დაგვირეკეთ

2393-833 ან 2394-065

ღვიძლის ფუნქციური სინჯების პროფილი

თარიღი: 25 ივნ 2020





ძვირფასო მეგობრებო,
შეგახსენებთ, რომ „სინევოს" ყველა ფილიალში შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლებით პროფილურ ანალიზებზე.
დღეს განვიხილავთ „ღვიძლის ფუნქციური სინჯების პროფილს":

რა არის ღვიძლის ფუნქციური სინჯების პროფილი?
ღვიძლის ფუნქციური სინჯების პროფილი ან ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევა - ანალიზების ჯგუფია, რომლებიც
ერთად სრულდება და გვაძლევს ინფორმაციას ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესახებ. ამ გამოკვლევით ხდება ღვიძლის ჯანმრთელობის შეფასება, მისი დაზიანების გამოვლენა და ასევე, იმ პაციენტების
მდგომარეობის მონიტორინგი, რომელთაც უკვე დადგენილი აქვთ ღვიძლის რომელიმე დაავადების არსებობა.


რა ანალიზები შედის ღვიძლის ფუნქციური სინჯების პროფილში და რაზე მიუთითებს სისხლში მათი რაოდენობრივი ცვლილებები ?
●ალანინამინოტრანსფერაზა (ALT) და ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST) ღვიძლის ფერმენტებია,
რომლებიც სხვადასხვა ამინომჟავას სინთეზში მონაწილეობს. სისხლში ამ ფერმენტების რაოდენობა იმატებს, როდესაც პათოლოგიური პროცესი ღვიძლის, ჩონჩხის ან გულის კუნთის უჯრედებს აზიანებს.

●გამაგლუტამინტრანსფერაზა (GGT) ღვიძლის ყველაზე მაღალ მგრძნობიარე ფერმენტია. სისხლში მისი დონე იმატებს ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. ასევე ზოგიერთი პრეპარატების მიღებისას.

●ტუტე ფოსფატაზა ფერმენტია, რომელიც თითქმის ყველა
ქსოვილში გვხვდება, უმთავრესად კი ღვიძლისა და სანაღვლე გზების უჯრედებსა და ძვლებში იყრის თავს და იქ მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებში მონაწილეობს. ტუტე ფოსფატაზის მატებას იწვევს, ძვლოვანი სისტემის ზოგიერთი დაავადება, სანაღვლე გზების დახშობა, მედიკამენტებით გამოწვეული ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის სიმსივნური დაავადებები, ფარისებრი და პარათირეოიდული ჯირკვლის დაზიანება.

●საერთო ბილირუბინი-ყვითელი პიგმენტია, რომელიც ნაღვლის შემადგენლობაში შედის. იგი ჰემოგლობინის დაშლის პროდუქტია და ე.წ. პირდაპირი და არაპირდაპირი
ბილირუბინის საერთო ოდენობაა. საერთო ბილირუბინი
უმთავრესად არაპირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე იმატებს ჰემოლიზური და პერნიციოზული ანემიების, ტრანსფუზიული რეაქციის, ღვიძლის ციროზის, ჟილბერის სინდრომის დროს.

●ალბუმინი - სისხლის შრატის ძირითადი ცილაა, რომელის წარმოქმნაც ხდება ღვიძლში. სისხლში ალბუმინის რაოდენობის კლება შეიძლება გამოიწვიოს კვების ან საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევამ (მალნუტრიციამ ან მალაბსორბციამ), ღვიძლის ან თირკმელების დაავადებამ.
პროფილის ფასია: 49 ლარი, ნაცლად 70 ლარისა
ღვიძლის ფუნქციური სინჯების პროფილის ჩატარებისას თქვენ ზოგავთ დროსა და თანხას ‼️

როდის ჩავიტრაოთ ღვიძლის ფუნქციური სინჯების პროფილი?
✅ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად
✅ღვიძლის დაზიანების გამოსავლენად. ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მედიკამენტმა, ალკოჰოლმა და ღვიძლის დაავადებებმა
✅როდესაც ადამიანს ღვიძლის დაავადების ნიშნები აქვს, მაგ. სიყვითლე, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, გულისრევა და ღებინება, ქავილი. აღსანიშნავია, რომ დაავადების ადრეულ ეტაპზე ეს სიმპტომები ყოველთვის არ იჩენს თავს.
✅ყოველწლიური პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით. რეკომენდებულია წელიწადში 2-ჯერ.

როგორ კეთდება და როგორ მოვემზადოთ
ტესტის გასაკეთებლად?
ტესტის ასაღებად საჭიროა ვენური სისიხლი.
ანალიზისთვის სისხლის აღება აუცილებელია უზმოდ. (საკვების ბოლო მიღებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 12 საათისა).
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი,სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე ან/და მოგვწერეთ ჩვენს ფეისიბუქის გვერდზე.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ანალიზებიდან!
☎️ცხელი ხაზი: 239 38 33 / 239 40 65



უკან დაბრუნება