ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

K1 და K2 ვიტამინები | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

 

ვიტამინი K ცხიმში ხსნადი ვიტამინებსი ჯგუფს ეკუთვნის. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლის შედედების პროცესში, ძვლის მეტაბოლიზმში და გულის კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციონირებაში.

სინამდვილეში ვიტამინი K  – ვიტამინების მთლიანი კლასის სახელია, რომელიც აერთიანებს K1 და  K2 ვიტამინებს. ისინი სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში და სხვადასხვა კვებითი წყაროებიდან მიიღება.  K1 ვიტამინი (ფილოქინონი) ძირითადად მცენარეული წარმოშობისაა, ხოლო K2 (მენაქინონი) ცხოველურ და ფერმენტირებულ საკვებში მოიპოვება. K2 ვიტამინი უფრო დიდხანს რჩება ჩვენს ორგანიზმში, ვიდრე K1.

 

განსხვავება K1 და K2  ვიტამინებს შორის ორგანიზმში

ყველა ტიპის K ვიტამინების ფუნქციას წარმოადგენს სისხლის შედედებაში, გულის კუნთის მუშაობასა და ძვლის მეტაბოლიზმში მონაწილე ცილების აქტივაცია.

იმის გამო, რომ განსხვავდება აბსორბციის და ქსოვილებში ტრანსპორტირების მექანიზმები, K1 და K2  ვიტამინების ფუნქციებიც განსხვავდება.

ითვლება, რომ მცენარეული საკვების შემადგენლობაში შემავალი K1 ვიტამინის 10%-ზე ნაკლები შეიწოვება. რადგანაც K2 ვიტამინი ცხოველურ და ფერმენტირებულ საკვებშია, ითვლება რომ საკვებ ცხიმთან ერთად ის უკეთ შეიწოვება ნაწლავიდან.

K1 ვიტამინი ტრანსპორტირდება ღვიძლში და იქ ხდება მისი ათვისება. K2 ვიტამინი უფრო დიდხანს რჩება ცირკულაციაში და უკეთ გამოიყენება ორგანიზმის მიერ.

 

 

K ვიტამინების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია სისხლის შედედებაში მონაწილეობაა. ის წარმოადგენს კოფაქტორს, კოაგულაციის შემდეგი  ფაქტორებისთვის: II, VII, IX და X.

სისხლის შედედების დარღვევის – ჰიპერკოაგულაციის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ათეროსკლეროზის და მრავალი სხვა დაავადების დროს, ზოგჯერ საჭიროა ანტიკოაგულაციური თერაპია. პაციენტებში რომლებიც  საჭიროებენ ანტიკოაგულაციურ თერაპიას,  აუცილებელია სისხლში K ვიტამინების კონცენტრაციის მონიტორინგი (K ვიტამინების პროკოაგულაციური ეფექტების გამო).

 

K1 ვიტამინი

ვიტამინი K1 ანუ ფილოქინონი ცხიმში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს განეკუთვნება. ფილოქინონი დიდი ოდენობითაა აღმოჩენილი მწვანეფოთლოვან ბოსტნეულში და ზოგიერთ ხილში (ავოკადო, კივი).  ვიტამინი K1 აუცილებელი კოფაქტორია (კატალიზატორია) ცილის გლუტამატის (ამინომჟავა) ნაშთების გამა-კარბოქსილირების პროცესში. ამ რეაქციით მიღებული გამა-კარბოქსიგლუტამინმჟავა ააქტიურებს შედედების II (პრითრომბინი), VII,IX და X ფაქტორებს. სხვა ცილები, რომლებიც ჩართულია ძვლის მეტაბოლიზმში, უჯრედის ზრდისა და აპოპტოზის პროცესებში, ასევე განიცდის გამა-კარბოქსიგლუტამინმჟავის ზემოქმედებას.

 

K2 ვიტამინი

გარდა კოაგულაციის პროცესებში მონაწილეობისა, K2 ვიტამინი ამცირებს კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკს. კვლევებით დადგენილია, რომ ის ააქტივებს დამცავ პროტეინებს, რომლებიც ხელს უშლის არტერიების კედლებში კალციუმის დეპოზიტის ჩალაგებას.

K2 ვიტამინი ახდენს ცილა ოსტეოკალცინის კარბოქსილირებას, რომელიც უზრუნველყოფს კალციუმის ბმას ძვლოვან ქსოვილთან.

K2 ვიტამინის ანტიოქსიდანტური თვისებები იწვევს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტებს.

 

 

ვიტამინ K1 საკვების წყაროები:

  • კომბოსტო: 1,062 მკგ
  • მწვანილი: 1,059 მკგ
  • ისპანახი: 889 მკგ
  • ბროკოლი: 220 მკგ
  • ბრიუსელის კომბოსტო: 218 მკგ

 

 

ვიტამინ K2 საკვები წყაროები:

  • ღორის ხორცი : 383 მკგ
  • ყველი: 76 მკგ
  • ქათმის ხორცი: 60 მკგ
  • კვერცხის ყვითრი: 32 მკგ

 

 

K ვიტამინების დეფიციტი

ვიტამინ K ჭეშმარიტი დეფიციტი ჯანმრთელ ზრდასრულებში იშვიათია. მისი განვითარება შესაძლებელია მალნუტრიციისა და მალაბსორბციის მქონე პირებში, ასევე ზოგჯერ ანტიკოაგულანტური თერაპიის დროს.

ვიტამინ K დეფიციტის სიმპტომები მოიცავს რთულად კუპირებად სისხლდენებს.

 

 

 

 ვიტამინების დეფიციტის და მასთან ასოცირებული მდგომარეობების  დიაგნოსტიკისა და  მონიტორინგისთვის, “სინევო” გთავაზობთ:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

რესურსები:

 

 

https://health.clevelandclinic.org/vitamin-k2#What%20Is%20Vitamin%20K2?

https://www.healthline.com/nutrition/vitamin-k1-vs-k2#TOC_TITLE_HDR_7

https://innovixlabs.com/blogs/insights/vitamin-k-testing

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button