Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

თირეოგლობულინი (TG) | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:თირეოგლობულინი (TG)
SKU: 1003

45.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

თირეოგლობულინი (TG) არის გლიკოპროტეინი, რომელიც ემსახურება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზს. იგი წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის უმნიშვნელოვანეს ცილოვან კომპონენტს, რომელიც დიდი რაოდენობით სინთეზირდება ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების მიერ და გროვდება ფოლიკულურ სანათურში.

თითოეული თირეოგლობულინის (TG) მაკრომოლეკულა შეიცავს 25 თიროზინის (ამინომჟავა) მოლეკულას – თირეოიდული ჰორმონის სინთეზის მთავარ სუბსტრატს. თირეოგლობულინის (TG) ეტაპობრივი გარდაქმნის შედეგად ხორციელდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ბიოსინთეზი და საბოლოო ეტაპზე, TSH-ის სტიმულირებით, თიროქსინის (T4) და ტრიიოდთირონინის (T3) სისხლის მომოქცევაში გადასვლა.

ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებში თირეოგლობულინის (TG) სინთეზის დროს და ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულებში ტრანსპორტირებისას ცირკულაციაში ხვდება თირეოგლობულინის (TG) მცირე რაოდენობა. მეორეს მხრივ, ფოლიკულური კედლის დაზიანებისას თირეოგლობულინის (TG) უფრო დიდი რაოდენობა ხვდება სისხლის მიმოქცევაში; ამიტომ თირეოგლობულინი (TG) არის ფარისებრი ჯირკვლის მორფოლოგიური მთლიანობის მარკერი.

თირეოგლობულინის (TG) მატება გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სამი ტიპით:

  • ფარისებრი ჯირკვლის ჩიყვი ჰიპერფუნქციით;
  • ანთება ან ფარისებრი ჯირკვლის ტრავმული დაზიანება;
  • ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კიბო.

როდის ჩავიტაროთ ტესტი თირეოგლობულინზე?

ტესტი განსაზღვრავს თირეოგლობულინის (TG) რაოდენობას სისხლში და მას ხშირად იყენებენ, როგორც სიმსივნურ მარკერს, შემდეგი მდგომარეობების მონიტორიგისთვის:

  • ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კიბოს მქონე პაციენტების მონიტორინგი თირეოიდექტომიის და რადიოაქტიური იოდით მკურნალობის შემდეგ.
    ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში, რომელთაც არ აქვთ დარჩენილი ოპერაციის ან დასხივების შემდგომ დაზიანებული ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილი, თირეოგლობულინი (TG) არ გამოვლინდება. ამრიგად, თირეოგლობულინი (TG) არის ინფორმატიული სიმსივნური მარკერი, რეზიდუალური (ნარჩენი) თირეოიდული პაპილარული ფოლიკულური კარცინომის არსებობის შეფასებისთვის, ქირურგიული რეზექციის ან / და დასხივების შემდეგ.
    თუ სახეზე გვაქვს თიროგლობულინის მნიშვნელობები – > 3 μg/L, თიროქსინით დამთრგუნველი თერაპიის დროს, ის სიმსივნის განმეორების მაჩვენებელია და რეკომენდებულია იოდი 131 – ით სხეულის მთლიანი სკინტოგრაფია.
  • დესტრუქციული თირეოიდიტი;
  • ქვემწვავე თირეოიდიტსა და ხელოვნურ თირეოტოქსიკოზს შორის დიფერენციალური დიაგნოზი (ხელოვნური თირეოტოქსიკოზის დროს თიროგლობულინის დონე ძალიან დაბალია ან საერთოდ არ ვლინდება.)
  • თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის თანდაყოლილი არარსებობისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზიის ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობების დიფერენცირება.
  • მოსახლეობაში იოდის დეფიციტის შეფასებასთან დაკავშირებული კვლევები.

უნდა გვახსოვდეს, რომ ფარისებრი ჯირკვლის ყველა ავთვისებიანი სიმსივნე არ აწარმოებს თირეოგლობულინს. ამასთან, კიბოს უფრო ხშირად გავრცელებულ ტიპებს აქვთ თირეოგლობულინის მომატებული დონე.

თირეოგლობულინის ტესტი უნდა ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (FT3, FT4) და თირეოტროპული ჰორმონის (TSH) ტესტთან ერთად მკურნალობის დაწყებამდე, რათა დადგინდეს, არის თუ არა სიმსივნე თირეოგლობულინ-მაპროდუცირებელი.

ტესტის ტარდება ჰორმონალური დისბალანსის შემდეგი სიმპტომების დროს:

  • წონის უეცარი დაკლება შენახული მადის მიუხედავად;
  • წონის აუხსნელი მომატება;
  • კანის ქავილი;
  • მხედველობის უეცარი შესუსტება;
  • გაღიზიანება;
  • სახის და სხეულის თმის მომატებული ზრდა;
  • ლიბიდოს დაქვეითება;
  • გუნება-განწყობის უეცარი ცვალებადობა;
  • ძილის დარღვევები.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩაბარება სასურველია უზმოდ, დილის საათებში (დაახლოებით 11 საათამდე). ტესტი უნდა ჩატარდეს სკანირების პროცედურების დაწყებამდე და ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიის ჩატარებამდე, ან მათ შემდეგ არაუადრეს 2 კვირისა, აგრეთვე თირეოიდექტომიის ან იოდი 131-ით თერაპიის დასრულებიდან არა უადრეს 6 კვირისა.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თირეოგლობულინის მომატება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ის, როგორც სიმსივნური მარკერი.

თიროგლობულინი არ ვლინდება ან ძალიან დაბალია ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული მოცილების ან რადიოიზოტოპური მკურნალობის შემდეგ.

თუ თირეოგლობულინის მაღალი დონე კვლავ ფიქსირდება მკურნალობის შემდეგ, ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ არსებობს ფარისებრი ჯირკვლის ან სიმსივნის ნარჩენი ქსოვილები, რაც მოითხოვს თქვენს ყურადღებას და მონიტორინგს.

თუ თირეოგლობულინის მაღალი დონე გამოვლინდა ოპერაციიდან რამდენიმე კვირაში ან თვეში, ეს სავარაუდოდ სიმსივნის განმეორებაზე ან გავრცელებაზე მიუთითებს.

თირეოგლობულინის (TG) კონცენტრაცია იზრდება:

  • ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები;
  • ქვემწვავე თირეოიდიტი;
  • ფარისებრი ჯირკვლის ადენომა;
  • ჰიპერთირეოზი;
  • ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მეტასტაზები;
  • ენდემური ჩიყვი;
  • იოდის დეფიციტი;
  • გრეივსის დაავადება;
  • რადიოაქტიური იოდით მკურნალობის შემდგომი მდგომარეობა

თირეოგლობულინის (TG) კონცენტრაცია მცირდება:

  • ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, რომელიც გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი მიღებით.

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button