ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა კანით კანთან კონტაქტის გზით. მისი 100-ზე მეტი სახეობა არსებობს, რომელთაგან 40-ზე მეტი გადადის სქესობრივი კონტაქტით, მათი სამიზნეა – სასქესო ორგანოები, პირი და ყელი.
HPV არის ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (STI) (CDC).
გენიტალური HPV ინფექციის ზოგიერთმა შემთხვევამ შესაძლოა არ გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა, HPV-ის ზოგიერთმა სახეობამ შეიძლება გამოიწვიოს გენიტალური მეჭეჭების განვითარება და საშვილოსნოს ყელის, ანუსის და ყელის კიბოც კი, მაგრამ არსებობს ვაქცინები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილება.
სქესობრივად აქტიური ქალებისა და მამაკაცების უმეტესობა ინფიცირდება HPV-ით სქესობრივი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ზოგი კი შეიძლება განმეორებით ინფიცირდეს. ინფიცირებული მოსახლეობის 90%-ზე მეტი საბოლოოდ ამარცხებს ინფექციას.
თქვენ შეიძლება დაინფიცირდეთ HPV-ით – ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი კონტაქტის გზით ინფიცირებულ ადამიანთან. ის ყველაზე ხშირად ვრცელდება ვაგინალური ან ანალური სქესობრივი კონტაქტის დროს და კანით კანთან კონტაქტის შემთხვევაშიც.
HPV-ის მქონე ადამიანს შეუძლია გადასცეს ინფექცია სხვას მაშინაც კი, როდესაც მას არ აქვს ინფექციის ნიშნები და სიმპტომები.
თუ სქესობრივად აქტიური ხართ, შესაძლოა HPV-ით დაინფიცირდეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სქესობრივი კონტაქტი გქონდათ მხოლოდ ერთ ადამიანთან.
HPV-ის მიერ გამოწვეული მეჭეჭები გადამდებია. ისინი შეიძლება გავრცელდეს მეჭეჭებთან პირდაპირი კონტაქტით. მეჭეჭები ასევე შეიძლება გავრცელდეს, როდესაც ვინმე ეხება რაიმეს, რასაც უკვე მეჭეჭი შეეხო.
უმეტეს შემთხვევაში, თქვენი იმუნური სისტემა ამარცხებს HPV ინფექციას მანამ, სანამ ის მეჭეჭებს წარმოქმნის. როდესაც მეჭეჭები ჩნდება, ისინი განსხვავდებიან გარეგნულად იმისდა მიხედვით, თუ რომელი ტიპის HPV არის მათ წარმოქმნაში ჩართული:
გენიტალური მეჭეჭები. ისინი ჩნდება ბრტყელი დაზიანებების, ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსი პატარა მუწუკების ან პატარა ღეროს მსგავსი გამონაზარდების სახით. ქალებში, გენიტალური მეჭეჭები უმეტესად ვულვაზე ჩნდება, თუმცა ასევე შეიძლება განვითარდეს ანუსთან, საშვილოსნოს ყელზე ან საშოში.
მამაკაცებში გენიტალური მეჭეჭები ჩნდება პენისზე და სკროტუმზე ან ანუსის გარშემო. გენიტალური მეჭეჭები იშვიათად იწვევს დისკომფორტს ან ტკივილს, თუმცა შესაძლოა მაინც აღინიშნოს ქავილი ან მტკივნეულობა.
ჩვეულებრივი მეჭეჭები. ჩვეულებრივი მეჭეჭები ჩნდება უხეში, წამოწეული მუწუკების სახით ძირითადად ხელებსა და თითებზე. უმეტეს შემთხვევაში, ჩვეულებრივი მეჭეჭები უბრალოდ უსიამოვნოა, მაგრამ ისინი ასევე შეიძლება იყოს მტკივნეული ან მგრძნობიარე დაზიანებების ან სისხლდენის მიმართ.
პლანტარული მეჭეჭები. პლანტარული მეჭეჭები არის მარცვლოვანი წარმონაქმნები, რომლებიც ჩვეულებრივ ჩნდება ქუსლებზე. ამ მეჭეჭებმა შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი.
ბრტყელი მეჭეჭები. ბრტყელი მეჭეჭები ბრტყელი ზედაპირის მქონე, ოდნავ წამოწეული დაზიანებებია. ისინი შეიძლება ყველგან გაჩნდნენ, მაგრამ ბავშვებში ის ძირითადად გვხვდება სახეზე, მამაკაცებში – წვერის არეში, ქალებში კი – ფეხებზე.
დაბალი რისკის HPV ვლინდება მეჭეჭების სახით, მაღალი რისკის HPV ტიპებს კი სიმპტომური გამოვლინება არ ახასიათებთ. თუ მაღალი რისკის HPV ინფექცია გრძელდება მრავალი წლის განმავლობაში და იწვევს უჯრედულ ცვლილებებს, შეიძლება ამ შემთხვევაში გქონდეთ სიმპტომები. თქვენ ასევე შეიძლება გქონდეთ სიმპტომები, თუ ეს უჯრედული ცვლილებები განაპირობებენ კიბოს განვითარებას.
მაღალი რისკის HPV-მ შეიძლება გამოიწვიოს:
ფაქტები
საშვილოსნოს ყელის კიბო HPV-სთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
მიუხედავად იმისა, რომ HPV ინფექციების და კიბოსწინარე დაზიანებების უმეტესობა სპონტანურად ქრება, ყველა ქალისთვის არსებობს რისკი იმისა, რომ HPV ინფექცია შეიძლება გახდეს ქრონიკული და კიბოსწინარე დაზიანებები გადაიზარდოს ინვაზიურ საშვილოსნოს ყელის კიბოში.
ნორმალური იმუნური სისტემის მქონე ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას 15-დან 20 წლამდე სჭირდება. დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ქალებში (არანამკურნალევი აივ-ინფიცირებული ქალები) კი ამას შეიძლება მხოლოდ 5-დან 10 წლამდე დასჭირდეს.
ბევრ მამაკაცს, რომლებსაც აქვთ HPV ინფექცია, არ აქვთ სიმპტომები, თუმცა ზოგიერთს შეიძლება განუვითარდეს გენიტალური მეჭეჭები.
მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რაიმე უჩვეულო გამონაყარს ან დაზიანებებს პენისზე, სკროტუმზე ან ანუსზე.
HPV-ის ზოგიერთმა შტამმა შეიძლება გამოიწვიოს პენისის, ანალური და ყელის კიბო მამაკაცებში. ზოგიერთ მამაკაცს შეიძლება ჰქონდეს HPV-სთან დაკავშირებული კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკი, მათ შორის მამაკაცებს დასუსტებული იმუნური სისტემით.
HPV-ით დაინფიცირება არ ამცირებს დაორსულების შანსებს. თუ ორსულად ხართ და გაქვთ HPV, შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობის გადადება მშობიარობის შემდგომ პერიოდამდე. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, HPV ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები.
ორსულობის დროს წარმოქმნილმა ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს გენიტალური მეჭეჭების ზრდა და ზოგიერთ შემთხვევაში ამ მეჭეჭებიდან სისხლდენა. თუ გენიტალური მეჭეჭები ფართოდ არის გავრცელებული, მათ შეიძლება გაართულონ ვაგინალური მშობიარობა.
როდესაც გენიტალური მეჭეჭები ბლოკავს დაბადების არხს, შეიძლება საჭირო გახდეს საკეისრო კვეთა.
იშვიათ შემთხვევებში, HPV-ით დაავადებულმა ქალმა შეიძლება გადასცეს ის ბავშვს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მორეციდივე რესპირატორული პაპილომატოზი, რომლის დროსაც ბავშვებს უვითარდებათ HPV-სთან დაკავშირებული წარმონაქმნები სასუნთქ გზებში.
საშვილოსნოს ყელის ცვლილებებმა შეიძლება თავი იჩინოს ჯერ კიდევ ორსულობის დროს, ამიტომ ორსულობისას თქვენ უნდა დაგეგმოთ რუტინული სკრინინგ-ტესტირება საშვილოსნოს ყელის კიბოსა და HPV-ზე.
პირის ღრუს და ზედა სასუნთქი გზების დაზიანებები. ზოგიერთი HPV ინფექცია იწვევს დაზიანებებს თქვენს ენაზე, ტონზილებზე, რბილ სასაზე ან ხორხსა და ცხვირში.
კიბო. HPV-ის ზოგიერთმა შტამმა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო. ამ შტამებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს სასქესო ორგანოების, ანუსის, პირის ღრუს და ზედა სასუნთქი გზების კიბოს განვითარებას.
HPV ტესტები:
რეკომენდებულია ქალებმა ჩაიტარონ პირველი პაპ ტესტი 21 წლის ასაკში, მიუხედავად სექსუალური აქტივობის დაწყებისა.
რეგულარული პაპ-ტესტი გვეხმარება ქალებში არანორმალური უჯრედების იდენტიფიცირებაში. ეს შეიძლება მიუთითებდეს საშვილოსნოს ყელის კიბოზე ან HPV-სთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზე.
21-დან 29 წლამდე ასაკის ქალებმა უნდა ჩაიტარონ პაპ ტესტი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ.
30-დან 65 წლამდე ქალებმა:
თუ 30 წელზე ნაკლები ასაკის ხართ, ექიმმა შეიძლება ასევე მოითხოვოს HPV ტესტირება, თუ თქვენი პაპ-ტესტის შედეგები არანორმალურია.
არსებობს HPV-ის სულ მცირე 14 შტამი, რომელსაც შეუძლია კიბოს გამოწვევა. თუ თქვენ გაქვთ ამ შტამებიდან ერთ-ერთი, ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი მონიტორინგი საშვილოსნოს ყელის ცვლილებებზე.
ექიმმა შეიძლება ასევე მოითხოვოს ტესტირების შემდგომი პროცედურა, როგორიცაა კოლპოსკოპია.
HPV-ის შემთხვევების უმეტესობა თავისთავად იკურნება, ამიტომ თავად ინფექციის მკურნალობა არ არსებობს. საჭიროა რუტინული ტესტირება, HPV ინფექციის მონიტორინგისთვის.
გენიტალური მეჭეჭების მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტებით, ელექტრული დენით მოწვით ან თხევადი აზოტით მოყინვით. მაგრამ ფიზიკური მეჭეჭებისგან თავის დაღწევა ვირუსს არ მკურნალობს და მეჭეჭები შეიძლება კვლავ განვითარდეს.
HPV–ით გამოწვეული კიბოს შემთხვევაში მიმართავენ ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას ან ქირურგიას. ზოგჯერ შეიძლება რამდენიმე მეთოდის გამოყენება ერთად.
ამჟამად არ არსებობს HPV ინფექციის მკურნალობის მეთოდი, ამიტომ საშვილოსნოს ყელის კიბოს რუტინული სკრინინგი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, მონიტორინგისა და მკურნალობისთვის, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს HPV ინფექციით.
თუ სქესობრივად აქტიური ხართ:
ვაქცინაცია უნდა ჩაიტაროს:
ვაქცინაცია არ არის რეკომენდებული 26 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. თუმცა, 27-დან 45 წლამდე ასაკის ზოგიერთმა ზრდასრულმა, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან აცრილნი, შეიძლება გადაწყვიტოს HPV ვაქცინის მიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. HPV ვაქცინაცია ამ ასაკობრივ დიაპაზონში ნაკლებ სარგებელს იძლევა.
ვაქცინაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
თუ გსურთ HPV ინფექციის დიაგნოსტიკა, მონიტორინგი და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ შემდეგ ტესტებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:categories
რესურსები
https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/cervical-cancer
https://www.healthline.com/health/human-papillomavirus-infection#treatments
https://www.cdc.gov/std/hpv/stdfact-hpv.htm
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hpv-infection/diagnosis-treatment/drc-20351602
https://medlineplus.gov/hpv.html
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
37 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 17 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, ახალი გუდაური.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს>
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2021 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 37 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
2021 © სინევო. ყველა უფლება დაცულია
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)