დაგვირეკეთ

2393-833 ან 2394-065

ძუძუს კიბოს ცნობადობის საერთაშორისო დღე

თარიღი: 01 ოქტ 2018









ხშირად გვესმის მსგავსი ფრაზები ჩვენი ახლობლებისა და მეგობრებისგან. ვიგებთ სიმსივნის გახშირებულ შემთხვევებს.

„ჩემი უახლოესი მეგობარი, ასეთი ახალგაზრდა, ძუძუს კიბო დაუდგინდა მოულოდნელად"

„ადრე ვერ აღმოაჩინა და ეხლა ქიმია ძალიან რთულია მისთვის"

"ვერც კი ვიფიქრებდი, ისეთი მოულოდნელი იყო მისი დიაგნოზი"

"სიმსივნე გაახალგაზრდავდა"

„მამაჩემის მხრიდან ნათესავებში ბევრს ქონდა ძუძუს კიბო"

 

შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მძიმე დიაგნოზი BRCA 1 და BRCA 2 გენების გამოკვლევით!

Ø რა არის BRCA 1 და BRCA 2 ?

 

BRCA 1 და BRCA2 არის გენები, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედების ზრდაში. მათი საშუალებით ხდება დნმ-ის დაზიანების აღდგენა და ამით, სიმსივნის განვითარების შეფერხება.

BRCA1 და BRCA 2 გენების მუტაციის დროს, იზრდება სხვადასხვა ტიპის სიმსივნეების განვითარების რისკი, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში.

 

გენის მუტაცია გადაეცემა შთამომავლობას, როგორც დედის ასევე მამის მემკვიდრეობით.

 

Øრამდენად მაღალია სიმსივნის განვითარების რისკი ადამიანებში BRCA 1 და BRCA გენების მუტაციით?

ქალებში, BRCA 1 დაBRCA 2 გენების მუტაციით, ძუძუს კიბოს განვითარების რისკი 70-80% ია.

საკვერცხის კიბო, შეიძლება განვითარდეს BRCA 1 და BRCA 2 მუტაციის მტარებელ ქალებში 24-40% შემთხვევაში.

ძუძუს კიბო ვითარდება მამაკაცთა 5-10%-ში, თუ მამაკაცი არის BRCA 2 გენის მუტაციის მტარებელი.

საკვერცხისა და ძუძუს კიბოს გარდა, BRCA 1 და BRCA 2 მუტაციის დროს იზრდება სხვადასხვა ტიპის სიმსივნეების რისკი, როგორიცაა: ფალოპის მილის სიმსივნე, პროსტატის კიბო და პანკრეასის სიმსივნე, მწვავე მიელოიდური ლეიკემია და ფანკონის ანემია.

 

 

 

 

Ø ვინ უნდა ჩაიტაროს გამოკვლევაBRCA 1 და BRCA 2 გენების მუტაციაზე?

*ძუძუს კიბოს დიაგნოზი 50 წლამდე

*საკვერცხის ან ძუძუს კიბოს დიაგნოსტირების ხშირი შემთხვევები ნათესავებში

*სამმაგი უარყოფითი ძუძუს კიბო

*სხვადასხვა ტიპის სიმსივნეები ერთ საგვარეულო ხაზში

*ძუძუს კიბო მამაკაცებში

Ø ვის მივმართოთ გამოკვლევისათვის ?

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი „სინევო" გთავაზობთ, BRCA 1 და BRCA 2 გენებისმუტაციის ზუსტ დადგენას სისხლის ნიმუშით,დროულად და ხელმისაწვდომ ფასად.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
️ ცხელი ხაზი: (032) 2393833 / 2394065

უკან დაბრუნება