Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg)

ცნობილი როგორც:B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg)
SKU: 1035

29.70

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

B ჰეპატიტის ვირუსი შედგება ბირთვისა და გარსისაგან. მისი გენომი შეიცავს ორჯაჭვიან დნმ-ს. ინფექცია გადაეცემა სისხლით ან სქესობრივი კონტაქტით. ინკუბაციური პერიოდი – დაახლოებით 70 დღე (40-160 დღე). ვირუსი ასევე გვხვდება სხეულის სხვა სითხეებში, როგორიცაა ნერწყვი. ის შეიძლება დედიდან ბავშვს გადაეცეს სისხლთან ან ვაგინალურ სეკრეტთან კონტაქტით, მაგრამ მიიჩნევა, რომ პლაცენტის მეშვეობით მისი გადაცემა შეუძლებელია.

B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg) არის ვირუსის გარე გარსის ნაწილი. ის ცნობილია როგორც “ავსტრალიური ანტიგენი” და ერთ-ერთი პირველი მარკერია, რომელიც სისხლში ჩნდება ინკუბაციური პერიოდის ბოლოს (სისხლში ვირუსული დნმ-ის გამოვლენის პარალელურად) და HBcor-IgM-ის (B ჰეპატიტის cor ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეული) გამოჩენამდე 2 კვირით ადრე. მისი გაქრობა ხელსაყრელი პროგნოზული კრიტერიუმია და პირიქით, მისი პერსისტირება 6 თვეზე მეტ ხანს მიუთითებს პროცესის ქრონიკულობაზე.

ჩვეულებრივ, HBsAg-ის ელიმინაცია შეინიშნება ALT-ის ნორმალიზებისა და კლინიკური გამოვლინების გაქრობის შემდეგ.

ამ ანტიგენის საპასუხოდ ორგანიზმი გამოიმუშავებს დამცავ ანტისხეულებს (Anti-HBs), რომელთა გამოვლენაც ხდება HBsAg-ის ელიმინაციიდან 1-4 თვის შემდეგ (ამ პერიოდს ეწოდება “სეროლოგიური ფანჯრის” პერიოდი) და მათი გამოჩენა გამოჯანმრთელებაზე მიუთითებს. ამ ანტისხეულების გამოჩენა HBsAg-ის გამოვლენის პარალელურად არის არასასურველი პროგნოზული კრიტერიუმი (დაფიქსირებული ფულმინანტური ჰეპატიტის დროს).

B ჰეპატიტის ქრონიკული მიმდინარეობისას მუდმივად ვლინდება HBsAg, თუმცა იგი არ ავლენს რეპლიკაციურ აქტივობას (აუცილებელია გამომწვევის დნმ-ის გამოვლენა PCR-ით, HBeAg-ის და ანტისხეულების განსაზღვრა) და შეიძლება ორგანიზმში დარჩეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მოზარდების დაახლოებით 5-10% და დედის მიერ ინფიცირებული ბავშვების 90% ვერ იცილებს ვირუსს და რჩება HBsAg-ის ქრონიკული მატარებელი. HbsAg-ის მატარებელი პაციენტების მესამედს უვითარდება ქრონიკული ჰეპატიტი, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გადაიზარდოს ღვიძლის ციროზში და ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ჰეპატოცელულურ კარცინომამდეც მივიდეს.

ვერტიკალური გადაცემა დედიდან ნაყოფზე ხდება „HBsAg დადებით“ ორსულთა დაახლოებით 20%-ში და იმ ქალების დაახლოებით 60%-ში, რომელთაც პირველადი ინფექცია ჰქონდათ ორსულობის დროს. ვინაიდან ჰეპატიტის ინფექციის ვერტიკალური გადაცემის სიხშირე განსხვავდება გეოგრაფიული არეალის და მოსახლეობის მიხედვით, ვარაუდობენ, რომ საშვილოსნოსშიდა ინფექციებისადმი მიდრეკილება დამოკიდებულია ვირუსის შტამზე და მოსახლეობის გენეტიკურ სტრუქტურაზე. ორსულ ქალებს, რომელთა შემთხვევაშიც განისაზღვრა HbsAg, ესაჭიროებათ დამატებითი გამოკვლევა (რეპლიკაციის მარკერების განსაზღვრა (HbeAg) და გამომწვევის დნმ-ის იდენტიფიკაცია PCR-ით).

HBsAg არის ყველაზე გავრცელებული სეროლოგიური მარკერი HBV ინფექციისთვის (მწვავე და ქრონიკული), თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ გარკვეულ კლინიკურ სიტუაციებში, სისხლში, ეს ანტიგენი არ ვლინდება: მაშინ, როცა დაავადება ვითარდება მწვავე B ჰეპატიტის “სეროლოგიური ფანჯრის” დროს (HBsAg-ის და მის მიმართ ანტისხეულების არარსებობა); იმ შემთხვევათა 10%-ში, როდესაც აღინიშნება D ჰეპატიტის ვირუსთან კო-ინფექცია (ერთობლივი ინფექცია), D ჰეპატიტის ვირუსის ინჰიბიტორული ეფექტის გამო და B ჰეპატიტის ვირუსის მუტანტური ფორმების იშვიათი ვარიანტების შემთხვევაში. ამიტომ, HBsAg-ზე ტესტის უარყოფითი შედეგის დასადასტურებლად, ოპტიმალურია HBcorAg-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა.

როდის ჩავიტაროთ ტესტი B ჰეპატიტის ზედაპირულ ანტიგენზე (HBsAg)?

  • ALT და AST დონის მომატება;
  • მწვავე ან ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის კლინიკური ნიშნები, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებები;
  • გამოკვლევა დაავადების კერაში ოჯახში / გუნდში;
  • მომზადება ვაქცინაციისთვის;
  • პაციენტების გამოკვლევა, რომელთაც უტარდებათ ხშირი პარენტერალური მანიპულაციები;
  • მომზადება ჰოსპიტალიზაციისთვის, ოპერაციისთვის;
  • ორსული ქალები და ორსულობისთვის მზადება;
  • დონორების, რისკის ჯგუფის ადამიანების პრევენციული სკრინინგი (ჯანმრთელობის მუშაკები, HBsAg-ის მატარებელი დედების ბავშვები);
  • დაუცველი სექსი, სექსუალური პარტნიორების ხშირი შეცვლა;
  • ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლები.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი:

  • მწვავე B ჰეპატიტი (ანტი-Hbs ანტისხეულები სისხლის შრატში არ არის გამოვლენილი ინკუბაციური ან მწვავე პერიოდის განმავლობაში);
  • B ჰეპატიტის ფულმინანტური მიმდინარეობა (სისხლის შრატში ანტი-HBs ანტისხეულების და HBsAg-ის არსებობა);
  • ქრონიკული B ჰეპატიტი;
  • HBsAg-ის მტარებლობა;
  • ცრუ დადებითი რეაქცია – საჭიროა დადასტურება – ხელახალი ტესტირება და HBcorAg-ის საერთო ანტისხეულების განსაზღვრა.

უარყოფითი შედეგი:

  • HBV ინფექციის არარსებობა (B ჰეპატიტის სხვა მარკერების არარსებობის შემთხვევაში);
  • არ არის გამორიცხული მწვავე B ჰეპატიტი;
  • არ არის გამორიცხული ქრონიკული B ჰეპატიტი რეპლიკაციის დაბალი ინტენსივობით;
  • B ჰეპატიტის ფულმინანტური მიმდინარეობა;
  • B ჰეპატიტი დეფექტური (სერონეგატიური) HBsAg-ით არ არის გამორიცხული;
  • შერეული ჰეპატიტი B + D (დელტა ვირუსი იყენებს ზედაპირულ ანტიგენს, როგორც მის გარსს, ამიტომ შეიძლება ანტიგენი არ გამოვლინდეს).

 

 

 

რესურსები

https://www.synevo.bg/hepatit-b-hbsag/
https://spravochnik.synevo.ua/ru/gepatit/virus-gepatita-b.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button