კვლევისთვის საჭიროა რძის შუა ნაკადი (ჯერ გამოიწურეთ რძის პირველი წვეთები, რის შემდეგაც გროვდება საკვლევი მასალა) მინიმუმ 10-15 მლ ოდენობით.
  • მასალა გროვდება სტერილურ კონტეინერში.
  • რძის შეგროვება ხდება თითოეული მკერდიდან ცალ-ცალკე, ერთჯერადად. სტერილური კონტეინერი უნდა იყოს მონიშნული თითოეული მკერდისთვის (მარცხენა/მარჯვენა მკერდი).
  • საკვლევი მასალა ერთი საათის განმავლობაში უნდა იქნას მოტანილი ლაბორატორიაში. თუ ერთი საათის განმავლობაში ვერ შეძლებთ საკვლევი მასალის ლაბორატორიაში მოტანას, მაშინ ის დაუყოვნებლივ უნდა შეინახოთ მაცივარში, +2–8 °С ტემპერატურაზე, მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში.
0/5 (0 Reviews)

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

58.50

ლაბორატორიები
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button