დაგვირეკეთ

2393-833 ან 2394-065

D ვიტამინის განსაზღვრის ტესტი

თარიღი: 27 იან 2020







ცნობილია რომ ვიტამინ D-ს უდიდესი როლი ეკისრება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ამასთანავე, ზამთრის თვეებში მზე საკმარისად ძლიერი არ არის იმისთვის რომ ჩვენმა ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობით აწარმოოს ეს ვიტამინი. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც რომ D ვიტამინი საჭიროა სხვადასხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების შესასრულებლად:როგორებიცაა კალციუმის და ფოსფორის შეწოვა და იმუნური სისტემის რეგულირება.

დღესდღეობით, დაბინძურებული ჰაერი, მუქი კანის ფერი, მაღალსართულიანი შენობები და ოფისში მომუშავე ადამიანთა ცხოვრება პირდაპირ ზემოქმედებს იმაზე, რომ ჩვენმა ორგანიზმმა ვერ მიიღოს საკმარისი რაოდენობით ვიტამინი D. D ვიტამინის დეფიციტის საწყის სტადიაზე თავს იჩენს ისეთი სიმპტომები როგორებიცაა: კიდურების ტკივილი, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, საერთო სისუსტე და დაღლილობა. თუ დეფიციტი გაღრმავდა და დიდხანს გასტანა, იმატებს ოსტეოპოროზის, ოსტეომალაციის, რაქიტის განვითარების რისკი. D ვიტამინის დეფიციტი მრავალ პრობლემას უდებს სათავეს, სინევო საქართველო გირჩევთ, რომ თავიდან აიცილოთ მსგავსი ტიპის, რთულად მიმდინარე პათოლოგიები და ჩაიტაროთ ვიტამინ D-ს პროფილაქტიკური ანალიზი ჩვენს ნებისმიერ ლაბორატორიულ ცენტრში.

შეუკვეთეთ სინევოში კოდი 1145

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ანალიზებიდან!

ამ სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ ,,სინევო’’-ს ყველა ლაბორატორიულ ცენტრში.

ცხელი ხაზი: 2 39 38 33 / 2 39 40 65






უკან დაბრუნება