დაგვირეკეთ

2393-833 ან 2394-065

ცერვიკალური სკრინინგული პანელი თხევადი ციტოლოგიით

თარიღი: 15 იან 2020


































საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალებში და იკავებს მეორე ადგილს ძუძუს კიბოს შემდეგ. ამ დაავადების გამომწვევია პაპილომა ვირუსი, რომელიც სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს მიეკუთვნება.
‼️პაციენტთა უმეტეს ნაწილში იგი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ვართ მშვიდად, რომ ყველაფერი კარგად არის, ამ დროს კი დაავადება პროგრესირებს.☹️
გაითვალისწინეთ, რომ HPV-ით ინფექცია არ იწვევს ტკივილს და სისხლდენას, როდესაც ეს სიმპტომები ჩნდება სიმსივნე უკვე ინვაზიურია.
საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების სრულყოფილი დიაგნოსტირებისთვის ეფექტური ინტერვენცია არის სკრინინგული კვლევა, რომელიც ადრეულ პერიოდში გამოავლენს კიბოსწინარე დაზიანებებს და თავიდან აგაცილებთ შემდგომ გართულებებს.
თუ გინდათ დარწმუნდეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ჩაიტარეთ მაღალსპეციფიური, მაღალი მგრძნობელობის, უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კვლევა-ცერვიკალური სკრინინგული პანელი თხევადი ციტოლოგიის მეთოდით :
შეუკვეთეთ სინევოში კოდი 297- პაპ ტესტი თხევად სუბსტრატში + HPV დნმ გენოტიპირება!!!
ეს კვლევა სტანდარტული პაპ ტესტისაგან გამოირჩევა უპირატესობებით, ზრდის ინტრაეპითელური დაზიანებების გამოვლენის სიხშირეს, ამცირებს ცრუ დადებითი შედეგების გამოვლენის რისკს და გვაძლევს სრულყოფილ ინფორმაციას
შევაფასოთ საშვილოსნოს მდგომარეობა და ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ დაზიანების ხარისხი.
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და იყავით დაცულები!!!

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ანალიზებიდან!
ამ სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ "სინევო"-ს ყველა 30 ლაბორატორიულ ცენტრში.
ცხელ ხაზი : 239 38 33 / 239 40 65



უკან დაბრუნება