დაგვირეკეთ

2393-833 ან 2394-065

ინფორმაცია კორონა ვირუსის შესახებ

თარიღი: 10 მარ 2020









ინფორმაცია კორონა ვირუსის შესახებ


საქართველოში 10 მარტის მონაცემებით:

* დაფიქსირებულია 44 შესაძლოშემთხვევა

* დადასტურებულია 15 შემთხვევა

* საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 141 ადამიანი

ამჟამად ზოგადი პოპულაციის რისკი დაბალია. ადამიანები, რომელთაც არ უმოგზაურიათ დაავადების გავრცელების არეალში, არ იმყოფებიან მომატებული რისკის ქვეშ.

კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად და თავის დასაცავად ძირითადი რეკომენდაციებია:

* ხშირად დაიბანეთ ხელებისაპნითა და წყლით ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით

* დაიცავით სასუნთქი სისტემის ჰიგიენა

* შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია/მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს ადამიანებთან რომელთაც აღენიშნებათ რესპირაციული სიმპტომები

* არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს

* მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს

* თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება დროულად მიმართეთ ექიმს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისიტროს დადგენილებით, COVID-19-ის ანუ კორონა ვირუსის ახალი შტამის სადიგნოსტიკო ანალიზები ტარდება მხოლოდ სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში ,, რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში".

ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ცხელ ხაზს: 116 001

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაცვით ჩვენ ერთად შევძლებთ დავამარცხოთ COVID-19

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ანალიზებიდან!


უკან დაბრუნება