Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ტრანსფერინი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:რინის ტრანსპორტირებაში მონაწილე ცილა
SKU: 1084

22.50

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

ტრანსფერინი მიეკუთვნება ბეტა-გლობულინებს, ის სინთეზირდება ძირითადად ღვიძლის პარენქიმული უჯრედების მიერ, მცირე რაოდენობით – ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, საკვერცხეებში, სათესლე ჯირკვლებსა და T-ჰელპერებში. ტრანსფერინის სინთეზი დამოკიდებულია ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობაზე, ორგანიზმში რკინის მარაგსა და რკინის საჭიროებაზე.

ტრანსფერინის მთავარი ფუნქციაა ნაწლავში აბსორბირებული რკინის ტრანსპორტირება მის დეპოებამდე (ღვიძლი, ელენთა), რეტიკულოციტებამდე და მათ წინამორბედებამდე ძვლის ტვინში.

ტრანსფერინს აქვს რკინის შემაკავშირებელი ორი ლოკუსი, რომელთაგან თითოეული იკავშირებს რკინის იონს (Fe3+), მაგრამ სისხლში ის გვხვდება ტრანსფერინისა და მონოვალენტური რკინის კომპლექსის სახით. ტრანსფერინს ასევე შეუძლია დაიკავშიროს სხვა ლითონის იონებიც (თუთია, კობალტი და ა.შ.).

ადამიანის ორგანიზმში ტრანსფერინის მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 25-40% შეიცავს რკინას. ორგანიზმში რკინის დეფიციტის და სისხლის შრატში რკინის დონის დაქვეითებისას, ტრანსფერინის შემცველობა იზრდება. ამ მაჩვენებლების ცვლილება რკინადეფიციტური ანემიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია. მსგავსი ცვლილებები შეინიშნება ორსულობის დროს და ბავშვობაში, მაგრამ ისინი ნაკლებად გამოხატულია. ტრანსფერინის კონცენტრაციის მატება ამ შემთხვევებში დაკავშირებულია მისი სინთეზის ზრდასთან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

სისხლის შრატში რკინის შემცველობასთან შედარებით, ტრანსფერინის დონე უფრო სტაბილური მაჩვენებელია და ნაკლებად არის დამოკიდებული სქესზე, ასაკზე და ყოველდღიურ ცვლილებებზე.

ელენთაში, ღვიძლსა და ძვლის ტვინში სისხლის წითელი უჯრედების დესტრუქციისას, ჰემისგან გამოთავისუფლებული რკინა ტრანსფერინის საშუალებით ტრანსპორტირდება ძვლის ტვინში; რკინის ნაწილი შედის ფერიტინისა და ჰემოსიდერინის შემადგენლობაში.

ტრანსფერინის ერთი მოლეკულა იკავშირებს რკინის ორ ატომს – Fe3+ იონებს, ხოლო 1 გრ ტრანსფერინი – დაახლოებით 1,25 მგ რკინას. დიაგნოსტიკაში გამოიყენება გამოთვლილი მნიშვნელობა – ტრანსფერინის გაჯერება (სატურაცია) რკინით (შრატში რკინის კონცენტრაციის თანაფარდობა ტრანსფერინის მიერ რკინის შეკავშირების მაქსიმალურ უნართან, გამოხატული პროცენტულად). ტრანსფერინის გაჯერების სტანდარტული მნიშვნელობებია – 20-55%. ტრანსფერინის რკინით გაჯერების დაქვეითება (რკინის კონცენტრაციის შემცირებისა და ტრანსფერინის კონცენტრაციის მატების შედეგი) მიუთითებს ანემიაზე რკინის ნაკლებობის გამო. ტრანსფერინის 20%-ზე დაბალი გაჯერება არის ძვლის ტვინის ერითროციტების წინამორბედებისთვის რკინის შემცირებული მიწოდების ნიშანი. პლაზმაში რკინით ტრანსფერინის გაჯერების მნიშვნელოვანი მატებისას, ჩნდება დაბალმოლეკულური რკინა, რომელიც შეიძლება დაგროვდეს ღვიძლში და პანკრეასში და შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ტრანსფერინზე?

  • ანემიის დიფერენციალური დიაგნოზი;
  • რკინადეფიციტური ანემიის, თალასემიის, სიდერობლასტური ანემიის შეფასება;
  • რკინით გადატვირთვისა და ჰემოქრომატოზის დიაგნოზი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ტრანსფერინის კონცენტრაცია იზრდება:

  • ტრანსფერინის შემცველობის მატება + შრატის რკინის შემცირება (რკინადეფიციტური ანემია);
  • ტრანსფერინისა და შრატის რკინის შემცველობის გაზრდა (ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას);
  • ორსულობა (გაზრდილი სინთეზი);
  • ბავშვობა (გაძლიერებული სინთეზი).

ტრანსფერინის კონცენტრაცია მცირდება:

  • ტრანსფერინის შემცველობის შემცირება + რკინის კონცენტრაციის მომატება (იდიოპათიური ჰემოქრომატოზი, ჰიპოპლასტიური, ჰემოლიზური, მეგალობლასტური ანემია, რკინის სიჭარბის სინდრომი);
  • ტრანსფერინის შემცველობის დაქვეითება + რკინის კონცენტრაციის დაქვეითება (ცილოვანი შიმშილი, მწვავე და ქრონიკული ინფექციები, ღვიძლის ციროზი, ქირურგიული ჩარევები, სიმსივნეები და ა.შ.);
  • თანდაყოლილი ატრანსფერინემია;
  • ანემია ქრონიკული დაავადებების დროს;
  • ნეფროზული სინდრომი;
  • ღვიძლის მწვავე დაავადება;
  • რკინის პრეპარატების არაადექვატური მიღება (დოზის გაზრდა).

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/diagnostica-anemii/transferrin.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button