დაგვირეკეთ

2393-833 ან 2394-065

როგორ მოვემზადოთ ანალიზებისათვის

თარიღი: 22 თებ 2019













ანალიზის ზუსტი და სარწმუნო შედეგების მისაღებად საჭიროა დავიცვათ გარკვეული პრეანალიტიკური წესები ანალიზის აღებამდე. 

• თავი შეიკავეთ ჭარბი ფიზიკური დატვირთვისაგან, მიიღეთ ადექვატური რაოდენობით წყალი, მოერიდეთ ნიკოტინის მოხმარებას, ალკოჰოლურ სასმელებს და სტრესულ გარემოს.

• მიაწოდეთ ინფორმაცია  ლაბორატორიის პერსონალს იღებთ თუ არა რაიმე მედიკამენტს

• გლუკოზა - სისხლი უნდა ჩააბაროთ უზმოდ, ბოლო კვებიდან 8-12 საათის შემდეგ. გლუკოზის ტოლერანტობის ტესტისა და კვების შემდგომი გლუკოზის განსაზღვრისათვის  დავიცვათ ექიმისაგან მიღებული სპეციფიური რეკომენდაციები. მიიღეთ ადექვატური რაოდენობით წყალი.

• ლიპიდური პროფილი ( ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები, მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) - საჭიროებს უზმო მდგომარეობას 12 საათის განმავლობაში. შეიძლება მხოლოდ წყლის დალევა. 

• ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციური ტესტები საჭიროებს უზმოდ ყოფნას და რეკომენდებულია გაკეთდეს დილის საათებში. 

• პროლაქტინი - ანალიზი უნდა ავიღოთ დილის საათებში, უზმოდ, ადექვატური ძილისა და მოსვენების შემდეგ.

• განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე - სასურველია თავი შეიკავოთ სხვადასხვა სახის საკვების მიღებისაგან როგორიცაა: ძროხის ხორცი, ღორის ხორცი, უმი ბოსტნეული: სტაფილო, ჭარხალი, კიტრი. გარკვეული მედიკამენტები. 

• შარდის ბაქტერიოლოგია - შარდი უნდა იქნეს აღებული შესაბამისი წესების დაცვით, სტერილურ პირობებში. 

• კორტიზოლი სისხლში - ანალიზი უნდა იქნეს აღებული ფიზიკური მოსვენების შემდეგ გარკვეულ საათებში. 

• PAP ტესტი - ნაცხის აღებამდე 24 საათის განმავლობაში არ უნდა გამოიყენოთ სპეციფიური დასაბანი საშუალებები. 48 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ ვაგინალური კრემების, ადგილობრივი კონტრაცეფციისა  და სქესობრივი კონტაქტისაგან. დაუშვებელია ნაცხის აღება მენსტრუალური ციკლის დროს. 


რეკომენდაციები ეფუძნება ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებს

უკან დაბრუნება