ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა

ზოგადი ინფორმაცია;

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები გავლენას ახდენენ ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო პროცესზე. ისინი აუცილებელია ქსოვილების ზრდისთვის, აგრეთვე ტვინისა და ნერვების ფუნქციის მომწიფებისა და შენარჩუნებისთვის. გარდა ამისა, პასუხისმგებელნი არიან სხეულის სითბოს წარმქმნასა და ჟანგბადის მოხმარებაზე. მათ აქვთ კონკრეტული მოქმედება ცალკეულ ორგანოებზე – გულზე, ღვიძლზე, თირკმელებზე, ჩონჩხის კუნთებზე და კანზე.

ფარისებრი ჯირკვლის სრული ფუნქციური მდგომარეობის და აუტოიმინური დაზიანების დასადასტურებლად ან გამოსარციხად   რეკომენდებულია ფარისებრი ჰორმონების  FT3, FT4 და TSH და თიროიდული ანტისხეულების Anti TG; Anti TPO  ერთდროული შესწავლა ანუ სრული თირეოიდული (ფარისებრი ჯირკვლის) პროფილი – (ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკური პროფილი):

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

შესწავლა რეკომენდებულია თირეოიდული ფუნქციის მომატებული ან დაქვეითებული სიმპტომების მქონე პაციენტებში.

ფარისებრი ჯირკვლის მომატებული  ფუნქციის ნიშნები:

  • წონაში კლება ,ნორმალური ან გაზრდილი მადის ფონზე;
  • აჩქარებული პულსი და არტერიული წნევის მომატება;
  • ნაზი, თბილი, ტენიანი კანი, ოფლიანობის ტენდენციით;
  • კანკალი
  • უძილობა, ემოციური დაძაბულობა, გაღიზიანება, ტირილი
  • თვალების წინ წამოწევა
  • უფრო ხშირი შარდვა ან დიარეა

         ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების ნიშნებს:

  • წონის მომატება, მადის დაქვეითების ფონზეც კი
  • გულისცემის შენელება და დაქვეითებული არტერიული წნევა
  • ფერმკრთალი, შეშუპებული, ცივი კანი
  • დეპრესია, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება
  • ყაბზობა
  • წარბების გათხელება ან თმის ცვენა
  • სიცივის მუდმივი შეგრძნება
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების არსებობა სისხლით ნათესავებში;
  • ტესტი ასევე ინიშნება გადიდებული ჯირკვლის (ე.წ. “ჩიყვის”) ან “კვანძების” მქონე პირებში.
  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევისას პათოლოგიური კერების აღმოჩენისას.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

ტესტის ჩაბარება ხდება უზმოდ , დილის საათებში (დაახლოებით 10 საათამდე). ტესტირებამდე  ყავის მიღება და მოწევა სერიოზულად იმოქმედებს შედეგებზე. დასაშვებია ტესტირებამდე 250 მილილიტრი წყლის დალევა.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი,სხვა

მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც

სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის

ზუსტად დასასმელად.

შეუკვეთეთ სრული თირეოიდული ჰორმონების პროფილი ონლაინ

პროფილის ჩატარებისას თქვენ ზოგავთ დროსა და თანხას

Code /კოდიპროფილური კვლევა / Profiles Profile Price\პროფილის ფასიფასი GEL/Regular price Gelპასუხის დრო (სამუშაო დღე)**/Time to results (working days)**ანალიზის შესრულების ლოკაცია *****/Where is performed*****
1004TSH \თირეოტროპული ჰორმონი 321-2Georgia
1005Free T4 \თავისუფალი თიროქსინი 321-2Georgia
1007Free T3 \თავისუფალი ტრიიოდთირონინი 321-2Georgia
1002Anti TG \ თირეოგლობულინის 371-2Georgia
1001Anti TPO \ თირეოპეროქსიდაზას აას 371-2Georgia
293Profile Price\პროფილის ფასი1151701-2Georgia

პროფილის ფასი : 115 ლარი, ნაცვლად 170 ლარისა

English EN Georgian KA Russian RU