ბორელიოზი ანუ ლაიმის დაავადება ბაქტერია Borrelia Burgdorferi-ით გამოწვეული ინფექციური პათოლოგიაა. მისი გადამტანია ტკიპები. ტკიპები ემაგრება მასპინძელი ორგანიზმის კანს და იკვებება მისი სისხლით. დაავადებული მასპინძლიდან ტკიპის ორგანიზმში ხვდება ბაქტერია (ბორელია). თავად ტკიპა არ ავადდება, მაგრამ სხვა მასპინძლის კანზე გადაადგილებისას, ტკიპის მიერ გამოყოფილ ნერწყვთან ერთად ბაქტერია ხვდება ახალი მასპინძლის სისხლის ნაკადში და აავადებს მას. თუ ტკიპის მოცილება კანის ზედაპირიდან 24 საათში მოხდება, ბორელიოზით დაავადების რისკი მცირეა.

 სიმპტომები

ტკიპის ნაკბენი შესაძლოა გამოიყურებოდეს როგორც მცირე ზომის კვანძი, რომელსაც ახლავს ქავილი და სიწითლე, რომელსაც შესაძლოა არც მივაქციოთ ყურადღება.

ლაიმის დაავადების ადრეული სიმპტომები იწყება ტკიპის ნაკბენიდან 3-30 დღის ფარგლებში. ამ სტადიაზე სიმპტომები ძალიან მწირია.

 I სტადია

 II სტადია

მკურნალობის გარეშე ლაიმის დაავადება პროგრესირებს. მეორე სტადიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები  ტკიპის კბენიდან  3-10 კვირაში ვითარდება. მეორე სტადიას ადრეული დისემინაციის სტადია ეწოდება და ბევრად რთულად მიმდინარეობს, პირველთან შედარებით.

 III სტადია

გვიანი დისემინაციის სტადიაა. ტკიპის ნაკბენიდან რამდენიმე თვეში შეიძლება განვითარდეს.  ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია:

 გართულებები

მკურნალობის მიუხედავად ზოგ შემთხვევაში ვითარდება გართულებები, როგორიცაა:

აღნიშნულ ჩივილებს უკავშირებენ ლაიმის დაავადების მკურნალობისშემდგომ სინდრომს, რომლის განვითარების მიზეზებია:

 დიაგნოსტიკა

ბორელიოზის დიაგნოსტიკა ემყარება კლინიკურ ანამნეზურ მონაცემებს, ტკიპის ნაკბენის არსებობის ალბათობას,  სხვა დაავადებებთან დიფერენცირებულ დიაგნოსტიკას და რაც მთავარია ლაბორატორიული კვლევების შედეგებს.

 ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

ლაიმის დაავადებაზე ეჭვის არსებობისას, რეკომენდებულია ორ-საფეხურიანი კვლევა ბორელიოზის ანტისხეულების დეტექციაზე. თუ პირველი კვლევის პასუხი ნეგატიურია, შემდგომი კვლევის საჭიროება არ არის. თუ პირველი კვლევის მონაცემები დადებითია,  ან ორაზროვანია რეკომენდებულია კვლევების განმეორება.

ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ემყარება ბორელიის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენას. ანტისხეულების განვითარება დაავადების შედარებით გვიან სტადიაზე ხდება, ამიტომ კლინიკური გამოვლინების საწყის ეტაპზე შეიძლება მონაცემები ნეგატიური იყოს. ანტისხეულები რჩება სისხლში, დაავადების გადატანიდან თვეების და წლების მერე, ამიტომ, რაოდენობრივი განსაზღვრა არ გამოდგება დაავადების სტადიის ან მკურნალობის ეფექტურობის განსასაზღვრად.  როგორც წესი ტარდება IgM და IgG ანტისხეულების კვლევა.

 მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას და არსებული დარღვევების ან გართულებების  შესაბამის სიმპტომურ მკურნალობას.

 პრევენცია

ბუნებაში  ყოფნის დროს მატულობს ტკიპებთან კონტაქტის შესაძლებლობა. ლაიმის დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა ტკიპის ნაკბენისგან თავის დაცვა: ღია ადგილებში დახურული ტანისამოსით სეირნობა; ბუნებაში ყოფნის შემდგომ კანის და ტანისამოსის შემოწმება და სხვა.

 როდის მივმართოთ ექიმს

როგორც წესი ტკიპის ნაკბენის ეპიზოდი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. სიმპტომების განვითარების შემდეგ როგორც წესი სხვადასხვა პათოლოგიებს უკავშირებენ. დაავადების ადრეული სიმპტომების გამოვლენისთანავე მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი, ლაბორატორიული კვლევა და მკურნალობის დაწყება.

 

 

სინევო გთავაზობთ ბორელიოზის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიულ ტესტებს:

 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

 

რესურსები:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/lyme-disease/symptoms-causes/syc-20374651

 

https://www.cdc.gov/lyme/diagnosistesting/index.html

საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

Call Now Button